• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

2012

×
ავტორის გვერდი ჯეი ვერძი 00 , 0000 1674

2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწას მეტეორიტი დაეჯახა. ერთი შეხედვით დიდი ტრაგედია, სინამდვილეში ნამდვილი დღესასწაული იყო, თუმცა ამის შესახებ კაცობრიობამ ჯერ არ იცოდა. 

მეტეორი, რომელიც შეორეული გალაქტიკური მძღნერის გროვა იყო და რომელიც მილიონობით სინათლის წელიწადი ღია სივრცეში მოგზაურობდა შესაფერისი მიზნის ძებნაში, პირდაპირ ორ ზღვას შუა დაეცა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დიდი ორმო (”იამკა”) გაჩნდა. 
მთელი მსოფლიო შოკირებული იყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა ჩემი სახით. ამიტომ როგორც ქვეყნის სამართალ მემკვიდრეს ორმო და გაეროს გენერალური მდივანის სამძიმარი გადმომცეს. საგარეო ვალების გასტუმრების შემდეგ რამდენიმე მილიონი და ბადენ-ბადენის აგარაკი დამრჩა. როგორც ნამდვილმა ქართველმა, მაშინვე რაციონალურად აზროვნება დავიწყე და ფულის ფლანგვას მისი დაბანდება ვარჩიე. 
რამდენიმე თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ახალი ატრაქციონი მზად იყო. ორმოს კიდეებზე დამონტაჟებული ”Overlook-ები” და “Observation Deck-ები” ტურისტებს ვერ იტევდა. ატრაქციონის შესავლელთან დიდი აბრა ეკიდა - ”მოდით და იხილეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი უფსკრული.” ამ აბრას ვუცქერდი და თან ვფიქრობდი, ”რა საკრალური სლოგანია.” ტურიზმი ყვაოდა საქართველოში, მაგრამ საქართველო ამას ვერ მოესწრო. 
ერთ დღესაც როდესაც სამშობლოს გავცქეროდი და აწ უკვე ყოფილი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკიდან წამოსულ ნიავს ხარბად ვისუნთქავდი, გვერდზე უცხოელი წყვილი ამომიდგა. თავისთვის წყნარად საუბრობდნენ იმ ვერჩადებულ ინვსტიციებზე რომელის იმედად მთელი ერი იყო ოდესღაც. ჩემთან ახლოს მდგომმა სინანულით თავი გააქნია, სიგარეტს ნაფაზი დაარტყა და ბიჩოკი პირდაპირ ”სამშობლოს” შუაგულში გადაუშვა, ზედ კი გვარიანი ნახველი მიაყოლა. თვალი გავაყოლე ამ უცხოურ კაპიტალს და დავინახე, რომ ზუსტად იმ ადგილას დავარდა სადაც ოდესღაც იუნკერთა საფლავები იყო. 
”კიდევ კარგი, ქართველი ერი არ უყურებს ამას.” - გავიფიქრე მე და შვებით ამოვისუნთქე.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული