• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ენა

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 26 მარტი, 2019 2860
ენა თავსდება ყველგან
სადაც მის მოთავსებას მოინდომებ
ის შეგიძლია სიტყვების ქვეშ ამოდო
ის შეიძლება კრთებოდეს მეტროს ლიანდაგზე
ის შეიძლება გრამატიკაშიც გადაიჭრას
და შეცვალოს მისი სტრუქტურა
მას შეუძლია შეგცვალოს შენც
მას შეუძლია ყურებზე საქარე მინები დაგამაგროს
და ყურებთ დაიწყო ხმების დანახვა
მასთან შეგიძლია მარტო დარჩე
როცა შენი მეგობარი პოეტები
დაპატარავებს და დაქუცმაცებას დაგიწყებენ
და როცა შენს მეგობარ პოეტებს
სიტყვების ნაცვლად, პირიდან მტვერს გადააყრი,
მტვერს, რომელიც მშრალია და როყიო
მტვერი ნერწყვის გარეშე - 
ასე არ იქცევიან ისინი,
ვინც კარგად იცნობენ მიწას
მათ იციან,  სისველე აუცილებელია
მაგრამ შენ ენა მოათავსე ყველგან
სადაც მისი მოთავსება გინდოდა
და პირში ნერწყვი აღარ გიგუბდება
არადა, როგორ გინდოდა
მათთვის ნერწყვში მტვერი ამოგეგლისა
როგორ თაფლი თბილ რძეში
 მიგერთმია და  შექცეოდით მეტაენას
 
* ენა თავსდება ყველგან, 
მან შეიძლება შეგცვალოს შენც
და მთელი შენი ენობრივი სამყარო ამოაბრუნოს
ეს შეუძლია მას,
არ იცოდი
ნუთუ?
როგორ შეიძლება, ამდენ ხანს, ეს მარტივი რამ არ გცოდნოდა?
იქნებ არცოდნას აბრალებ მომხდარს?
 
* ეს მისი პერანგის სუნია
მთელ ქალაქში ვიცნობ ჩემი მეგობრის პერანგის სუნს
ყველა ოფლისგან დამძიმებულ პერანგში გამოვარჩევ 
ეს ნამდვილად მისი პერანგის სუნია
ის სადღაც ახლოს, 
საყვარელ ქალთან ერთად ქარებს მიაპობს
 
*ცხვირზე ხელს ვიჭერ, 
ვხტები გვირაბში
საკანალიზაციო მილში
მაღალი ძაბვის სადენზე
ელექტრო შოკით ვიგრეხ კისერს
 
* მშვიდად ვარ,
ენა თავსდება ყველგან სადაც მის მოთავსებას მოვინდომებ
მას შეუძლია შეცვალოს ჩემი  მგრძნობელობითი სისტემა
მას შეუძლია მართოს, არეგულიროს, მოახდინოს დისტანცირება
მასთან შესაძლოა მარტო დარჩენა,
 მოდუნება
 თავის დაკარგვა
 
ის აკონტროლებს ყველაფერს
 
როგორც სათვალთვალო კამერა
 
როგორც მესამე თვალი
საფრთხეს ათი კილომეტრის რადიუსში გაანდგურებს
და მშვიდად განარძნობს მოთავსებას და განთავსებას
ახალ ენებსა და ხესაწყოებში.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული