• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გახარება

×
annunciation
ავტორის გვერდი ლაშა ყელბერაშვილი 28 თებერვალი, 2019 3036
„აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს”, - რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.” მათე 1:23
 
 
 
 
 
დაუჯერებელი ამბავი
 
 
იყო დრო ბალიშზე იტირებდი და ცხოვრება
(თავის ადგილზე დგებოდა) გახარებდა.
ჭამის დროს პირს ხარბად ატკლაპუნებდი და
მომავალი ჩანდა,უბრალოდ ჩანდა,თუმცა
არც კი მინდოდა მისი ჭვრეტა.
არჩევანის გაკეთებაც მარტივი იყო,მითუმეტეს თუ 
არჩევანი იყავი.
გაშეშობანას თამაშობდი და იმას დასდევდი
ვისაც ადრე მოუმწიფდა მკერდი,ბროწეულებივით 
დაებერა და ბროწეულის ტკბილმწარე წვენივით საამო იყო მათზე 
ხელის მირტყმა და  გახარება.
იყო დრო,როცა ცხოვრება არ იყო დავიწყებული და
შეუმჩნეველი წვრილმანები,ხოლო
სხვა დანარჩენი ბალიშზე დარჩენილი მარილიანი,
სველი ოცნებები და ეს გახარებდა.
თმა ფიფქებივით არ მოქროდა ჩემი შუბლიდან და
რადგან ყველა ოცნება წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებაზე
ბალახებში და ბუჩქებში სირბილში ეკლებზე დავტოვეთ, დაგვრჩა
ზღაპრების პაწაწინა გმირების შარვალზე მეასედ მიკერებული
ნაჭრებივით ყველა პერსპექტივა.
მათ კი,ვინც მომწიფეული მკერდისთვის დევნას
ბალახებში ჯდომა არჩია შარვალი მთელი დარჩა და
ძველს ახალიც შემატა.
ვიღაცა იტყვის მე ამას ვუსმენ,ესა და ეს წამიკითხავსო,არადა
მე მკაცრად მჯერა,რომ ადამიანის ერთადერთი მოტივი და მიზანი
საკუთარი არსებობის დამტკიცებაა,
არსებობის ფაქტების შეგროვება,ამიტომ
თუ დოლზე უკვრავენ იცეკვე,
თუ კლავიშებზე უტყამენ იმღერე და
თუ ლექსებს კითხულობენ, თუნდაც სადღეგრძელო თქვი.
ფაქტი ფაქტად დარჩება და შეგროვებასაც დაიწყებ.
იმ დღეს დავიბადე და დღეს უკვე 
ერთი სული მაქვს არ დავბადებულიყავი.
ესაა ცხოვრება?! ჯერ მშობელი გიტყაპუნებს,
მერე შენ უტყაპუნებ გოგოებს და
ბოლოს ჩუმად,ბი ბოპისა და სხვა ამისთანების გარეშე
უნდა დაგმარხონ.
სხვანაირად არ შეიძლება,სირცხვილია,
ისინი რას იტყვიან. 
ერთხელ ქორწილში ვიყავი და ერთი ქალი ვნახე,
სქელი ნამუშევარი თითებით.
შემიყვარდა.
ბებიაჩემს გავდა და ზუსტად ისე ბრიცავდა ტუჩებს,
ულვაშიც ჰქონდა პაწაწინაზე და სხვა გზა აღარ დამიტოვა-
მივედი,ჩევახუტე,მივულოცე და ვუთხარი:
ჩემო ეთერ,ხომ ხედავ  გიყურებენ და ვეღარ გხედავენ,
გისმენენ და ყურს აღარ გიგდებენ,
დალიე ეგ ოხერი,სულ ორი პარასკევი დაგრჩენია.
შემომხედა და ლამის შემომაფურთხა.
,,ეს თაობა სულ სიკვდილზე როგორ უნდა ფიქრობდეთ“-ო
და ჭიქა მუცელში გადაუშვა,სქელი თითებით ულვაშები მოიწმინდა და
თავზე ხელი გადამისვა.
ეგრეა,ამათ კიდიათ ყურადღება და თავისას აწვებიან,
ბევრი სიკვდილი ნახეს და სიცოცხლე ნამეტანი უყვართ,
ჩვენ სიკვდილისთვის გავჩნდით.
გამოთქმა თუ რაღაცაც ხოა-,,იცოცხლე,რომ მოკვდე“.
სწორი რამეა,თუ არ იცოცხლე ვერ მოკვდები.
ეს განსაკუთრებული ამბავიც მაგაზეა:
სიცოცხლეზე,რომელიც სიკვდილით სრულდება,რაც ზოგჯერ
დაუჯერებელია.
 
 
 
მნიშვნელოვანი ამბავი
 
ყველაფერი იმით დაიწყო,რომ
ერთ დღესაც მოვიწყინე და აღმოვაჩნე რომ
ერთ დღესაც ყველაფერი იმით დაიწყო 
რომ უბრალოდ მოიწყინ(ა)ეს.
მე რომ დავიბადე მამაჩემი საავადმყოფოს გისოსებზე
მიცოცავდა და ეკლებში ჩავარდა.
აქედან ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გამოვიდოდა:
შვილისკენ,მისი სიყვარულისკენ მიმავალი გზა
ეკლიანია.
ხშირად მივდივარ ფანჯარასთან რომ 
სევდა გავითამაშო და ეს ძალიან სევდიანია.
სანამ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი პირები
სამოდელო ინდუსტრიას ავითარებენ და
ინფლაცია ძალიან გულსატკენია,
სანამ ფეხით მოსიარულეთა აგრესია,
დაბალი კლასის აგრესიაა მაღლის მიმართ
და წარბებშუა ამოსული თმასავით უსარგებლოა
თანამედროვე ქართული პოეზია სოციალური
პრობლემების მოგვარებაში
მე ამ ვირუსულ ქსელში ვტივტივებ
ანტისხეულივით და სახეზე
მუწუკებად მაყრის უფულობა.
როგორც სამყარო,ისე ადამიანიც ხშირად უბრუნდება
ესთეტიკის ანიბანს.
მაშ ეს ალივით ავარდნილი სარეცხი რაღაა
პოსტსაბჭოთა კორპუსებზე თუ არა იმის მტკიცებულება
რომ მიზეზი მიზნებს წარმოშობს.
რომ არა ეს ლგბტ ფერებში აფრიალებული ცეცხლი 
ჩემი მეზობლების აივნებზე მეც მხოლოდ
იმაზე დავწერდი როგორ მისველებს
ყოველ ღამით ნიფხავს მარტოობა.
არის შემთხვევები როცა მოწყენილობა პიკს აღწევს და
ფატალურად სრულდება-
ლექსების წერას იწყებ,
ჟურნალებით შედიხარ ტუალეტში,
ხანდახან ჯიანა მაიკლსის ახალ როლს აფასებ.
იყო შემთხვევა მოწყენილმა მამამ მორიგი სუსულელე ჩაიდინა და
შვილი ჩაგვიგდო საჯიჯგნად.
ფაქტია რომ ძნელია გამოსწორებაზე ფიქრი,
ყველაფერი მაინც საშინელებისკენ მიექანება.
ყველაფერი მაინც პოეზიის წისქვილზე ასხამს წყალს
და  მხოლოდ მას ამდიდრებს.
ხელისუფლების პოლიტიკაც კი ისეთ ნეოლოგიზმებს
წარმოშობს როგორიცაა-ლენჩენერატი,
ყლეტინი ან ისეთ არქაიზმებს გვიბრუნებს,როგორიცაა
გოთვერანი,ანდაც ლართი და ივი.
ყველაფერი მოწყენით იწყება-
ერთ დღესასც კი ყველაფერი უბრალოდ გაქრება,
ზაფხულში მაცივარში შედგმული წყლის 
ბოთლებივით  და შემდეგ,აგვისტოში 
მზეზე გაჩერებული მანქანებივით 
უბედურები ვიქნებით და მანქანისკენ მიმავალი
პატრონებივით მომავლის პერსპექტივებით შეწუხებულნი.
მე კი  სიტყვა გამიგრძელდა,
არადა ყველაფერი სიტყვით დაიწყო.
 
 
 
გადასარევი ამბავი
 
ნუ იქნები ადამიანური,იყავი ორიგინალური.
ესეც ჩვენს მიერ დადგენილი წესია,
დროის მიერ დასმული დაღი.
ხარს ხომ კლავ ეკლესიის ეზოში,
მამლისთვის თავი ხომ წაგიგლეჯია,
ბარემ ორიგინალურიც იყავი,რაღა დარჩა.
ფიქრი გქონდეს ნუგეშად დარჩენილი,
გული გიჩქარდებოდეს როცა სახლში მოსულს
ერთი სული გაქვს კარი მიიხურო,
საწოლს ტვირთიანად დააწვე და იფიქრო.
ესეც ერთ-ერთი წესია ეპოქისა,რომ
ფიქრი აღარაა უპირატესობა.
ყველაფერი ფიქრით მთავრდება და
ყველაფერი დაბადებით დაიწყო და თუ
მის წინაც არის რამე,გამოდის იმდენად დიდხანს
ვარსებობთ უსიყვარულოთ,რომ აღარც  გვახსოვს.
იმ ადამიანების ცხოვრება კი,რომელთა
საზოგადოებრივი ადგილიც განისაზღვრება
სიტყვებით -,,არაუშავს რა“ ან
,,რაღა დამრჩენია“ ძნელია.
ისინი ცხოვრებას ლოგინში არჩევენ,უჯობთ
კუთვნილი სპირიტული სალაფავი თქვლიფონ
წიგნებიდან,ვიდრე კლუბებში
მოქანქარე ასოების და ქალობაში ახლადშესული
ფისოების გვერდზე ნერწყვების ყლაპვით
ისიებდნენ ხორხს და ჰოი საოცრებავ-
ცეკვავდნენ და
ყვერებდაბერილები ამტკიცებდნენ-
ჰოი საოცრებავ,ღმერთის არსებობას.
იმ ადამიანთა ცხოვრება ძნელია ვინც ცნობს
ჯეფ კუნსს,გია ბუღაძეს,პლატონოვს,
ტინტო ფრაერს , ასევე მკვრივ ძუძუებს და 
მოქნილ თეძოებს
და ჰოი საოცრებავ, ყვითელი კბილები აქვს თანაც მელოტია.
ადამიანთა ცხოვრებაა ძნელი,ვისაც ნუგეშად 
ერთადერთი შესაძლებლობა აქვს და
ისიც კუნძულის.
ადამიანები არჩევენ აღარ გამოიყენონ სიტყვები-მიყვარხარ,
ძვირფასო,ტკბილო,ანდაც მორო,რომელიც
ისეა მივიწყებული,როგორც
წინდების ქვეშ დასაჭრელი ფეხის ფრჩხილები ,ანდაც
ზამთარში ბოქვენი.
ჰოი საოცრებავ,ეს ლექსიც ლოგინში დაიწერა,
იმ დროს,როცა სადღაც შუა ქალაქში ღეჭავდნენ 
ვაგინათა ვარდისფერ  ბაგეებს,როგორც ოდესღაც ბავშვობაში
დამიღეჭავს ჩემი ბაგეებით ძუძუს კერტები და ისინიც ვარდისფერნი
და ჰოი საოცრებავ- ერთი მთელია მთელი სამყარო.
საოცრებავ ჰოი,რომ არსებობდა სადაც
არსებობდა ვიქტორ ცოი.
თუმცაღა ტკივილები და სულიერი ჭინთვები 
შობენ ადამიანებს და მათგან რჩეულნი კი
ისეთ სიტყვებს ამბობენ(ან წერენ) ლიდერების ფოტოებივით
ჩამოეკიდება ხოლმე ადამიანთა გულებში და აღარავის
ეშინია ისევ მთქმელების(მწერლების)გარდა,რომლებიც ვინმეს
მოახლოებისთანავე მკაცრი გამოხედვით ხურავენ წიგნაკს,
რომელშიც შესაძლოა ეწეროს-ჰოი საოცრებავ და ისეთი
დრომოჭმული და ვადაგასული და საშიში რამ,როგორიცაა
ლექსები.
ადამიანები ტოვებენ ქალაქებს.
ადამიანებმა უნდა დატოვონ ქალაქები.
მათ კი ერთი სული აქვთ პარასკევი დაღამდეს.
აღარ ჩაქრეს ლამპიონები,რომლებიც მკრთალად მაგრამ,მაინც აჩენენ
ქუჩების სიმჭიდროვეს, ზუსტად ისე, როგორც მთვარისა ჩუქი ვაგინისას.
ჩვენ კი ჩვენის მხრივ მოვითხოვთ,რომ გაჩეჩილ თმაში ყველას
შროშანი ჰყავდეს აყვავებული და მტკვარი იყოს თვითმკვლელგაუმტარი,
ჯიბით დაჰქონდეთ ყველას დანა და მასთან ერთად თავი ყველი და
ნატეხი პურის,
ჯიბით დაჰქონდეთ ჭიპლარის საჭრელი პატარა მაკრატელი და
წვეტიანი ბეჭედი და
ჰოი საოცრებავ,
დაღამებულა პარასკევი.
ჰოი!ადამიანები განსხვავდებიან,ჰოი.
არიან ადამიანები,რომლებიც მუშაობენ,აქვთ საშუალო ხელფასი,
საშუალო თანამდებობა,საშუალო სიმაღლე და ოროთახიანი ბინა,
საშუალო სილამაზის სახის ნაქვთები,საშუალო სიხშირის წვერი,
საშუალო ზომის ტელევიზორი  და არიან ისინი ვინც წერენ
და ეპოტინებიან უილიამის სიღრმეებს,პლატონის მსუყე ნადიმებს,
ჩარლზის ქილა ლუდს მისაყოლებლად,ტომას მარტოობას და
ონორეს სიცხადით სძაგთ  ხელფასი და სიმაღლე და 
თანამდებობა და ბინაც,თუნდაც სამოთახიანი-რაც
ჰოი საოცრებავ,ვფიქრობ სამოთხეში მოსახვედრად 
უკვე მყარი არგუმენტია(ასე ფიქრობენ ისინი(იდიოტები)).
და რადგან სამოთხისა ვთქვით,
გარდაცვალებისაც ვთქვათ.
გარდაიცვლებით ხორციდან მიწად.
გარდაიცვლებით ცოდვათა ბუდიდან,ბუდედ ჭიაღუათა და
მატლთა და ლეშის მჭამელთა.
გარდაიცვლებით ცოცხალი პრობლემიდან- წარსულ,ცხადია ტკბილ მოგონებად.
გარდაიცვლებით  ჰოი ყოვლადწმინდის,ერთარსების წინაშე ხოჭოს
განავლად,არადა ადამიანი გერქვა.
გარდაიცვლებით უდარდელ ნეშომპალად.
ერთ დღეს კი ჩვენს ზედ გაიშლება შროშანი და დაიწყება ისევ გარდაცვალება
მკვდარიდან ცოცხლად და ჰოი საოცრებავ-
ერთი მთელია მთელი სამყარო.
ასეთი ყოფილან ჩვენში ადამიანები,ჰოი.
ყოფილან ოპიზრები,ბესიკ ხარანაული,
შალვა რამიშვილი,იპოლიტე ხვიჩია,
ბოზი ევა,იესო,როკფელერი,მე,
სუხიშვილი,რაზიკაშვილი და სხვანი.
ასეთი ყოფილან ჩვენში ადამიანები,ჰოი.
ჰოი,საოცრებავ და ყოფილან და იქნებიან,ამიტომ
გინდა ყველი და პური ჭამე,გინდა ღორის სუკები,
გინდა უსმინე ჯენეზის ფი ორიჯს და გინდა
ლეფსს ,
გინდა იკითხე ჯადოსნური მთა ან დათო ტურაშვილი,
გინდ მილიონი გქონია და გინდ ასი,
ამით სამყაროს მარგი ქმედების კოეფიციენტი 
არ შეიცვლება.
ასეთი ყოფილა ჩვენში სამყარო,ჰოი.
ძნელია წერდე ადამიანებსა და სამყაროზე და
ფეხებზე არ გეკიდოს ისინი.
ძნელია ადამიანებზე წერდე-
წერამ თუ არ აგიტანა.
ძნელია სამყაროზე წერა-
უბრალოდ ძალიან ძნელია.
ადამიანებისთვის კი,
უფრო მარტივია იცოდედნენ გზაზე გადასვლის წესები,
კარგი საშაურმის მისამართი,
სამოცთეთრიანი ხინკალი და მსხლის ლიმონათი 
უყვარდეთ და წასულების ხსოვნა იყოს და
იას და ვარდს ეხაროს მათ საფლავებზე და
ჰოი საოცრებავ,
ასეთი ყოფილა ადამიანი და სამყარო და 
მეც გავჩენილვარ ორშაბათ საღამოს, ,,არაუშავს რას“-ა
და ,,რაღა დამრჩენია“-ს შორის, რაც ძალიან მახარებდა.
აქ კი ისევ სიტყვა გამიგრძელდა, არადა
ეს იყო  გადასარევი ამბავი,რომელსაც ზოგი
მოკლედ ჰყვება.
 
 
 
რუტინული ამბავი
 
მაღალი,წვერებიანი მწერლების კისერზე შემოხვეული
კაშნესავით უაზროდ თბილი და მომნუსხველია 
ჩვენი დღეები.
და დღის დასასრულს,
როცა კითხვისგან თვალები წითლდებიან
როგორც ისევ შენი თვალები და არაფერი სხვა,
დაწოლას არჩევ და მსუბუქი
დრამის ყურებას,რათა მალე
გათენდეს და შეივსოს წუთის წინ დაცლილი სპერმის მარაგი,
რომელსაც ყავა-სიგარეტის შემდეგ, ისევ მოზუზუნე
პროცესორის სიახლოვეს დაანთხევ და
დაელოდები იმ შორეულ,შენი თვალებივით
 წითელ ბურუსში გახვეული მომავალი დღის 
დასასრულს.
და დღის დასასრულს, მე ყოველთვის მიყვარხარ,
და აქ -,,რადგან’’ სრულიად გამოუსადეგარია,რადგან
ნება იყო და მიყვარხარ.
და დღის დასასრულს,სადაც მოთმინებაა სიყვარული
და ჭეშმარიტი სიტყვები ის,რომელებიც აზრს არ ატარებს
არამედ გრძნობას-ასე მაგალითად შორისდებულები-
,,ეჰ“ , ,,ვაჰ“, ,,ვაი“ და ა.შ., მე ვეღარ ვითმენ.
და დღის დასასრულს,როცა  ლოდინსა და მოთმინებაში
გაილია ჩემს ოთახში დანთხეული მილიონობით სიყვარული,
რომელიც მარტო,მომაკვდავი გდია და  ცახცახებს,
ვინც პირველი შემოაღებს ჩემი ოთახის კარს
მას ვეტყვი რომ-
,,და დღის დასასრულს,შენ მოხვედი ჩემთან“.
აჰა,ჩემო სიმშვიდის მშობელო,
გიხაროდეს,რამეთუ რჩეული ხარ 
ჩემს მიერ და აწ უკვე არაქალწული.
ჩვენ კი გვეგონა მუდამ თანასწორნი ვიქნებოდით,
არადა ახლა,დროის ამ მოცემულ მომენტში
ქვის სასროლი მანძილია ჩვენს შორის და
დრო იმდენი,რამდენისაც ღმერთი იქნებოდა,
თავის დროზე როკენელ ბიჭს რომ არ მოეკლა იგი.
თუ გახსოვს,შენ მითხარი სასწრაფოდ დამეწყო სამსახური,რადგან
გაზი იყო ჩაჭრილი და ჩუქი იყო ჩაჭრილი და
ჩაჭრილი იყავი შენც.
თუ გახსოვს მე  ასეთი რამე გითხარი:ნუ დამტოვებ ორშაბათს მარტო,
რადგან იძულებული გავხდები ვეღარ
დავიზარო სამსახურის ძებნა და
მოვიკუზო როგორც დოლარი და 
შემოვისხა კარიერის მწვერვალებისკენ
მფრინავი ფრთები.
არადა მინდა მთელი ორშაბათი მყარად ვიდგე მიწაზე,
ვგრძნობდე მას მთელი თავისი სიამოვნებებით,
მოვწიო ბალახი და ვწერო ლექსები 
ნეოლიბერალური პოლიტიკის კრიზისზე.
არ დამტოვო ორშაბათს მარტო,
ნუ წახვალ ! 
თუ წახვალ,მე დავრჩები ლარივით მარტო 
და მიუსაფარი და მძიმე მუშაობაში გავცვდები
ან რომელიმე მშენებარე კორპუსიდან
გადმომაგდებს ქარი დასუსტებულს.
თუ წახვალ,აუცილებლათ დავდგები სარკესთან
და როგორც ხდება ხოლმე გულისრევის შეგრძნებით
შევიკრავ პერანგს.
დარჩი! არ დამტოვო ორშაბათ დილით მარტო.
ორშაბათ დილით მხოლოდ მონები იღვიძებენ და 
ჯიბეში ხურდის ჩხრიალით ჩარბიან სართულებს.
შენ დარჩი,ნუ წახვალ,
დილით გვეძინოს და ღამით ვიმრავლოთ.
ჩავიცვათ მეორადი პალტოები,
თბილი ფეხსაცმელი და მზის მაგივრად თვალი
ლამპიონებმა მოგვჭრას.
კლუბურ ნარკოტიკში გავცვალოთ ღამის სიმშვიდე და
მშვიდი სიზმრები.
ესეც ეპოქის სულია.
და თუ მაინც წახვალ ორშაბათ დილით,
სამსახურს ვიშოვი
ფულის დათვლას დავიწყებ და ვალებისთვის გადავდებ,
წვერს ყოველ დილით გავიპარსავ,
გავხდები რაციონალური და პათეტიკით შეიარაღებული
თვალებით დავსერავ შეყვარებულ წყვილებს მეტროს ვაგონებში.
თუ მაინც წახვალ,ვიქნები წარმატებული და
თუ დარჩები გავიხარებ.
ახლა კი ვხვდები,რომ სწორედ ეგ ნაწილი მიყვარდა შენში,
რომელიც  მუდმივ,დაპირებულ წასვლად იქცა და როგორც წასვლაა
უბრალო დამატება,ასე უბრალოდ გადაიქცა ღამეები უნაყოფო
ვაით და ვუით და კვნესად და ცხოვრების რუტინულ დამატებად.
ხნავდე,თესავდე და ნაყოფს ჭრიდე ძირში ნიშნავს გადაშენებას.
მე ეს თავის დროზე ვერ გითხარი,
დავჭმუჭნე ყველა წერილი და მივხვდი,რომ 
არის შემთხვევები როცა არ ქონა უპირატესობაა.
შენ მითხარი რომ მაგიდის ქვეშ გამოსაწმენდი იყო და
ფეხები მაღლა ამეწია.
მე გითხარი-შორიდან სიყვარულიღა დაგვრჩა წერილების
მწერლებს და
დაგვრჩა მოგონება.
შენ მითხარი ფეხები ამეწია და მე გამახსენდა ხნული უნაყოფო
და მომინდა თავიდან დამეთესა.
შენ იატაკის ჯოხი არ მოისროლე და
ოფლიანი შუბლი ტუჩებზე არ შემაწმინდე,
არ შემომახევინე ვაშლებიანი კაბა და
დავრჩი უნაყოფო და სავსე თესლით.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მივხვდი,რომ
უნდა ამეღო გუდა და წავსულიყავი.
ზიზღი ავიღე,გუდაში ჩავდე ,
ზურგზე მოვიკიდე და წავედი.
მაშინ კი ვამბობდი,ღმერთო,
დამეხმარე გუდა ვაქციო კანჭებაშლილ 
ქალად და შიგ ზიზღში აღარ ვაფათურო ხელები,
არამედ ქალში.
სულის ლუკმაპურისთვის,ღმერთო დამეხმარე 
მე, ვინც მნიშვნელობას ვანიჭებ მთვარეს-სავსეს და ახალს,
ვინც შეცდომებს ხიდად ვდებ ცხოვრება-ზე სასიარულოდ და
ვინც მეტროებში ვამოწმებ მგზავრთა ფეხსაცმლის ძირებს.
მე,ვინც მტვრისგან მოვზილე სიტყვა და სული შევუბერე,
ხოლო სიტყვა იქცა ჩემს ახალ აქტად ეპოქის მიჯნაზე,როგორც
კარის თავზე აჭედებული ნალი და ამ დროს ღმერთმა მითხრა-
,,ჩაიხედე გუდაში“.
გუდა ავიღე,ხელი ჩავყავი და საკუთარი თავი ამოვიღე და
მივხვდი, ვერავინ მეყვარებოდა,რადგან მეც კი ზიზღში ვიყავი ჩაფლული.
ვუთხარი-,,შენა,ყოვლისყოვლისო თუ...გახსოვს ის დღე,დილით რომ ჩავიცვი და 
გარეთ გამოვედი?“
,,მახსოვს“.
,,მე ვიდექი მთვარესავით და ისინი მომდევდნენ შავი ღრუბლებივით,
რადგან არ გავრბოდი.შენ კი 40 დღე ქარი არ მაღირსე“.
,,ახლა ხომ აქ ხარ!’’
ზიზღიანი თავი გუდაში ჩავდე,გუდა შევკარი,მხარზე მოვიკიდე და
წავედი.
...
 ( ძველათ,როცა წვიმდა,იმედებს
კიდობანზე დააშენებდნენ ხოლმე,
ახლა,როცა  წვიმს და სევდის მარილიანი ტალღები
მყლაპავს,
მე იმედის კიდობანს შენს ტუჩებზე ვაშენებ.
ბოლო გაჩერება ყველასთვის ერთია,
სიყვარულს აფარებ თავს).
 
 
 
წესიერი ამბავი
 
წესიერების ჩემო საზღვრებო,
გაცდით ამ ოთახს,ამ სახლს,ამ უბანს გაცდით,ცოტასღა გაცდით.
გაცდით თბილისს,მის დამპალ ზღვას,
ამ ღამეს გაცდით და გაცდით ქალაქის გზებზე
დაყრილ ცხედრებს,ან მოჩვენებებს გაზაფხულზე
მკვდარი ბავშვების.
წესიერების ჩემო საზღვრებო,
გაცდით ამ ქალაქს და სხვა ქალაქშიც პარლამენტს
გაცდით.
გაცდით შარდმდენებს,რომლებსაც მხრებზე 
პოლარული ვარსკლავივით უნათებთ ჩინი.
გაცდით გეტოებს,მკვდარ ბეღურებს,რომელთაც 
აკენკეს კუთხეში მიგდებული ბიო ნარკოტიკი,რადგან
ამ ზამთარს პურის ნამცეცებს მათ არავინ უყრის.
გაცდით მეზობლის ცოლის ლუჯ თვალებს და
მის უწვრილეს  კოჭებს და ხალებით მოჭედილ მკერდს და
ზედვე დაყრილ შავ თმათა წვიმას.
გაცდით წინაპართაგან დარჩენილ ცურცლიან ჩურჩხელას და
მტვრიან შოთას.
გაცდით ამრეზით,გაერიდეთ წმინდა ილია მართალს და
გზაში წასაკითხათ გაიყოლეთ მგზავრის წერილი,არგუმენტებით,
თუ რატომ ვართ ბედნიერები.
მე დიდხანს გაცდით.
წესიერების ჩემო საზღვრებო,გაფართოვდით როგორც კოსმოსი და
ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრი.
წესიერების ჩემო საზღვრებო,
თქვენ უსაზღვრო ხართ,
მიუდგომელი,მიუწვდომელი,
იფრინეთ მშვიდად.
საზღვრებო ჩემო,თოფს გიმიზნებენ?-იფრინეთ მშვიდად.
საზღვრებო ჩემო,თუ ჩამოგაგდეს და წრედ შეგრკეს და
შიგ ჩამკეტეს-აფრინდით მშვიდად.
წესიერების ჩემო საზღვრებო,
არ გაქვთ საზღვრები,გაცდით ამ მხარეს,
იალბუზებს,ბოზებს,უმრავლესობას პარლამენტში და
ქუჩაში გაცდით,იფრინეთ,
და თუ შემთხვევით საზღვარს გადაკვეთთ სხვისას,
ხატს მხოლოდ სარკეში ნახავთ მტრისას
წესით და რიგით(და რადგან რიგი არ ვიცით)
ან უბრალოდ წესით, უნდა ვჭმუჭნიდე  ჩემი გოგოს  
ფერმიმკრთალ მხრებს,
ყოველ დილით ვაცმევდე ჩემი ხელითვე გახდილ უმანკოებას
და გახდასა და ჩაცმას შორის იყოს ამბორი,ანუ ფიცი 
სამუდამო ერთგულებისა და მანკიერი უმანკოებისა.
ამბორი,როგორც ორალური პერფორმანსი ამორალურ 
სივრცეში,სადაც ყველა მორალურია.
ამ დროს კი მამაჩემის მთვრალი ძმაკაცები მლოკავენ და
მეც ფუნდამენტურ-ტრადიციულ ნოტებთან საკუთარი
პროტესტის მანიფესტაციისთვის ხმამაღლა ვამბობ,რომ
მინდა მარცხენა ყურზე საყურე მქონდეს.
ამ დროს მე,ვინც ტრაკს ჩემი მშობლების ნაყიდი ტუალეტის
უხარისხო ქაღალდით ვიწმენდ, ლექსებს ვწერ და
ყლეზე მკიდია საუნივერსიტეტო ცხოვრება და საგანთა
განრიგი.
ასეთია ცხოვრება,ამერიკული ოცნება ამერიკაშიც მოკვდა.
ოცნებების დრო წავიდა.
 არ გაუმარჯოს არც ქართულ ოცნებას,რომელმაც დროსთან
კავშირი დაკარგა და რომელიღაც მთვრალი კაცის დიდ მუცელში
ჩაიღვარა.
წესით და რიდით უნდა ვეპყრობოდე დედაჩემის ნაყიდ ჯვარს,
რომელიც თავისი ხელით ჩამომკიდა კისერზე ტონა აგურივით.
ჩემო არაფხიზელო,ჩემო სანატრელო,ჩემო დიდებულო მეგობარო-
შენი დედა მოვტყან და შენს დედას შევეცი.
თვითირონია მოძველებული ხერხია ინტელექტუალური
ინტელიგენციის გაცურებისთვის.
ახლა პირიქით,დიადების დრო მოდის.
ვინც ყვირის და იჭაჭება,
ვისაც ფემინიზმი გულზე ამოკემსილი დააქვს
პირველი სიყვარულის პირველი ასოსავით.
ახლა სკეპტიკოსების დრო მოდის და ვალერისაც რომ
დავესესხოთ დროა სკეპტიკოსი.
ჩემო არაფხიზელო,ჩემო სანატრელო,ჩემო დიდებულო მეგობარო-
ჯოგად დადიოდი და მონა იყავი,მეფე გყავდა და მონა იყავი,
ჯოგად დადიოდი მცირე წესრიგით და მონა იყავი,
მონა ხარ და მონა იქნები მარად.
რიღასთვის წვალობ?!
იქნებ სჯობდეს გოგონებს ეთამაშო ძუძუს კირტებზე და
ორგანული სითხეების ქიმიური შესწავლა დაიწყო.
შუა და არა თითები ეწებებოდეს ერთმანეთს და სრულ 
ფრუსტრაციას სამთითგაშლილი ეგებებოდე.
ჩემო არაფხიზელო,ჩემო სანატრელო,ჩემო დიდებულო მეგობარო-
რადგან მონა ხარ და გამოსავალი ერთია გათავისუფლდე, მე გიკრძალავ
თავისუფლებას.
თავზე დაგატყდეს წნეხი პოლიტიკური,რელიგიური,
იმპერიალისტური და მოგეტყნას დედა.
მე უბრალოდ, ჩემს გოგოს ვეფერებოდი ხოლმე მხრებზე და
საყურე მინდოდა ყურზე,შემდეგ კი ლექსის წერა
დავიწყე და ამბიციაც გამიჩნდა გავმხდარიყავი
არაფხიზელი,სანატრელი და დიდებული და
სწორედ ამიტომ,
ჩემო არაფხიზელო,ჩემო სანატრელო,ჩემო დიდებულო მეგობარო,
მოკვდი ჩუმად,ისე რომ დედის გარდა აღარავის ახსოვდეს შენი არსებობის
შესახებ.
მოკვდი ჩუმად,ისე რომ 40 დღე იქცეს შენს უკვდავებად და
მოკვდი მშვიდად,თბილ ლოგინში,როგორც კვდებიან ნორმალურები,რადგან
ყველა ოცნება ოდესმე კვდება.
ბოლო ამბავი
 
რომელმა შექმნა სამყარო?!
ადრე ღმერთი გამოაჩენდა გამოსაჩენს,
ახლა შენზეა რას დაინახავ,
ვის აირჩევ.
თითოზე თითო თევზი და პური მოდის და
მაინც დადის ქალაქში:
ფაჩრიანი და უფაჩრო,
ის, ვინც ეფერება მკერდს ურძეოს და ნერწყვით ასველებს
და ვინც ძროხის ცვრიან ჯიქანს  ეფერება საღამოობით
და ურძეობაზე დამწუხრებული მიწას აფურთხებს.
რომელმა შექმნა სამყარო?!
ვინც იხდის, ყიდულობს პორტრეტს,
ვინც ვერა,გაზს ჩაუჭრიან და სიცივით სულგაყინულს
წმინდანად შერაცხავენ და გამოკიდებენ ტაძრის
კედლებზე,რომ პორტრეტების მფლობელებმა ცოდვები მოინანიონ.
რომელმა შექმნა სამყარო?!
უნდა ეცადო არ შეიქმნა სოციალური მოლოდინისგან,
ისე არაფერი  კლავს ჩვენში პიროვნებას, როგორც 
იმის აუცილებლობა რომ მოლოდინები 
გაამართლო,
ხოლო ვინც მოლოდინების მაგივრად ადამიანებს 
ამართლებს,თავად ხდება
გაუმართლებელი.
დღეს იყო თუ გუშინ,
მივხვდი რომ თურმე გრძნობებსა და მოვლენებში
ვმეორდებით.
დღეს იყო თუ გუშინ,
სკამზე დააჭედეს რამდენიმე და
სახეში ანერწყვებდნენ.
შორს,კილომეტრზე ვხედავდი ფართოდ დაღებულ პირებს,
ანკესზე წამოცმულ ფერად ენებს
ლურსმნებით დაჭედებული თვალებიდან და
ამ შემზარავ ხმას ვუყურებდი შორს,კილომეტრზე.
რაღა დარჩენიათ მინერწყვებულთა ახლობლებს?!
-აიღონ სკამი,კისერზე დაიკიდონ და დაიწყოს სკამოსნული
ლაშქრობები მიმნერწყვებელთა წინააღმდეგ.
სინამდვილეში
რევოლუცია სახლშია, წევს და ბალიშზე ტირის,რადგან
მიატოვეს.
რევოლუცია ტუალეტში იკეტება და ხელებს ისერავს
ჟანგიანი მაკრატლით.
რევოლუციას მამა მოუკვდა.
რევოლუციამ მალე გაათავა და ახლა პირაღმა სძინავს.
რევოლუციას ღრმად აქვს პირში სირი ჩათხრილი და
ხროტინებს.
რევოლუციას ჯერ სულ პატარა ჭუჭუ აქვს და
არ უდგება.
რევოლუცია გრძნობებისგან დაიცლება და განთიადზე 
დაიწყებს ფიქრს როდის გამოვიდეს სახლიდან.
მანამდე კი ორიოდე ხმა შეუთვლის სალამს
ფართო სკამებში ჩასვენებულებს. 
მანამდე ორიოდე ხმა 
ყვირის პლაკატურად,
რომ პოეზია უნდა იქცეს ვაქცინათ
იმ ვენერიული ინფექციის მატარებლებისთვის,
რომლებიც სახელმწიფოსთან იყვნენ.
ადრე პოეზია და მისთანები ფრთოსანი იყო,
რუსის ბომბივით აპობდა ადამიანებს,
ახლა კი გლობალურად თბილი ქარივით 
უჩუმრად უნდა შეიპაროს სისხლში,სახლებში,
შპალერაცლილ აგურეებიან სახლებში და
შემდეგ აყვირდეს,როგორც
ერთ დროს მოგუდული ორგაზმები,რომლებმაც 
სამარშუტო ტაქსებში დაგროვილი ყავისფერი
ჰაერი შეაზანზარა.
ქალაქში დაცემული ანგელოზები ფსალმუნს გალობენ:
,,მომწოვე,
როცა ნაკლები ვარ ვიდრე მშენებარე კორპუსები და 
უიმედო სახეები მშენებლობებზე.
მომწოვე,
როცა გეტოებში აჭრიალებს ქარი რკინის ავტოფარეხებს.
მომწოვე,
როცა ღამით დაფრინავენ პოლიეთილენის შავი აჩრდილები.
მომწოვე,
რადგან დასრულდა ზღაპარი და მესამე დღეს იქნება
მოკლულის მხოლოდ დასაფლავება.
მომწოვე,
რადგან მარტო ვარ და ქიმიურად დოზაზე მეტი.
მომწოვე,
რადგან ცას ვხედავ და მიწაზე ვფორთხავ.“
ისინი ფიქრობენ...
საოცარია...
ფიქრობენ მტერია ის ვინც იცმევს ლაკონურად,
ვინც მაგნიტისთვის უფრო მიმზიდველია.
ამიტომ იძულებული ხარ თავი დაიმშვიდო და ელოდო.
მუდმივი მხოლოდ ცვალებადობაა,ასე რომ
გახარდებეს ენასთან თამაში,თუნდაც ბავშვური.
გახარებდეს ღმერთის არსებობის ჰიპოთეზა და
ჰიპოთეზა,რომ ის არ არსებობს.
გახარებდეს სახარება,რადგან
პოლიტიკური დაპირებები კარგ ცხოვრებაზე,
რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატი სკანდირებდა
უამრავჯერ გადაწერეს,თარგმნეს და ჩვენამდეც მოვიდა.
გახარებდეს,რომ ამდენი რამე გახარებს,
გახარებდეს გახარება,რადგან
როგორც დაბარებულია იბერია გაიხარებს.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული