• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ბაბუს გადაეკეტა

×
ავტორის გვერდი მიშა ბახსოლიანი 00 , 0000 2120

ბაბუ და მეზობლის ბიჭები 

_გიო? 
_ო. 
_რა გჭირს ბრატ? 
_მშია. 
_თუ გცემეს? 
_ჯერ მშია. 
_მერე? 
_მაჭმევ რამეს? 
_რა გინდა? 
_ფაფა, კბილები აღარ მაქვს. 
_რატო ტო, გცემეს? 
_ხო. 
_ვიცნობ? 
_კი. 
_ვინ იყო? 
_ემზარი? 
_დათოს პაპა? 
_ხო. 
_ვახ ჩემი. რას გერჩოდა? 
_რავი პროსტა. 
_წამო, წამო. აქვე საფაფეში შევიდეთ და თან მომიყევი. 
_რა მოგიყვე. რა მასტიცაა არ იცი? დილით დამირეკა,_ ჩამო შენთან რაღაც საქმე მაქვსო. 
_აუ და შენც დაუჯერე, არა? 
_ხო რა ვიცი, ბიჭო, ძმაკაცის ბაბუა თუ რამეს გამიჩალიჩებდა რას ვიფიქრებდი. ჩამოვედი და ეგრევე დამიშვა. 
_ეგრევე? 
_ეგრევე რა. ჯერ ცოტა მაგინა. 
_მერე? 
_მე გამიტყდა, უფროს კაცს ხელი როგორ დავარტყა-მეთქი და ერთი პანჩური ამოვარტყი მარტო. იმან კიდევ: _ვის უბედავ შე სირისტიანოო და დამიშვა და დამიშვა. ხან ტროსტი მირტყა, ხან პროტეზი. ნახევარი საათი მუხლებიდან თავი არ ამომიწევია. რაც მაყუთი მქონდა ამახია და სადღაც წავიდა. 
_გიჟია რა ეგ ჩემისა, წამო ვჭამოთ და დათოსაც გადავურეკავ, ცოტა დააწყნაროს ეგ კვერცხი 

ბაბუ მარკეტში 

_ვაშლი გაქვთ? 
_დიახ, რომელი გნებავთ? 
_ყვითლები ამირჩიეთ, მწიფე. მწვანე პლასტმასები არ მინდა 
_ესენი მოგწონთ? 
_მომეცით, ოღონდ ერთი ჭიანიც რომ შემომაპაროთ, დავბრუნდები და ტრაკში გაგიკეთებთ სათითაოდ ყველას. 
_უკაცრავად? 
_დროზე, ქალო, შენთან სალაყბოდ არ მცალია! 
_აი ინებეთ. 


ბაბუ გაჩერებაზე 

_ბაბუ, გამაშვებინე რა ზარი. 
_ზარი რომ გამაშვებინეს, იმიტომ მაქვს ეს ტელეფონი. წადი ბიძიკო, სანამ ორი ტელეფონით დამიწყია სიარული. 


ბაბუ ტაქსში 

_ნელა იარე ბიჭო მოგსდევს ვინმე? მე არსად მეჩქარება. 
_მე მეჩქარება, ბიძაჩემო, მეორე გამოძახებაზეც უნდა მივიდე. 
_ნელა იარე-მეთქი სანამ გადამკეტვია და გადამისვრიხარ უკანა სიდენიაზე. 
_რაა? 
_რა კი არა დააგდე სიჩქარე სანამ დაგაგდე პედლებთან, შე ნაბოზვარო. 

ორი წუთის შემდეგ: 
_ა, ახლა სულ კი ნუ მოკვდები. ცოტა დროზე ბიჭო. ის კი არ მითქვამს თხუთმეტით იარეთქო. ვინც შენ პრავა მოგცა და რულზე დაგსვა, იმის დედა მოვტყან მე. 

ბაბუ ბოზებში: 

_რაა ქალო ეს? 
_ტანგა. 
_ტანგა კი არა გამოიღე ტრაკიდან მაგ შნური და შემაყოფინე საცხა, თორემ გავა ეს ერთი საათი და თუ გგონია, მეორე საათის ფულს დაგიმატებ, მიგიქარავს. 

ბაბუ კედელთან: 

_ამხნის კაცი ხართ და სად ფსამთ, არ გრცხვენიათ? 
_შეყავი ქალო თავი ფანჯარაში და მაცადე! 
_ზურაა, ზურააააააა!!! 
_ვის ეძახი? 
_ჩემს ქმარს. 
_ჩაიგდე შვილო ენა, თორემ ჩაგიდე სოსკა. 
_ზურააა!! 
_რაო არ მოდის შენი ქმარი? 
_ზურაა! 
_აწი ჩემითაც დავიფერთხე და ზმეიკას თუ შემიკრავს მოვიდეს. 

ზურა სამუშაოდან დაღლილი მოვიდა. როგორც ყოველთვის გამხდარი იყო და მანქანის სუნი ასდიოდა. ჯერ მაცივარი გახსნა, შემდეგ ტუფლები გაიხადა, ბანაობის დროს ვერაფრით გადაწყვიტა სოკო ცივად ეჭამა, თუ ყველთან ერთად გაეცხელებინა და ზედ მაიონეზიც მოესხა. ბოლოს ორივე დაიკიდა და მარკეტიდან ძეხვი ამოიტანა. მოგრძო ხორცის ნაჭერზე გარკვევით ეწერა ვიღაცის გვარი ზეიკიძე და ვარგისიანობის ვადა 20.05.08. ტაფა ცეცხლზე შემოდგა და მომცრო დანით ის-ის იყო პირველი ნაჭერი უნდა ჩამოეჭრა ძირითადი მასისთვის, რომ საიდანღაც მოვარდნილმა ჩრდილოეთის ქარმა თვალებზე კალენდარი ააფარა. 

_ზურა!! 
_ო. 
_აქ ვიღაც ბაბუ ჩვენს კედელს აფსამს 
_დაიკიდე და მოდი. 
_რა იყო? 
_აქ რა წერია? 
_ზეიკიძე. 
_აქ? 
_ვარგისიანობის ვადა 20.05.08 
_აქ? 
_კალენდარი 
_აქ? 
_წითელი რიცხვებით აღნიშნულია დასვენების დღეები, ლურჯით მარხვის დღეები, მწვანედ დღეები, როცა კარგი ამინდი იქნება, შავად გასვენებისთვის გამოსადეგი დღეები, თეთრად ფონი. 
_აქ? 
_დათოს პლიუს ნინო მინუს ბესო პლიუს ასი დოლარი გაყოფილი ორზე. 
_აქ? 
_დამზადებულია საქქაღკომ_ში 20.07.11 
_აზრობ. აზრობ, რა ყლე ქვეყანაში ვცხოვრობთ? 
_რა გჭირს ზურა? 
_კიდევ მე რა მჭირს? ნახე რა ძეხვი მომყიდეს ამ დამპლებმა. 
_კარებს გავხსნი აკუნებენ. 
_დროზე მოდი. 

ზურამ იგრძნო, როგორ ჩაუჯდა სკამი კალთაში და საზურგით მკერდზე მიეყუდა. მერე საიდანღაც ხმაც შემოესმა: 
_რას იბუზები ბიჭო. ოცი წელია მაზიხარ და ხმას არ ვიღებ. ორ წუთს არ გაინძრე ცოტას დავისვენებ. ჩვენს შორის სკამის დედას შევეცი, რამ გაგვყო ტო, ორივე მურმანას გაკეთებულები არა ვართ? დაჟე მაგარ რაღაცას გეტყვი. მამაშენმა ჯერ მე გამაკეთა, მერე დაღლილი დაჯდა, ცოლი კალთაში ჩაისვა და შენზე იჩალიჩა. პაჩტი ტყუპები ვართ რა. ოღონდ ახლა არ დაიგრუზო: ძმას მთელი ცხოვრება შუბლზე ტრაკით ვეჯექიო და გული არ წაგივიდეს. დასტოინად. წადი ცოლს გახედე, მგონი გეძახის. 

_ზურაა! 
_ხო. 
_მოდი ეს ბებერი მომაშორე, სახლში შემოსვლა უნდა, ისაა წეღან ფანჯრების ქვეშ რომ ფსამდა. 
_შემოუშვი. 
_შემოდი, შემოდი. დაბრძანდი. ოღონდ მანდ არა, აი აქ. შენ ის არ ხარ დღეს ტაქსით რომ გაგიყვანე სასტუმროსთან? 
_ეე, კი. 
_ე, კი არა ახლა დაგაბამ და დაგაფსამ ბაბუ, მერე ამ ძეხვს ტრაკში გაგიკეთებ, შეგფუთავ და გვერდით მარკეტში წაგიღებ, ნამყოფი ხარ მარკეტში? 
_დილით ვაშლი ვიყიდე. 
_ძალიანაც კარგი, აი მანდ მიგიყვან და გამყიდველს ვაიძულებ ეგ ძეხვი ტრაკიდან კბილებით გამოგაძროს 
_ძალიან კარგი. შეიძლება ერთი შეკითხვა დაგისვა 
_კი, 
_გადაგეკეტა? 
_ხო, 
_მეც. მეც გადამეკეტა, ძალიან გადამეკეტა, ისე გადამეკეტა, რომ გადამეკეტა, ბოლომდე გადამეკეტა. ხოდა აიღე ეგ ძეხვი, მე ჩემს ვაშლებს ავიღებ და წავიდეთ, რამე გავაფუჭოთ. მოსულა? 
_მოსულა. 



ბაბუ და ზურა მარკეტში 

_ქალბატონო! 
_დიახ. 
_ვადაგასული ძეხვი ტრაკში მოგხვედრიათ? 
_დიახ. 
_რაა? 
_და ვაშლი ქალბატონო? 
_ვაშლები აი იმას შესტენეთ, მეზობელ სექციაში. ოღონდ იჩქარეთ, თორემ თხუთმეტ წუთში ვიხურებით. 
_ვაა. 
_დაიკიდე, ვასწრებთ. 
_ესე თუ იდგებით, ვერ მოასწრებთ. 

ვერც მოასწრეს. 


პ.ს. წინა საწერაო მოთხრობები ყოველთვის ფეშანგი ხითარიშვილის გავლენის ქვეშ იწერებოდა და ასე იქნება უკუნისამდე. 

გიო კარგი ბიჭია 
მას არ უყვარს თამაში, 
დილით ადრე ადგება 
შემოჯდება ლამბაქზე. 
_გიო, ჩამო თეფშიდან!- ყვირის დედა. 
_დე ლამბაქზე ვარ. 
_ჩამოეთრიე. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული