• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლურჯი ორშაბათი

×
ვაკოსკი
ავტორის გვერდი დაიან ვაკოსკი 06 ივნისი, 2018 2287
ლურჯი მძივთა გროვების ჩაღვრილი მის ძუძუებში
და ურთიერთმოკაკუნე მის იდაყვებთან;
ლურჯი აბრეშუმის
შროშანის ქალაქს რომ ფარავს ღამით;
ლურჯი მისი კბილების
ცივ ტოსტს რომ კბენენ
და იმსხვრევიან ქუჩებში;
ლურჯი შეღებილი გვირგვინის ფურცლების ოქროსფერ მტვრიანა
ენაგადმოკიდებული
მისი კაბის ღობეზე
ოპერაში/ოპალი შეკრული მის ტუჩქვეშ
და მთვარე გამსკდარი მის თავზე როგორც
სისხლად წითელი ხვლიკების ღვარი.
 
ლურჯი ორშაბათი. ორშაბათი 3:00’ზე და
ორშაბათი 5’ზე. ორშაბათი 7:30’ზე და
ორშაბათი 10:00’ზე. ორშაბათი გატარებული მოლივლივე
კალიფორნიული შადრევნის ქვეშ. ორშაბათეული
ზვიგენი ცივ ლურჯ წყლებში.
 
                    შენ მკვდარი ხარ: დახვეული პეიზლის შალის მსგავსად
                    მე ნაჭრებიდან გამოგფერთხავ ვერ. შენი სახელი
                    ჯერაც ჩატენილია სავარძლის ყველა კუნჭულში.
 
                    ორშაბათი კვირის პირველია,
                    და მე მთელი კვირა შენზე ვფიქრობ.
                    ორშაბათს ვევედრები, არ მოვიდეს
                    რათა მე შენზე არ ვიფიქრო
                    მთელი კვირა.
 
შენ ლურჯად ღებავ ჩემს სხეულს. აივანზე
ფაფუკ ტალახიან ღამით, შენ მღებავ
ღამურის ფრთებით და კრისტალით
კრისტალი
კრისტალი
კრისტალი შენს ხელში ღამეს
ჭრის, კეცავს აბანოზის ვეშაპის კანს
და ჩემი სახე, ლურჯი ახალი შაშხანების,
და ჩემი კისერი, ლურჯი ეგვიპტის,
და ჩემი ძუძუები, ლურჯი ქვიშის,
და ჩემი მკლავები, ლაფან-ლურჯი,
და ჩემი მუცელი, დარიშხანა;
 
ელექტრობა წვეთავს ჩემგან როგორც ნაღები;
მდის სიყვარული რომელსაც ვერ გამოვიყენებ—როგორც აკაცია
ან ჟაკარანდა—ნაცვენი ლურჯი & ოქროსფერი ყვავილები, ქუჩაში გასრესილი.
 
                    სიყვარულმა ჩამიარა საქმიან კოსტუმსა
                    და ფედორაში გამოწყობილმა.
                    მისი მინის ყავარჯენი, ფუყე და გამოტენილი
                    ზვიგენებით და ვეშაპებით ...
                    შავი ლაქის
                    ფეხსაცმელები ეცვა
                    და ულვაშები ჰქონდა. მისი თმა იყო იმდენად შავი 
                    რომ ლამის ლურჯი.
 
                    „სიყვარულო,“ ვთქვი მე.
                    „უკაცრავად?“ თქვა მან.
                    „ბატონო სიყვარულო,“ ვთქვი მე.
                    „უკაცრავად?“ თქვა მან.
 
                    მაშინ მივხვდი აზრი არ ჰქონდა მის ქუჩაში შეწუხებას
 
                    სიყვარულმა ქუჩაში ჩამიარა გამოწყობილმა ლურჯ
                    საქმიან კოსტუმში. ბანკირი იყო
                    ეგრევე მივხვდი.
 
და ლურჯი მატარებლები მიდი-მოდიან ჩემს ძილში.
ლურჯი ყანჩები დამფრინავენ თავსზემოთ.
ლურჯი საღებავი მისკდება
არტერიებში და ტიტანს
ტყორცნის ჩემ ძვლებში.
ლურჯი სითხე მეღვრება
მოწამლულ ყელში და ლურჯი ვენები
მიხლეჩენ გულ-მკერდს. ლურჯი ხანჯლები ყელს იღერებენ
და ჩემს ხელისგულებზე თამაშდებიან.
ლურჯი სიკვდილი ცხოვრობს ჩემს ფრჩხილებში
 
რომ შემძლებოდა კიდევ ერთი ბოლო სიმღერა მემღერა
მორაკრაკე წყლით ჩემს ტუჩებს შორის
ვიმღერებდი ყელგახლეჩილი,
ლურჯი საუღლე ვენა ამოხეთქავდა ამ შავ აჩრდილ პულსს
და ჩემს ტუჩებზე
გავაჩერებდი ვულკანურ ლოდს
ამოცარიელებულს ჩემი ვენებიდან. ბოლოს და ბოლოს
ჩემი ბავშვები ამოხდილი
ჩემი სხეულიდან. ბოლოს და ბოლოს ჩემი სისხლი
გამყარებული და ჩაგორებული ოკეანეში.
ის ლურჯია.
ის ლურჯია.
ის ლურჯია.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული