• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მორგი

×
gb
ავტორის გვერდი გოტფრიდ ბენი 28 მაისი, 2019 2602
თარგმნა მარიამ შუბლაძემ
 
პატარა ასტრა
 
ჩაძირული ლუდის გადამზიდი მაგიდაზე ამოზიდეს.
ვიღაცას მისთვის კბილებს შორის მუქღიაიისფერი ასტრა გაეჩხირა.
როცა მას 
მკერდიდან
კანქცეშ
გრძელი დანით ენასა და 
ღრძილს ვაჭრიდი,
მგონი ხელი ყვავილს გავკარი, რადგან ის
გაცურდა იქვე, ტვინისკენ.
შიგ ჩავაყოლე
ნაფოტებსა და ბამბებს,
როცა მუცელს ვუკერავდი;
მიდი, დალიე სულ ბოლომდე შენი ვაზიდან!
სიმშვიდეში განისვენე
პატარა ასტრა! 
 
 
 
 
 
მშვენიერი ახალგაზრდობა
 
დაკორტნილს ჰგავდა გოგონას პირი, დიდხანს რომ
იწვა ლერწმებში.
როცა მას მკერდი გადაუხსნეს, დაინახეს დახვრეტილი საყლაპავი,
ბოლოს კი, დიაფრაგმის ქვემოთ, გადაფარებულში,
ახალგაზრდა ვირთხების ბუდეს მიაგნეს.
პატარა დაიკო მომკვდარიყო,
დანარჩენები ღვიძლითა და თირკმელებით იკვებებოდნენ,
ცივ სისხლს სვამდნენ და ასე 
გაყავდათ მშვენიერი ახალგაზრდობა, 
ასე სწრაფი და მშვენიერი იყო სიკვდილიც:
ყველას ერთად ვიღაცამ წყალში გადაუძახა.
ო, როგორ წკმუტუნს გაიგონებდით მათი პატარა ცხვირ-პირებიდან!
 
 
 
 
 
ცირკულაცია
 
ოქროს პლომბში ჩასმულიყო,
ამოუცნობი, მკვდარი მეძავის, ეული კბილი.
დრომოჭმულები იყვნენ სხვები, 
როგორც საიდუმლო პაემნები.
ის ერთი კბილი სანიტარმა დაისაკუთრა,
ამოგლიჯა და საცეკვაოდ გაეშურა.
რადგან - თქვა მან - 
მხოლოდ მიწას აქვს უფლება კვლავ მიწად იქცეს.
 
 
 
 
 
ზანგის პატარძალი
 
შემდეგი, მუქსისხლიან ბალიშზე დაწოლილი
თეთრი ქალის, თეთრი კისერი.
მზე მძვინვარებდა მის თმაში
და ულოკავდა მას მბზინავ ბარძაყს
და იჩოქებდა ჯერაც უმანკო და უნაყოფო, 
მოყავისფრო მკერდის წინაშე.
ზანგი მის გვერდით: ცხენის ჩლიქისგან
თვალებ და შუბლ გაყვლეფილი: მისი ბინძური
მარცხენა ფეხის ორი ფრჩხლით ბურღავდა ქალის თეთრ პატარა ყურს.
მაგრამ ის იწვა და ეძინა პატარძალივით:
თავისი პირველი ბედნიერი სიყვარულის კალთაზე
და როგორც წინათ, ხშირი ცათფრენა
ახალგაზრდა თბილი სისხლების.
სანამ მას
დანა თეთრ ყელში ჩასცეს
და იისფერი წინსაფარი მკვდარი სისხლიდან
მის ბარძაყებზე გადმოიღვარა.
 
 
 
 
 
რეკვიემი
 
წყვილად მაგიდაზე, კაცი და ქალი,
ჯვარედინად. შიშვლები, ახლოს, მაგრამ მაინც უმტკივნეულოდ.
გადახსნილი მკერდი და ახდილი თავის ქალა.
სხეულები შობენ უკანასკელად. 
 
სამივე თასი შევსებულია - ტვინით თესლამდე.
ღვთის ტაძარი, ეშმაკის თავლა
და მკერდი მკერდზე, სათლის ფსკერზე,
დასცინიან გოლგოთას და დაცემას.
 
სხვები კუბოში. ხმამაღალი ახალშობილნი:
კაცის ფეხები, ბავშვის მკერდი და ქალის თმა.
ვნახე ერთხელ, როგორ მრუშობდნენ, იქ რაღაც იწვა, 
ჰგავდა ახალ გამოყვანილს დედის საშოდან.
 
 
 
 
 
კაცი და ქალი გაივლიან კიბოს ბარაკებს
 
კაცი:
ამ რიგში გახრწნილი საშოებია,
ამ რიგში გახრწნილი მკერდი.
საწოლი ყარს საწოლის სუნით. მედდები ერთმანეთს საათობრივად ენაცვლებიან.
 
მოდი, მშიდად გადახადე.
შეხედე, ცხიმის ნაჭრებს და დამპალ წვენებს
საამური იყო ერთ დროს ვიღაც კაცისთვის
და არქმევდა მას სიგიჟეს და თავს შინ გრძნობდა –
 
მოდი, ნახე ნაიარევი მკერდზე.
გრძნობ ვარდის გვირგვინს რბილი კვანძების?
წყნარად შეიგრძენი.  რბილია ხორცი და მას არ სტკივა. –
 
იმდენი სისხლი სდის, თითქოს ოცდაათი სხეულიდან მოედინება.
არავის აქვს ამდენი სისხლი. – 
აქ ამას კვეთენ
ჯერ კიდევ ბავშვს გაკირჩხიბებული კვირტებით. –
 
აძინებენ. დღე და ღამე. -  ახლებს
ეტყვიან: აქ ჯანსაღად იძინებთ. - მხოლოდ კვირადღეს
მნახველებისთვის უნდა აფხიზლონ. –
 
მათი საჭმელი უფრო მეტად ნარჩენებია,
მათი ზურგები 
წყლულოვანი, ხედავ
ბუზებს. ზოგჯერ
ბანს ხოლმე მას მედდა, ისე როგორც მერხებს წმენდენ. 
 
აქ იზრდება მიწის ნაჭერი ყოველ საწოლთან.
ხორცი მიწას უთანაბრდება. ნაკვერჩხალი გამოიწვება.
წვენი მზადაა, რომ იდინოს. მიწა იძახის.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული