წერილი ჩარლი ჩაპლინს





პროზა

წერილი ჩარლი ჩაპლინს




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
ჩვენო ძვირფასო მეგობარო ჩარლზ:
 
სასიყვარულო წერილი შენთვის. ჩვენ ვართ ერთი ბედნიერი პოეტი და ერთი უბედური პოეტი ინდოეთში რაც 2 პოეტს უდრის. გვინდა ჩამოვიდეთ და გესტუმროთ როცა ინდოეთში მოვრჩებით და ფეხებში შეგიღიტინოთ. ჰო და კიდევ მეფე ნიუ იორკში მაგარი ფილმია,—როგორც ვხვდები სადღაც 10 წელი დაჭირდება სანამ სასაცილოდ გამოჩნდება გადმოსახედიდან. ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ გვესიზმრება რო გხვდებით.
მიდი კიდე გადაიღე რამე ფილმი და მოტყანი ყველა. თუ გადაიღებ შეილება ჩვენ მასოვკაში ვიყოთ? ჩვენ ვიქნებით შენი უფასო ნაშები.
გვინდა განეშაზე მოგიყვეთ. სპილოსსახიანი ღმერთია რომელსაც სასაცილო სქელი მუცელი აქვს ადამიანის ტანი. ინდოეთში ყველას მაგის ფოტო უკიდია სახლში. მასზე ფიქრს ბედნიერი სიბრძნე მოაქვს წარმატება რომელსაც იძლევა როცა თავის ტკბილეულს შეჭამს. ის არც არსებობს არც არ არსებობს. ამიტომ ნებისმიერი დემონის დამარცხება შეუძლია. ის თაგვზე შემომჯდარი მოძრაობს.და 4 ხელი აქვს. მისი სახელით ვადღეგრძელებთ შენს კომედიას.
         თუ აცნობიერებ რამდენჯერ გვიყურებია შენი ფილმებისთვის ნიუარკში და სიბნელეში გვიტირია ვარდებზე. თუ აცნობიერებ რამდენ ზაფხულს ვმჯდარვართ ქონი აილენდის ღია ცის ქვეშა კინოთეატრში და გვიყურებია აბაჟურად გადაცმული შენთვის მარადისობის უხეშ ქვედა სართულებზე. შენ ჩვენი მკვდარი დედებიც კი გააცინე. ასე რომ, გახსოვდეს ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ველოდებით შენს შემდეგ ნაბიჯს და სამყარო ჯერაც შენ შემდეგ ნაბიჯზეა დამოკიდებული.
     კიდევ რა გითხრათ სანამ ყველანი მოვკვდებით? რა მშვენიერი იქნებოდა რასაც ვგრძნობთ ყველაფრის თქმა რომ შეგვეძლოს. აქამდე რატო არასდროს გვიქნია ეს? ეტყობა სამყარო იმხელა გვეჩვენება, რთულია ზუსტი მომენტის პოვნა, რო დაივიწყო მთელი ეს მძღნერი და ხელი დაუქნიო ვინმეს დედამიწის მეორე ბოლოდან. მარა ნამდვილად მილიონები გიქნევენ ხელს მდუმარედ ფანჯრებიდან და ქუჩებიდან და კინოებიდან. ამ დროს თავად ცხოვრება უქნევს თავის თავს ხელს.
               მაიკლს უთხარი იმანაც წაიკითხოს ჩვენი ლექსები თუ ოდესმე მოაღწევენ შენამდე. კიდევ ერთხელ ვამბობთ შენ ის ღუტუნ-შეხება გაქვს რომელიც მაგრა მოგვწონს-გვიყვარს.
                                                                                                გვეყო? მოვკლათ თემა? არა, ჯერ კიდე ბევრი ადგილი დაგვრჩა ფურცელზე—ჯერ კიდე გამოსაცლელია ჩვენი გულები. ლუი ფერდინან სელინი წაგიკითხავს?—ინგლისურად ნათარგმნია ფრანგულიდან—სელინი ჟოლებს არწყევს. ყველაზე ჩაპლინურ პროზას წერდა მთელ ევროპაში და მწარე ბოროტი სევდიანი მახინჯი მარადიული კომიკური სული აქვს, ისეთი რო აგატირებს.
           რა მაგარი ფილმი გამოგივიდოდა ატომურ ბომბზე!
           სინოფს:
ფეთხუმი ბებერი ჭაღარა კარისკაცი რომელიც საჰაერო თავდასხმის სახვრეტლის ინსტრუქციებს ვერ იგებს და გართულია საკუთარი წყალწაღებული საქმეებით სარდაფში სანამ ცაში უშველებელი საერთაშორისო საჰაერო დაბომბვა მიმდინარეობს, სასწრაფოები, სირენები, კრემლის აჯანყებები, მფრინავი რაკეტები, მყვირალა რადიოები, დედამიწის ნგრევა. მეორე დღეს გამოდის, გაძვრება ადამიანთა სხეულებისგან დახვავებულ იმფაიერ სთეით ბილდინგში და დანარჩენი ფილმი, მთელი საათი კარისკაცი მარტოა ეკრანზე და თავს აჩვენებს ვითომ გარშემო არავის ზრდილობიანად ექცეოდეს, ბარში ლუდს სვამს უხილავ ბიჭებთან ერთად, კითხულობს გასული წლის გაზეთებს, და ბოლოს გამოცარიელებული მზერით უყურებს კამერას მარადიული ხნიერი ჩაპლინისსახა ცარიელი, აღტაცებული მზერით ჩაჰყურებს მარტოობის ღმერთის თვალებს.
 
                                                                         ესაა თქვენი ბოლო განცხადება სერ ჩაპლინ, სამყაროს იხსნით თუ მას გააკეთებთ—მაგრამ ეს შენი ბოლო მზერა ისეთი ლამაზი უნდა იყოს რო არ ქონდეს მნიშვნელობა სამყარო გადარჩება თუ არა.
კაი მგონი შეგვიძლია ამით მოვრჩეთ. ბოდიში თუ ეს ყველაფერი ისედაც იცოდი.
კაი
 
სიყვარულით & ყვავილებით
პიტერ ორლოვსკი, ალენ გინსბერგი
 
1961, ბომბეი
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.