• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიმეონის სიმღერა

×
ავტორის გვერდი ტ.ს. ელიოტი 18 დეკემბერი, 2018 3049

თარგმნა - ლუკა კუჭუხიძემ

 

 

უფალო, რომის ჰიაცინტები ყვავილობენ ქოთნებში და

ზამთრის მზე მიიპარება თოვლიან გორაკებზე

წელიწადის შეუპოვარი დრო ესტუმრა ჩვენ მხარეს.

ჩემი ცხოვრება შემსუბუქდა, სიკვდილის ქარის მოლოდინში

როგორც  ბუმბული, ჩემი ხელის გულზე

მტვერი, რომელიც ტრიალებს სინათლის შუქზე და მახსოვრობა კუთხეში

ელიან ცივ სიოს, სიკვდილის ჟამს,

რომელიც, გაუძღვება მათ გარდაცვლილთა მიწისაკენ.

 

გვიბოძე, შენი მშვიდობა.

მრავალი წელი განვლე შენს წინაშე, მე ამ ქალაქში.

ისე, რომ შევინახე რწმენა და მარხვა და არ დავივიწყე მე უპოვარნი.

ვიღებდი და გავცემდი მე, პატივსა და სიმშივიდეს,

არავინ გამისტუმრებია, ჩემი კერიიდან ხელცარიელი.

ვინ გაიხსენებს ჩემს სახლს, სად მიაგნებენ ნავსაყუდელს შვილები ჩემი შვილებისა

გლოვის ჟამი რომ ჩამოწვება მაშინ?

ისინი გაჰყვებიან თხათა ბილიკებს და მიაგნებენ მელიის ბუნაგს,

დაემალებიან უცხო ხმლებსა და უცხო სახეებს.

 

უბედობის, გოდებისა და განადგურების დრომდე

გვიბოძე მშვიდობა შენი.

განდევნის მთის სადგურემადე,

დედის მწუხარების ჭეშმარიტ დრომდე,

ახლა და აქ,  გარდაცვალების დაბადების ჟამს.

დაე ეს ჩანასახი, ეს ჯერ ართქმული და უსიტყვო სიტყვა

იქცეს ნუგეშად ისრაელისთვის,

მისთვის ვისაც ოთხმოცი წელი მოუტოვებია, მაგრამ აღარ აქვს ხვალინდელი დღე, კვლავ გასავლელი.

 

შენი სიტყვის თანახმად,

შენთვის იგალობენ ისინი და მოთმინებით იცხოვრებენ, ყოველ თაობაში,

დიდებითა და დამცირებით,

სინათლისაგან სინათლით ქმნილ წმინდანთა კიბეზე, აღმავალნი.

 

ჩემი არ არის მოწამეთა გზა, ლოცვის და ფიქრის ექსტაზი,

ჩემი არ არის უკანასკნელი ზმანება,

მიბოძე შენი სიმშვიდე.

და ხმალი, რომელიც განგმირავს შენს სულს.

მე დავიღალე ჩემი ცხოვრებით, და მათი ცხოვრებით, ვინც მე მომდევს.

მე ვკვდები ჩემი სიკვდილით და მათი სიკვდილით, ვინც მე მომდევს.

გაათავისუფლე მხევალი შენი,

რადგან ვიხილე მე უკვე,

შენი ხსნა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული