მტრები





პოეზია

მტრები




თარგმანი: ერეკლე ჭითანავა

 

მათ აქ დენთით სავსე შაშხანები მოიტანეს,

მათ სასტიკი ხოცვა-ჟლეტა გადაწყვიტეს,

მათ აქ დახვდა ხალხი, რომელიც მღეროდა,

მოვალეობითა და სიყვარულით გაერთიანებული ხალხი.

და გამხდარი გოგონა წაიქცა თავის დროშასთან ერთად

და მომღიმარი ბიჭუნა მის გვერდით დაჭრილი გაგორდა.

ხალხის გაქვავებულმა მზერამ დაინახა, როგორ ეცემოდნენ მკვდრები,

ბრაზითა და ტკივილით.

 

მერე, იმ ადგილას

სადაც მოკლულები დაეცნენ,

დროშები დაუშვეს, რათა სისხლით გაეჟღინთათ

და ისევ აღემართათ მკვლელების წინაშე.

 

ამ მოკლულებისთვის, ჩვენი მოკლულებისთვის,

სასჯელს ვითხოვ.

 

მათთვის, ვინც სისხლით სამშობლოს მიწა მორწყო,

სასჯელს ვითხოვ.

 

იმ ჯალათისთვის, რომელმაც სიკვდილის კარიბჭე გახსნა,

სასჯელს ვითხოვ.

 

იმ მოღალატისთვის, რომელიც ამ დანაშაულისთვის დააწინაურეს,

სასჯელს ვითხოვ.

 

მისთვის, ვინც ამ აგონიის ბრძანება გასცა,

სასჯელს ვითხოვ.

 

მათთვის, ვინც ამ დანაშაულს ამართლებდა,

სასჯელს ვითხოვ.

 

არ მინდა, რომ ხელი გამომიწოდონ,

ჩვენი სისხლით მოთხვრილი ხელი.

სასჯელს ვითხოვ.

 

არც მათი გამოგზავნილი ელჩები მინდა,

თვითონ რომ თავ-თავიანთ წყნარ სახლებში იყვნენ,

მინდა ვნახო, ჩემ თვალწინ როგორ ისჯებიან

ამ მოედანზე, ამ ადგილას.

 

სასჯელი მწყურია.

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.