მამაჩემის საარჩევნო ვნებანი





პროზა

მამაჩემის საარჩევნო ვნებანი




,ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია''. 
 
კირიონ II
 
20 ოქტომბერი. 
 
- ალო, ალო!!!
- თქვენ დაუკავშირდით მაგთიკომს, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, welcome to magticom, the mobile phone you have called is either turned off, or out of the coverage area. - სადა ხარ ჩემო მაჟორიტარო?...  ნუგზარმა ორი კვირის თავზე კვლავ უშედეგოდ სცადა თავის მეგობარ მაჟორიტართან დაკავშირება. ისევ არ გამოუვიდა. თავისთვის ჩაიბუტბუტა, მე ხომ მხოლოდ მილოცვა მინდოდაო... მოწყენილმა გადადო ტელეფონი და ტელევიზორის ხმას აუწია. საარჩევნო მარათონი უკვე მიწურულიყო. ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა იქამდე, სანამ 4 წლის თავზე კვლავ გამოჩნდებოდა ის, ვისი პოლიტიკური გამონათქვამები და დაპირებები ქართველ ამომრჩეველს შიგ კაკალ გულში მოხვდებოდა, მიძინებულ პატრიოტულ სულისკვეთებას გაუღვიძებდა და ყველას ერთიანად დარაზმავდა მორიგ პარტიულ ყრლობებზე. 
 
საფულეს ხელში ვიღებ, მერე ვხვდები რომ არაფერში მარგია, უკან ვდებ, ჯიბიდან ტელეფონსაც ვიღებ, იქვე საფულის გვერდით ვტოვებ და სახლიდან მივდივარ. მხოლოდ მანქანის გასაღებს ვიტოვებ, რომ სადღაც ძალიან შორს დავგაზო. 
 გამარჯობა! მე ზაზა ვარ, ნუგზარ სირაძე მამაჩემია, ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნეხვია, მე კი მისი ნაწილი ვარ. როდის მივხვდი ამას? არ ვიცი! ... ალბათ მაშინ, როდესაც თოქ- შოუ ,, საღ აზრში'' მამაჩემის მონაწილეობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. მე არ მომისმენია, ალბათ ამჯერადაც რაღაც მორიგი სისულელე იბოდიალა ვინმეს დაკვეთით. მეორე დღეს კი როცა ჩემს გოგოსთან ერთად ბარში ვიჯექი და უკვე სამი თვის განმავლობაში ვინმე არარსებული ლეო მენაბდის სახელი და გვარით ვაყვარებდი თავს, გვერდითა მაგიდიდან ვიღაცამ გამოსირებული ნუგზარ სირაძის შვილად მომიხსენია. ეს არც პირველი ყოფილა და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ლილი ადგა. აი, ახლა კი გიცანი! გაოცებულმა შემომხედა მან, შემდეგ კი დაუყონებლივ  დაუმშვიდობებლად წავიდა. ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა გასასვლელს, შავი გრძელი თმების ლივლივით, წამებში ქუსლების კაკუნის ხმაში ლანდთან ერთად მისი მარწყვის სურნელებიანი პარფიუმიც აორთქლდა და ზუსტად მივხვდი, რომ სამუდამოდ წავიდა. რატომ? საიდან ვიცი? წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო ლილისნაირი გოგოები არასდროს რჩებოდნენ ჩემნაირ მასტებთან. ყველაფერი წარმავალია... ლილის სურნელიც, მამაჩემის ფულიც და კოკაინისგან გაბრუებული ჩემი სხეულიც. მე ერთი თბილისელი ტიპი ვარ, სინამდვილეში არაფრით გამორჩეული, სამაგიეროდ მამაჩემის წყალობით აგერ უკვე მერამდენედ ვიკავებ თბილისურ ჟურნალებში სასურველი სასიძოების სიაში პირველ ადგილს. ჩემი ცხოვრება არაფერია, თუ არა მოწყენილობისგან ტკბობა, ქარაფშუტა ქალებთან სასიყვარულო აქტით დაკავება და ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოვიშორი მეორე კვირას ისინი, რომლებსაც მხოლოდ ჩემი ფული აინტერესებთ. მხოლოდ ლილე იყო სხვა, ლილე  იმ სნობ გამოშტერებულ გოგონებს არ ჰგავდა. ეს პატარა ქალაქი იყოფოდა პაწაწუნა მიკროსამყაროებად და ლილეს ადგილი არ იყო ჩემს სამფლობელოში, ჩემი კი მის სამყაროში. მე არ შემეძლო ფულით მეყიდა მისი სხეული, დამეხარბებინა უდარდელი ცხოვრებით, ამიტომ ვინაობის დამალვა ვარჩიე. ლილე იმ ძლიერ მჟავას მაგონებდა, რომელსაც ჩემი სხეულის გადადნობა, სულიერი დამახინჯება და დაცარიელება შეეძლო. მის გვერდით ხანდახან თავს სრულ არარაობად ვგრძნობდი და ყველაზე რთული ის იყო, რომ მისი მაგიური თვალებისგან არ შემეძლო თავის დაღწევა. მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მხატვარი იყო და თბილისში რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა მოწყობილი.  ლამაზად და ხავერდოვანი ხმით საუბრობდა. ემოციურად, ჰაეროვანი ჟესტიკულაციებით. საუბრობდა ყველაფერზე, ხელოვნებაზე, რელიგიურ ტოლერანტობაზე, სიყვარულზე, მუსიკაზე... - პოლიტიკა? ქათმებთა გროვაა, მუსიკა? არ მესმის როგორ ცხოვრობენ მის გარეშე. სიყვარული? რელიგიაა... მოძღვრები? უმრავლესობა ტყუილში აცხოვრებს ხალხს, აფერისტებიც არიან... უმრავლეობა ნამდვილად აფერისტები არიან... იტყოდა და გადაიკისკიდებდა ხოლმე. მართალი იყო, მერედა როგორი მართალი. ყველაზე მეტად მისი ხელები და ღიმილი აღმაგზნებდა, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ერთხელაც კი არაფერი მიცდია. თითქოს ფაიფურის თოჯინასავით იყო, ჩემი ფალოსი კი მისი ვაგინისათვის უწმინდური. ამიტომ ვერაფერს ვბედავდი.  ცხოვრებაში პირველად ვუყურებდი და მინდოდა სხვა ვყოფილიყავი. ვიღაც სხვა... ოღონდ არა მე -   ზაზა ნუგზარის ძე სირაძე. 
 
ჩვენ სამნი ვიყავით... უფრო სწორად კი ოთხნი: მე, მამაჩემი, ჩემი დედინაცვალი ლანა, რომელიც ნუგზარმა ცოლად დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სამი წლის თავზე მოიყვანა  და ოჯახის სულიერი მოძღვარი ექვთიმე. მამაჩემის დაქლიავებაც მაშინ დაიწყო, როცა ლანა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, მზითვად კი სულიერი მოძღვარი მოჰყვა, რომელიც იმ დღის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა,  ათეისტი მამაჩემისთვის კი ღმერთი გახდა. სწორედ მამა ექვთიმეს გავლენა იყო ის, რომ ნუგზარი საქართველოში ყველაზე დიდი სამარხვო რესტორნების ქსელის ,, მადლიანი''- ის მფლობელი გახდა. ბიზნეს იდეამ გაამართლა.  რესტორნებიდან შემოსული თანხა კი ეკლესიების მშენებლობას მოხმარდა. მაშინ ალბათ არც მიფიქრია -იქნებ და სჯობდა ის თანხა გაჭირვებული ბავშვების დასაპურებლად გამოგვეყენებინა, მაგრამ სანამ ამან დამაინტერესა, ამასობაში გაკოტრების პირას მივედით. მგონი სწორად ვთქვი... ყველაფერი ლილის მარწყვის სურნელებიანი პარფიუმივით წარმავალია... 
 
ეს ამბავი იმით დაიწყო თუ დამთავრდა, რომ აგვისტოს ხვატში თბილისში შერჩენილ ჩვენს  ოჯახში ჩვენი  სულიერი მოძღვრის- მამა ექვთიმეს ზარი გაისმა. მამაჩემი ტელეფონის აღებამდე მკვირცხლად წამოხტა ფეხზე, წელში გასწორდა და ომახიანად უპასუხა. 
 
- დამლოცე მამაო! 
- ღმერთმა დაგლოცოს ნუგზარ, სერიოზული საქმე მაქვს შენთან, იცოდე უნდა დამეხმარო!
- მიბრძანეთ, რაც გნებავთ!- დაუფიქრებლად მიუგო მან და გაისუსა.
- ხვალ შენს ეზოში ჩემი სულიერი შვილი და მეგობარი, ნამდვილი პატრიოტი ქართველი კაცი მართავს ხალხთან შეხვედრას, დამოუკიდებელი მაჟორიტარია და აბა შენს იმედზე ვართ იცოდე. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ? 
- თქვენი თხოვნა ჩემთვის ბრძანებაა! 
- ისეთი კაცია, ჩვენ რომ გაგვიხარდება. ქართული პოლიტიკისთვის საჭირო. თან სახელი და გვარიც ისეთი აქვს ჩემო ნუგზარ, ნამდვილად რომ ამართლებს.- გუარამ დიდებულიძე. 
- დიდებული კაცი იქნება! - თავი დააკანტურა თავისთვის მამაჩემმა. 
- მოკლედ, დატრიალდი, ფინანსური დახმარება, გვერდში დგომა, ხალხის შეკრება და მიყოლ-მოყოლა შენზეა. ვიცი შენი ყველა პრობლემა, ჩემო ნუგზარ. შენ მაგაზე არ იდარდო. ოღონდ შენ მაგის გაყვანაზე იზრუნე და ყველა პრობლემის მოგვარება  და შენი ბიზნესისთვის ცინცხალი ინვესტორი მასზეა. 
 - თქვენს განკარგულებაში მიგულეთ. - უთხრა საწყალმა მამაჩემმა და ტელეფონი გათიშა. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო. ბანკის ვალები, თანამშრომლებისათვის დაგვიანებული ხელფასი, უკან წაგებაში წასული  ბიზნესები.  ამის მიუხედავად,  შერჩენილი თანხის ჩადებაზე ვინმე გუარამ დიდებულიძის გასამარჯვებლად არც უყოყმანია. ნუგზარი თვლიდა, რომ ვალში იყო თავის სულიერ მოძღვართან, თუ გაუჭირდებოდა და, აგერ ხომ დაპირდა დახმარებას. 
- პური მაქვს მასთან ნაჭამი ჩემს ოჯახში და ჩვენს რესტორნებში. მასზე ერთგული ვინ მყავს.  კოტიტა ხელებით ლიპლიპა თავი მოიქექა მამაჩემმა და განა ასე არააო, შემომხედა პასუხის მისაღებად. 
ჩამეღიმა... მამაჩემის რელიგიური და პოლიტიკური გრძნობები არც ისე ახლოს იდგა ჩემთან. სასაცილო კაცი იყო მამაჩემი. მერე, როცა  მამა ექვთიმესთან ქეიფისას რელიგიური მუხრუჭები მოეხსნებოდა, სიმღერას აიკვიატებდა. -  „ჩემო მამა  ექვთიმე, ერთი შენ და ერთი მე“. - აბა, აბა შენ ნუ გამითამამდი, თორემ მაგ ბიზნესს მიგიხურავ. სიცილით ეტყოდა ხოლმე ნუგზარს მოძღვარი და წვერ-ულვაშით აფარულ ტუჩებს ეშმაკურად ააცმაცუნებდა. 
- შენი ჭირიმე, ერთი ღერიც მაიტა, მომაწევინე რა, ვერაფრით გადავეჩვიე ახალგაზრდობის მავნე ჩვევებს- შეზარხოშებულ მამა ექვთიმეს მადა გაეხსნებოდა ხოლმე და სიგარეტის კვამლთან ერთად ერთ ქართულ მამა- პაპურ სიმღერასაც ამოაყოლებლა ხოლმე გულიდან. 
არ მესმოდა მამაჩემის და მისი სულიერი მოძღვრის უცნაური მეგობრობის. უკვე წლების განმავლობაში ნუგზარის სულში არანაირი ძვრა არ მომხდარა, შესაბამისად, მათი ურთიერთობა უნაყოფო იყო. თუმცა მთლად ასეც ვერ ვიტყვი... სწორედ მაშინ, სანამ მამაჩემი აქტიურად ჩაერთვებოდა პოლიტიკოსი გუარამ დიდებულიძის საარჩევნო მარათონში, მამა ექვთიმე ჩვენთან მოვიდა ახალი ბიზნეს წინადადებით. ჩვენი საკვები ობიექტებისთვის თავისი სულიერი შვილის სათბურში მოყვანილი პროდუქტები შემოგვთავაზა შესასყიდად. ჩვენც დავთანხმდით. ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, ფულიც წინასწარ გადავურიცხეთ და მას შემდეგ არც ის კაცი გვინახავს და არც ჩვენი პროდუქტები. აბა მამაოს რა ბრალიაო, ამოიოხრა მამაჩემმა და შესაბამისად, არც მორიგი დახმარების თხოვნაზე უთქვამს უარი. 
 
5 სექტემბერი.
- მეგობრებო, ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დღეს ჩვენთან სტუმრადაა დიდებული ადამიანი, უკეთილშობილესი პიროვნება, ნამდვილი ქართველი პატრიოტი კაცი გუარამ დიდებულიძე. ის დღეს ჩვენთან მობრძანდა, რათა თქვენ, მოსახლეობას დეტალურად წარმოგიდგინოთ გეგმა მომავალი საქმიანობის შესახებ პარლამენტში. ასევე ისაუბრებს განსახორციელებელ პროექტებზე, სამომავლო მიზნებსა  და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრის გზებზე. - ნუგზარი განსაკუთრებით ცდილობდა დამაჯერებელი ყოფილიყო პოლიტიკოსის წარდგენისას. მელოტ თავზე ცივი ოფლი ასხამდა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მიჩვეული საჯარო გამოსვლებს. 
- დიდი მადლობა, ბატონო ნუგზარ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ამომრჩეველო. - მიკროფონში გაისმა ჩვენი მაჟორიტარის ომახიანი ხმა. სულაც არ მახსოვს, რა ისაუბრა, მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ საშინლად ყალბი იყო. საერთოდ ასეა. პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში ყალბები არიან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე არჩევნებს ეხება. დაგპირდებიან, მოგეფერებიან, დაგამშვიდებენ, ილუზიურ კოშკებს აგიგებენ და მერე ჰოპ,  აორთქლდებიან შემდეგ არჩევნებამდე ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილან. ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში კი მოსახლეობას ერთგვარი ჰობი გვქონდა დაუსრულებლად გვესმინა დაპირებები. მათი უპირობო სიყვარული ერთგვარი ჩვეულებრივი მოვლენა ხდებოდა. ისინი ან გვძულდა, ან გვიყვარდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. ჩვენ მათი მეგობრები ვხდებოდით, ისინი მოდიოდნენ ჩვენს სახლებში, საოცარი გულისყურით ისმენდნენ დიდი ხნის პრობლემებს, ხანდახან თვალზე ცრემლიც მოადგებოდათ, ბოლოს კი ჩვენს ხელებს თავის ხელებში მოაქცევდნენ და დამაჯერებელი ღიმილითა და მზრუნველი გამომეტყველებით დროებით გვემშვიდობებოდნენ. აი, არჩევნებში მოვიგებთ და შევხვდებით. 
თუ ასეთ მაჟორიტარებს ბიზნესმენებისა და რელიგიური პირების წარმომადგენლების თანადგომაც ხელს უწყობდათ, ხომ საერთოდ უპირობო ლიდერები ხდებოდნენ. ისე გეგონებოდათ, ამ საზოგადოებაში შეუმცდარი მხოლოდ ეს ორი ფენა იყო. 
ძალიან მალე  გუარამ დიდებულიძე მამაჩემის დიდი მეგობარიც გახდა. რამდენჯერმე სახლშიც გვესტუმრა. განსაკუთრებით ლანა ეკეკლუცებოდა... ასეთი გემრიელი საჭმელი თავის ცხოვრებაში ალბათ მამაჩემისთვისაც კი არ გამოსვლია, როგორიც ჩვენი მაჟორიტარის გულის მოგებისთვის გამოსდიოდა. 
- ჩემო მეგობარო,  მე ყველაფერი ვიცი შენი პრობლემის შესახებ, მიუხედავად ამისა, ჩვენი მამა ექვთიმეს გამო ამხელა რისკზე წახვედი. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ფარულად ჩავერთვები ამ საქმეში, მაგრამ ყველანი ვიხეირებთ. 
- შენი იმედი მაქვს გუარამ! - გადაეხვია მამაჩემი მეგობარ მაჟორიტარს და სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელო მასთან ერთად შესვა. 
 
2 ოქტომბერი. 
 
ნუგზარი დილით ადრე საინფორმაციო გამოშვებას ადევნებს თვალყურს. უეცრად ემოციურად ყვირის მთელს ხმაზე. მოვიგეეეეეეეეეეეეთ!!! სასწრაფოდ ტელეფონს იღებს და ცდილობს გუარამ დიდებულიძეს გამარჯვება მიულოცოს. 75.42%. დიდებული შედეგია, დიდებული!!! მოულოდნელად სახე ეცვლება... ტელეფონიდან ბუნდოვნად ისმის ხმა. - თქვენ დაუკავშირდით მაგთიკომს, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. ალბათ დილიდან უამრავი ხალხი ულოცავს და ამიტომ გამორთო. გაკვირდებით შემომხედა მამაჩემმა, ბედნიერი სახე ცოტა არ იყოს და დაუსევდიანდა და უხმოდ მიუჯდა კვლავ ტელევიზორს. 
 
 
10 ოქტომბერი.
 
სენსაციური განცხადება, ქსკლუზიურად ჩვენს ეთერში. საზოგადოებისთვის ცნობილი მამა ექვთიმე დღეს დილით თავისი სახლიდან აიყვანეს. მას ბრალად ედება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღება და ასევე არასრულწლოვან ახალგაზრდა ქალზე ძალადობა.
 
13 ოქტომბერი.
 
- უკაცრავად, თუ შეიძლება ბატონ გუარამ დიდებულიძესთან მინდა შეხვედრა. 
- ვინ ბრძანდებით? 
- მე მისი მეგობარი ნუგზარ სირაძე ვარ.
- იცით? სამწუხაროდ ამ ეტაპზე ის ძალიან დაკავებული ბრძანდება. მოგვიანებით დარეკეთ...,,ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია''. 
კირიონ II
20 ოქტომბერი. 
- ალო, ალო!!!
- თქვენ დაუკავშირდით მაგთიკომს, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, welcome to magticom, the mobile phone you have called is either turned off, or out of the coverage area. - სადა ხარ ჩემო მაჟორიტარო?...  ნუგზარმა ორი კვირის თავზე კვლავ უშედეგოდ სცადა თავის მეგობარ მაჟორიტართან დაკავშირება. ისევ არ გამოუვიდა. თავისთვის ჩაიბუტბუტა, მე ხომ მხოლოდ მილოცვა მინდოდაო... მოწყენილმა გადადო ტელეფონი და ტელევიზორის ხმას აუწია. საარჩევნო მარათონი უკვე მიწურულიყო. ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა იქამდე, სანამ 4 წლის თავზე კვლავ გამოჩნდებოდა ის, ვისი პოლიტიკური გამონათქვამები და დაპირებები ქართველ ამომრჩეველს შიგ კაკალ გულში მოხვდებოდა, მიძინებულ პატრიოტულ სულისკვეთებას გაუღვიძებდა და ყველას ერთიანად დარაზმავდა მორიგ პარტიულ ყრლობებზე. 
საფულეს ხელში ვიღებ, მერე ვხვდები რომ არაფერში მარგია, უკან ვდებ, ჯიბიდან ტელეფონსაც ვიღებ, იქვე საფულის გვერდით ვტოვებ და სახლიდან მივდივარ. მხოლოდ მანქანის გასაღებს ვიტოვებ, რომ სადღაც ძალიან შორს დავგაზო. 
 გამარჯობა! მე ზაზა ვარ, ნუგზარ სირაძე მამაჩემია, ჩემი ცხვოვრება ერთი დიდი ნეხვია, მე კი მისი ნაწილი ვარ. როდის მივხვდი ამას? არ ვიცი! ... ალბათ მაშინ, როდესაც თოქ- შოუ ,, საღ აზრში'' მამაჩემის მონაწილეობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. მე არ მომისმენია, ალბათ ამჯერადაც რაღაც მორიგი სისულელე იბოდიალა ვინმეს დაკვეთით. მეორე დღეს კი როცა ჩემს გოგოსთან ერთად ბარში ვიჯექი და უკვე სამი თვის განმავლობაში ვინმე არარსებული ლეო მენაბდის სახელი და გვარით ვაყვარებდი თავს, გვერდითა მაგიდიდან ვიღაცამ გამოსირებული ნუგზარ სირაძის შვილად მომიხსენია. ეს არც პირველი ყოფილა და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ლილი ადგა. აი, ახლა კი გიცანი! გაოცებულმა შემომხედა მან, შემდეგ კი დაუყონებლივ  დაუმშვიდობებლად წავიდა. ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა გასასვლელს, შავი გრძელი თმების ლივლივით, წამებში ქუსლების კაკუნის ხმაში ლანდთან ერთად მისი მარწყვის სურნელებიანი პარფიუმიც აორთქლდა და ზუსტად მივხვდი, რომ სამუდამოდ წავიდა. რატომ? საიდან ვიცი? წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო ლილისნაირი გოგოები არასდროს რჩებოდნენ ჩემნაირ მასტებთან. ყველაფერი წარმავალია... ლილის სურნელიც, მამაჩემის ფულიც და კოკაინისგან გაბრუებული ჩემი სხეულიც. მე ერთი თბილისელი ტიპი ვარ, სინამდვილეში არაფრით გამორჩეული, სამაგიეროდ მამაჩემის წყალობით აგერ უკვე მერამდენედ ვიკავებ თბილისურ ჟურნალებში სასურველი სასიძოების სიაში პირველ ადგილს. ჩემი ცხოვრება არაფერია, თუ არა მოწყენილობისგან ტკბობა, ქარაფშუტა ქალებთან სასიყვარულო აქტით დაკავება და ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოვიშორი მეორე კვირას ისინი, რომლებსაც მხოლოდ ჩემი ფული აინტერესებთ. მხოლოდ ლილე იყო სხვა, ლილე  იმ სნობ გამოშტერებულ გოგონებს არ ჰგავდა. ეს პატარა ქალაქი იყოფოდა პაწაწუნა მიკროსამყაროებად და ლილეს ადგილი არ იყო ჩემს სამფლობელოში, ჩემი კი მის სამყაროში. მე არ შემეძლო ფულით მეყიდა მისი სხეული, დამეხარბებინა უდარდელი ცხოვრებით, ამიტომ ვინაობის დამალვა ვარჩიე. ლილე იმ ძლიერ მჟავას მაგონებდა, რომელსაც ჩემი სხეულის გადადნობა, სულიერი დამახინჯება და დაცარიელება შეეძლო. მის გვერდით ხანდახან თავს სრულ არარაობად ვგრძნობდი და ყველაზე რთული ის იყო, რომ მისი მაგიური თვალებისგან არ შემეძლო თავის დაღწევა. მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მხატვარი იყო და თბილისში რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა მოწყობილი.  ლამაზად და ხავერდოვანი ხმით საუბრობდა. ემოციურად, ჰაეროვანი ჟესტიკულაციებით. საუბრობდა ყველაფერზე, ხელოვნებაზე, რელიგიურ ტოლერანტობაზე, სიყვარულზე, მუსიკაზე... - პოლიტიკა? ქათმებთა გროვაა, მუსიკა? არ მესმის როგორ ცხოვრობენ მის გარეშე. სიყვარული? რელიგიაა... მოძღვრები? უმრავლესობა ტყუილში აცხოვრებს ხალხს, აფერისტებიც არიან... უმრავლეობა ნამდვილად აფერისტები არიან... იტყოდა და გადაიკისკიდებდა ხოლმე. მართალი იყო, მერედა როგორი მართალი. ყველაზე მეტად მისი ხელები და ღიმილი აღმაგზნებდა, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ერთხელაც კი არაფერი მიცდია. თითქოს ფაიფურის თოჯინასავით იყო, ჩემი ფალოსი კი მისი ვაგინისათვის უწმინდური. ამიტომ ვერაფერს ვბედავდი.  ცხოვრებაში პირველად ვუყურებდი და მინდოდა სხვა ვყოფილიყავი. ვიღაც სხვა... ოღონდ არა მე -   ზაზა ნუგზარის ძე სირაძე. 
ჩვენ სამნი ვიყავით... უფრო სწორად კი ოთხნი: მე, მამაჩემი, ჩემი დედინაცვალი ლანა, რომელიც ნუგზარმა ცოლად დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სამი წლის თავზე მოიყვანა  და ოჯახის სულიერი მოძღვარი ექვთიმე. მამაჩემის დაქლიავებაც მაშინ დაიწყო, როცა ლანა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, მზითვად კი სულიერი მოძღვარი მოჰყვა, რომელიც იმ დღის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა,  ათეისტი მამაჩემისთვის კი ღმერთი გახდა. სწორედ მამა ექვთიმეს გავლენა იყო ის, რომ ნუგზარი საქართველოში ყველაზე დიდი სამარხვო რესტორნების ქსელის ,, მადლიანი''- ის მფლობელი გახდა. ბიზნეს იდეამ გაამართლა.  რესტორნებიდან შემოსული თანხა კი ეკლესიების მშენებლობას მოხმარდა. მაშინ ალბათ არც მიფიქრია -იქნებ და სჯობდა ის თანხა გაჭირვებული ბავშვების დასაპურებლად გამოგვეყენებინა, მაგრამ სანამ ამან დამაინტერესა, ამასობაში გაკოტრების პირას მივედით. მგონი სწორად ვთქვი... ყველაფერი ლილის მარწყვის სურნელებიანი პარფიუმივით წარმავალია... 
ეს ამბავი იმით დაიწყო თუ დამთავრდა, რომ აგვისტოს ხვატში თბილისში შერჩენილ ჩვენს  ოჯახში ჩვენი  სულიერი მოძღვრის- მამა ექვთიმეს ზარი გაისმა. მამაჩემი ტელეფონის აღებამდე მკვირცხლად წამოხტა ფეხზე, წელში გასწორდა და ომახიანად უპასუხა. 
- დამლოცე მამაო! 
- ღმერთმა დაგლოცოს ნუგზარ, სერიოზული საქმე მაქვს შენთან, იცოდე უნდა დამეხმარო!
- მიბრძანეთ, რაც გნებავთ!- დაუფიქრებლად მიუგო მან  და გაისუსა.
- ხვალ შენს ეზოში ჩემი სულიერი შვილი და მეგობარი, ნამდვილი პატრიოტი ქართველი კაცი მართავს ხალხთან შეხვედრას, დამოუკიდებელი მაჟორიტარია და აბა შენს იმედზე ვართ იცოდე. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ? 
- თქვენი თხოვნა ჩემთვის ბრძანებაა! 
- ისეთი კაცია, ჩვენ რომ გაგვიხარდება. ქართული პოლიტიკისთვის საჭირო. თან სახელი და გვარიც ისეთი აქვს ჩემო ნუგზარ, ნამდვილად რომ ამართლებს.- გუარამ დიდებულიძე. 
- დიდებული კაცი იქნება! - თავი დააკანტურა თავისთვის მამაჩემმა. 
- მოკლედ, დატრიალდი, ფინანსური დახმარება, გვერდში დგომა, ხალხის შეკრება და მიყოლ-მოყოლა შენზეა. ვიცი შენი ყველა პრობლემა, ჩემო ნუგზარ. შენ მაგაზე არ იდარდო. ოღონდ შენ მაგის გაყვანაზე იზრუნე და ყველა პრობლემის მოგვარება  და შენი ბიზნესისთვის ცინცხალი ინვესტორი მასზეა. 
 - თქვენს განკარგულებაში მიგულეთ. - უთხრა საწყალმა მამაჩემმა და ტელეფონი გათიშა. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო. ბანკის ვალები, თანამშრომლებისათვის დაგვიანებული ხელფასი, უკან წაგებაში წასული  ბიზნესები.  ამის მიუხედავად,  შერჩენილი თანხის ჩადებაზე ვინმე გუარამ დიდებულიძის გასამარჯვებლად არც უყოყმანია. ნუგზარი თვლიდა, რომ ვალში იყო თავის სულიერ მოძღვართან, თუ გაუჭირდებოდა და, აგერ ხომ დაპირდა დახმარებას. 
- პური მაქვს მასთან ნაჭამი ჩემს ოჯახში და ჩვენს რესტორნებში. მასზე ერთგული ვინ მყავს.  კოტიტა ხელებით ლიპლიპა თავი მოიქექა მამაჩემმა და განა ასე არააო, შემომხედა პასუხის მისაღებად. 
ჩამეღიმა... მამაჩემის რელიგიური და პოლიტიკური გრძნობები არც ისე ახლოს იდგა ჩემთან. სასაცილო კაცი იყო მამაჩემი. მერე, როცა  მამა ექვთიმესთან ქეიფისას რელიგიური მუხრუჭები მოეხსნებოდა, სიმღერას აიკვიატებდა. -  „ჩემო მამა  ექვთიმე, ერთი შენ და ერთი მე“. - აბა, აბა შენ ნუ გამითამამდი, თორემ მაგ ბიზნესს მიგიხურავ. სიცილით ეტყოდა ხოლმე ნუგზარს მოძღვარი და წვერ-ულვაშით აფარულ ტუჩებს ეშმაკურად ააცმაცუნებდა. 
- შენი ჭირიმე, ერთი ღერიც მაიტა, მომაწევინე რა, ვერაფრით გადავეჩვიე ახალგაზრდობის მავნე ჩვევებს- შეზარხოშებულ მამა ექვთიმეს მადა გაეხსნებოდა ხოლმე და სიგარეტის კვამლთან ერთად ერთ ქართულ მამა- პაპურ სიმღერასაც ამოაყოლებლა ხოლმე გულიდან. 
არ მესმოდა მამაჩემის და მისი სულიერი მოძღვრის უცნაური მეგობრობის. უკვე წლების განმავლობაში ნუგზარის სულში არანაირი ძვრა არ მომხდარა, შესაბამისად, მათი ურთიერთობა უნაყოფო იყო. თუმცა მთლად ასეც ვერ ვიტყვი... სწორედ მაშინ, სანამ მამაჩემი აქტიურად ჩაერთვებოდა პოლიტიკოსი გუარამ დიდებულიძის საარჩევნო მარათონში, მამა ექვთიმე ჩვენთან მოვიდა ახალი ბიზნეს წინადადებით. ჩვენი საკვები ობიექტებისთვის თავისი სულიერი შვილის სათბურში მოყვანილი პროდუქტები შემოგვთავაზა შესასყიდად. ჩვენც დავთანხმდით. ხელშეკრულებაც გავაფორმეთ, ფულიც წინასწარ გადავურიცხეთ და მას შემდეგ არც ის კაცი გვინახავს და არც ჩვენი პროდუქტები. აბა მამაოს რა ბრალიაო, ამოიოხრა მამაჩემმა და შესაბამისად, არც მორიგი დახმარების თხოვნაზე უთქვამს უარი. 
 
5 სექტემბერი.
- მეგობრებო, ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. დღეს ჩვენთან სტუმრადაა დიდებული ადამიანი, უკეთილშობილესი პიროვნება, ნამდვილი ქართველი პატრიოტი კაცი გუარამ დიდებულიძე. ის დღეს ჩვენთან მობრძანდა, რათა თქვენ, მოსახლეობას დეტალურად წარმოგიდგინოთ გეგმა მომავალი საქმიანობის შესახებ პარლამენტში. ასევე ისაუბრებს განსახორციელებელ პროექტებზე, სამომავლო მიზნებსა  და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრის გზებზე. - ნუგზარი განსაკუთრებით ცდილობდა დამაჯერებელი ყოფილიყო პოლიტიკოსის წარდგენისას. მელოტ თავზე ცივი ოფლი ასხამდა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მიჩვეული საჯარო გამოსვლებს. 
- დიდი მადლობა, ბატონო ნუგზარ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ამომრჩეველო. - მიკროფონში გაისმა ჩვენი მაჟორიტარის ომახიანი ხმა. სულაც არ მახსოვს, რა ისაუბრა, მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ საშინლად ყალბი იყო. საერთოდ ასეა. პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში ყალბები არიან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე არჩევნებს ეხება. დაგპირდებიან, მოგეფერებიან, დაგამშვიდებენ, ილუზიურ კოშკებს აგიგებენ და მერე ჰოპ,  აორთქლდებიან შემდეგ არჩევნებამდე ისე, თითქოს არც არასდროს ყოფილან. ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში კი მოსახლეობას ერთგვარი ჰობი გვქონდა დაუსრულებლად გვესმინა დაპირებები. მათი უპირობო სიყვარული ერთგვარი ჩვეულებრივი მოვლენა ხდებოდა. ისინი ან გვძულდა, ან გვიყვარდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. ჩვენ მათი მეგობრები ვხდებოდით, ისინი მოდიოდნენ ჩვენს სახლებში, საოცარი გულისყურით ისმენდნენ დიდი ხნის პრობლემებს, ხანდახან თვალზე ცრემლიც მოადგებოდათ, ბოლოს კი ჩვენს ხელებს თავის ხელებში მოაქცევდნენ და დამაჯერებელი ღიმილითა და მზრუნველი გამომეტყველებით დროებით გვემშვიდობებოდნენ. აი, არჩევნებში მოვიგებთ და შევხვდებით. 
თუ ასეთ მაჟორიტარებს ბიზნესმენებისა და რელიგიური პირების წარმომადგენლების თანადგომაც ხელს უწყობდათ, ხომ საერთოდ უპირობო ლიდერები ხდებოდნენ. ისე გეგონებოდათ, ამ საზოგადოებაში შეუმცდარი მხოლოდ ეს ორი ფენა იყო. 
ძალიან მალე  გუარამ დიდებულიძე მამაჩემის დიდი მეგობარიც გახდა. რამდენჯერმე სახლშიც გვესტუმრა. განსაკუთრებით ლანა ეკეკლუცებოდა... ასეთი გემრიელი საჭმელი თავის ცხოვრებაში ალბათ მამაჩემისთვისაც კი არ გამოსვლია, როგორიც ჩვენი მაჟორიტარის გულის მოგებისთვის გამოსდიოდა. 
- ჩემო მეგობარო,  მე ყველაფერი ვიცი შენი პრობლემის შესახებ, მიუხედავად ამისა, ჩვენი მამა ექვთიმეს გამო ამხელა რისკზე წახვედი. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომელიც ერთად უნდა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ფარულად ჩავერთვები ამ საქმეში, მაგრამ ყველანი ვიხეირებთ. 
- შენი იმედი მაქვს გუარამ! - გადაეხვია მამაჩემი მეგობარ მაჟორიტარს და სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელო მასთან ერთად შესვა. 
 
2 ოქტომბერი. 
 ნუგზარი დილით ადრე საინფორმაციო გამოშვებას ადევნებს თვალყურს. უეცრად ემოციურად ყვირის მთელს ხმაზე. მოვიგეეეეეეეეეეეეთ!!! სასწრაფოდ ტელეფონს იღებს და ცდილობს გუარამ დიდებულიძეს გამარჯვება მიულოცოს. 75.42%. დიდებული შედეგია, დიდებული!!! მოულოდნელად სახე ეცვლება... ტელეფონიდან ბუნდოვნად ისმის ხმა. - თქვენ დაუკავშირდით მაგთიკომს, მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. ალბათ დილიდან უამრავი ხალხი ულოცავს და ამიტომ გამორთო. გაკვირდებით შემომხედა მამაჩემმა, ბედნიერი სახე ცოტა არ იყოს და დაუსევდიანდა და უხმოდ მიუჯდა კვლავ ტელევიზორს. 
 
10 ოქტომბერი.
სენსაციური განცხადება, ქსკლუზიურად ჩვენს ეთერში. საზოგადოებისთვის ცნობილი მამა ექვთიმე დღეს დილით თავისი სახლიდან აიყვანეს. მას ბრალად ედება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღება და ასევე არასრულწლოვან ახალგაზრდა ქალზე ძალადობა.
 
13 ოქტომბერი.
 
- უკაცრავად, თუ შეიძლება ბატონ გუარამ დიდებულიძესთან მინდა შეხვედრა. 
- ვინ ბრძანდებით? 
- მე მისი მეგობარი ნუგზარ სირაძე ვარ.
- იცით? სამწუხაროდ ამ ეტაპზე ის ძალიან დაკავებული ბრძანდება. მოგვიანებით დარეკეთ...
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.