• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მრავალი სიგიჟე აზრთაგან ყველაზე ღვთიური არის

×
emily
ავტორის გვერდი ემილი დიკინსონი 22 ნოემბერი, 2018 2490

თარგმნა სოფო ჭეიშვილმა

 

 

მრავალი სიგიჟე აზრთაგან ყველაზე ღვთიური არის —

გამჭოლი მზერისთვის —
მრავალი აზრი — უმკაცრესი სიგიჟე —
უმრავლესობაა
აქაც, როგორც ყოველგან, რომ ჭარბობს —
მიეცი თანხმობა — და საღი გონის ხარ —
შეეკამათე — ხარ უმალ საფრთხე —
და ჯაჭვასხმული
 
 
 
*
 
ჩემი ცხოვრება იდგა — ტყვიასხმულ თოფად —
კუთხე-კუთხე — სანამ ერთ დღეს
მეპატრონემ არ ჩაიარა — ამომიცნო —
და თან წამიყვანა —
 
და ახლა დავეხეტებით + უზენაეს ტყეებში —
და ახლა ვნადირობთ ფურირემზე —
და ყოველ ჯერზე რამეს რომ ვეტყვი —
უმალ  მთები მცემენ პასუხს —
 
და როგორ ვიღიმი, რა გულადი ნათელი
ღვივის მდელოზე —
ვეზუვიური სახეა უდავოდ
თავის სიამე რომ გადმოფინა —
 
და როცა ღამით — ჩვენი კარგი დღის მიწურულს —
ვდგავარ, მცველად, ოსტატის თავთან —
სჯობს დედალი სუსხურის
+ ღრმა ბალიშს — საზიარებლად —
 
მისი მტრისთვის — ვარ მტერი სასიკვდილო —
ვერცერთი + მეორედ ვერ შეირხევა —
ვისაც დავადგამ ჩემს ყვითელ თვალს —
ან დაჟინებულ ცერს —
 
თუნდ მე მასზე — მეტხანს ვიცოცხლო
მან უნდა — მეტხანს — ვიდრე მე —
რადგან მე უნარი არ მაქვს + მკვლელობის გარდა,
გარეშე — მოკვდომის უნარის —
 
+ იმ    + დაბალ    + ზიანი    + ხელობა 
 
 
 
*
 
პირველი დღის ღამე მოსულიყო —
და მადლიერმა რომ რაიმე
ასე საზარლის — ძალუძს გაძლება —
ჩემს სულს მივმართე, ემღერა —
მან მითხრა, მისი სიმები დაწყდნენ —
მისი მშვილდი — ატომებრ დაიფშვნა —
ჰოდა მისმა შეკეთებამ — საქმე მომცა —
მომდევნო დილამდე —
 
და მერე — დღე დიდი
ვით გუშინდლები წყვილებად,
თავის თავზარით გაეშალა ჩემს სახეს —
სანამ თვალები არ ამომივსო —
 
ჩემი ტვინი — მოჰყვა სიცილს —
მე ვლუღლუღებდი — ვითარცა შტერი —
და თუმცა წლების წინაა — ეგ დღე —
ჩემი ტვინი ქირქილებს — ჯერაც.
 
და რაღაც უჩვეულო — შიგნით —
ის პიროვნება მე რომ ვიყავი —
და ის რაც ვარ — არაა თითქოს ერთი და იგივე —
შესაძლოა ეს სიგიჟე იყოს — ეს?
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული