ტყუპები





პოეზია

ტყუპები




ის ხანდახან მიმანიშნებდა, რომ უკანონოდ გაჩენილი ვიყავი.
მე ვურჩევდი მოესმინა ბრამსი,
ვურჩევდი ესწავლა ხატვა და სმა,
განთავისუფლებულიყო ქალების და დოლარების დიქტატისაგან.
მაგრამ ის ყვიროდა:
„ღმერთო ჩემო, გაიხსენე დედაშენი,
შენი ქვეყანა, შენ ჩვენ დაგვღუპავ!“

დავხეტიალობ მშობლების სახლში
და ვუყურებ უკანასკნელ ჩამქარალ სიგარეტს.
საწოლს, რომელშიც მან უკანასკნელი ღამე გაათია.
ვფიქრობ, რომ მამა, სიკვდილის შემდეგაც
- ოჯახის უფროსია,

ვეჭვობ, რომ ეს მოვლენები, არც თუ ისე უნიკალურია,
მაგრამ არ შემიძლია იმ აზრისგან განვთავისუფლდე,
რომ დილის 7 საათზე სამზარეულოს ცივ იატაკზე სიკვდილი,
როცა დანარჩენები ტაფამწვარს იმზადებენ,
არც ისე ტრაგიკულია, თუ ეს შენვე არ შეგემთხვა.

გამოვდივარ სახლიდან, ვწყვეტ ფორთოხალს
და დიდხანს დავყურევ მის ნათელ კანს.
ცხოვრება გრძელდება,
მზე ისევ აგრძელებს ჩახჩახს,
მის გარშემო კი რუსული თანამგზავრები ტრიალებენ.
მეზობელი ჟალუზებიდან ჩუმად მითვალთვალებს.
მე აქ უცხო ვარ.

ვბრუნდები სახლში და ვიცვამ მამაჩემის ცისფერ კოსტუმს.
ვიქნევ ხელებს, თითქოს საფრთხობელა ვიყო, ქარში.
წამით ვჩერდები და სარკეში ვუყურებ საკუთარ თავს,
მკვდარი მამის კოსტუმში, მეც სიკვდილს ველოდები.
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.