აეროპორტში მწერალი შეასახლეს





news

აეროპორტში მწერალი შეასახლეს




ლონდონის აეროპორტ ჰიტროუს ტერმინალში დაასახლეს ლიტერატორი, ფილოსოფოსი და ტელეწამყვანი ალენ დე ბოტონი. იგი ერთი კვირა იცხოვრებს იქ და ამის შესახებ წიგნს დაწერს.

დე ბეტონისთვის აღჭურვეს სპეციალური კაბინეტი, ჰიტროუს ახალ, მეხუთე ტერმინალში. ლიტერატორი, რომელიც ცნობილია წიგნით „როგორ შეუძლია პრუსტს შეცვალოს თქვენი ცხოვრება“ (How Proust Can Change Your Life) მიიღებს საშვს ტერმინალის ყველა ზონაში.

„აეროპორტის ცხოვრება ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. თუ თქვენ უცხოპლანეტელს გინდათ უჩვენოთ დედამიწის ცივილიზაცია, ყველაფერი ცუდი და კარგი, თავმოყრილი ერთ ადგილას, წაიყვანეთ ის აეროპორტში“ - ასეთი კომენტარი გაუკეთა პროექტს დე ბოტონმა.

ჰიტროუს მეხუთე ტერმინალი 2008 წლის მარტში გაიხსნა და მაშინვე უსიამოვნებაში გაეხვია - საბარგო სისტემაში ხარვეზმა გამოიწვია ასობით რეისის ჩაშლა. თუმცა ჰიტროუს ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ დე ბოტონის მუშაობაში არ ჩაერევა.

წიგნი „ერთი კვირა აეროპორტში: ჰიტროუს დღიური“ (A week at the airport: A Heathrow Diary) გაყიდვაში უკვე სექტემბერში უნდა ჩაეშვას. პირველ 10 000 ეკზემპლიარს უფასოდ დაურიგებენ ჰიტროუს პასაჟირებს. 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.