გიიომ აპოლინერის სიკვდილი





პოეზია

გიიომ აპოლინერის სიკვდილი




მთარგმნელი: დათო ბარბაქაძე

 

ჩვენ არაფერი ვიცით

ჩვენ არაფერი ვიცოდით სიკვდილის შესახებ

ღრმა ნაოჭებს თხრის ჩვენს კუნთებში

გამყინავი სიცივის ჟამი

ის გამარჯვებით აღტაცებას აირჩევდა

განბრძნობილ გლოვის სიჩუმეში ჩვენ ხაფანგში გამომწყვდეულებს

ძალა არა გვაქვს ღალატისა

თოვლს რომ მიწიდან ეთოვა და

მზე რომ ღამით ამოსულიყო

რათა გავეთბეთ

ხეებს ვარჯებით თავდახრილებს რომ ეკეკლუცათ

- გაბმული მოთქმა -

ფრინველებს რომ კაცთა გვერდით დაედოთ ბინა

და ჩვენს თავს ზემოთ წყნარი ტბისთვის მზერა მიეპყროთ

 

ჩვენ შევძლებდით ამის გაგებას

 

ხოლო სიკვდილი იქნებოდა საამო და ხანიერი მოგზაურობა

ხორცის უვადო შვებულება ფორმათა და ძვალთა ჯარიდან


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.