ნაგაზური შუქნიშნები





პოეზია

ნაგაზური შუქნიშნები




ნაგაზური შუქნიშნები
 
მას ქონდა 9x7 მილიმეტრი ოვალური ემერალდის თვალშუქურები
მას პაწაწინა ქარი მისდევს უცნობ მდელოზე და ლურჯ ქვიშას ამოიყეფებს
გაბრაზებული, გაშლილი ხელის მსგავსი ინდური ასოები
და მისი მორგანიტული ვარდისფერი ტუჩები დაიხარნენ ჩემთვის და ჩემს წინ
მინის დიდ ბურთებად რომ იქცევიან სიკვდილის შემდეგ
მეც დეკორაცია ვიქნები მივიწყებული მათ თაროებზე
მეც დეკორაცია ვიქნები მათ ხელებში
მაშინ შენი მეწამული ლამფები სიყვარულო
გახდებიან ჩემი მესაიდუმლეები
შენი ლილაკი ლამფები და შენი საიდუმლო მზვერავი
ნაგაზური შუქურები
იქცევიან ჩემს კიდურებად
შენი საიდუმლო სასიყვარულო პრელუდიები
ტიტები ან ფუხსია პრელუდიები
ლილაკი და ვერცხლის პრელუდიები
გახდებიან ჩემი სიმღერები
მე შემეძლო შენთვის უცნობ ენაზე მეცხოვრა
და ჩემი სასიამოვნო თბილი #faebd7 განათებები შემომეცურებინა შენს სხეულში
მაგრამ ვიღაც იწოვს ჩემს არსებობას
და მე არ შემიძლია ვთქვა არაფერი
 
 
 
პეპელა კარიბჭე
 
შენი პირიდან გაზის შიშინი და გაპრიალებული ჩიტის თვალი გადმოიპარება 
შენი პირიდან გველეშაპის ფარდა გადმოიპარება
ის ჩუმად ისრიალებს ზაფხულის სიზმრებში 
და მათი ჟანგიანი ცხელი კაკაოს აივნები 
დაპურდებიან ჩემი ხელებით 
და მათი უზარმაზარი თვითმფრინავი თევზები
დაპურდებიან ჩემი ხელებით
და მე ვხედავ კოპენჰაგენის ცისარტყელა სიბნელეს გამოპარულს შენი
პირიდან და მე ვხედავ ამსტერდამის სამოთხისეულ სასიკვდილო კარუსელს
რომელმაც შენი პირიდან ჭექა-ქუხილი გადმოანთხია
მე ვხედავ კიდევ რამდენიმე ფერად ქვეყანას სადაც მიქრიხარ
მათი ქოფაკი ძაღლებით
მათი სქელბალნიანი კაცებით
მათი შვილმკვდარი დედებით 
მათი მოშიებული უხელფეხო ღმერთით
რათა მანათობელი პეპლის კარიბჭის მიღმა იცხოვრო
 
 
 
ეძღვნება ჩემს ქოთნის ყვავილს 
 
მე მაქვს ყვავილი
და მისი ათასობით ლალის სიზმარი
მისი კაუჭები
მისი მოვარდისფრო სარკეკლდეური დაღმართები
და მისი შვეულდაღმართი ნაწნავზანზალაკები
მისი კრისტალის სითბომხრები
და მისი გულის სიღმიდან ამომზირალი ბრილიანტის თესლის ქვემფატრავი გათენებები
მისი მოვარდისფრო ურდულები და მისი მოთეთრო ურდულები
მისი კოშკისსხეულის წყალში ხსნადი ცეცხლის ხმა
ყური დაუგდე მას ვინც მოიკრეფს ათას მთვარეს შენს გარშემო
ვინც შეგცვლის, ვინც აღელვებულ სამყაროში გაცხოვრებს,
ვინც არ მოგასვენებს სანამ არ შეჭამს შენს უზარმაზარ თითგასაღებს
და შენს სიყვარულს ამოაფრენს მიძინებულს
როცა ცისფერი და წითელმკვალავი გახდები
 
 
 
***
 
სარკეში ჩანს შენი ნაწნავები
ამარანტის დიდი ხვეულები.
ისინი ცისფირზალის მშვენიერი მარცვლებიდან იშვნენ
შენი სახე ობობა ყვავილებს მოიმკის
ქარია და წვრილი სარეველა შუქნიშები
ჩემიდან გადიან
ქარია და ადრიანი დილის ჩრდილი ჭამს მათ
მოკალი ყველა
მისი სახე არაა მშვიდი
ის მოვიდა და ძღვნად საკუთარი ბუდე მოგართვა
ის მოვიდა და აღარ წავიდა
მაგრამ მისი სახე არაა მშვიდი
მე შევამჩნიე რომ ჩემი წმინდა მონოლოგი
გაქრა
რომ მათ დატოვეს თავიანთი ორფისტული სივრცეები
და მომიახლოვდნენ
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.