• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სოფლის ბაზრობა

×
ავტორის გვერდი ჩარლზ სიმიკი 00 , 0000 1781
მთარგმნელი: პაატა შამუგია
 
თქვენ ბევრი რამ დაგიკარგავთ,
თუ არ გინახავთ ექვსფეხა ძაღლი;
მე კი მომეცა ასეთი შანსი:
ის, როგორც წესი, კუთხეში იწვა 
 
მისი ზედმეტი თათები
ადრეც იქცევდა ყურადღებას
მაგრამ ხალხი სხვა რამეს ფიქრობდა,
ვთქვათ, იმას, თუ როგორ ცივა ამ ბნელ ღამეში
იარმორკაზე ღია ცის ქვეშ. 
 
შემდეგ პატრონმა ჯოხი გადააგდო,
ძაღლი მისკენ ოთხი ფეხით გაიქცა,
ორს კი უკან მიითრევდა;
ვიღაც გოგონამ გულისწამღებად გაიცინა 
 
ის გოგონა მთვრალი იყო
და კაციც _ ასევე მთვრალი
ძაღლმა აიღო ჯოხი და ჩვენ შემოგვხედა
და ამით დამთავრდა წარმოდგენა. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული