უკბინე ჯინს!





პროზა

უკბინე ჯინს!




ღამე ისე მოფრინდა დღესთან, როგორც ფუტკარი ყვავილთან. მე ჩინური მაღაზიიდან გამოვედი. ახლად შეძენილი, მომცრო ზომის ქოლგა გავშალე. ქოლგა შავი იყო, თავის ქალების გამოსახულებით, როგორც მეკობრეების დროშა, ან როგორც რენტგენის სურათი. პირბადე გავიკეთე და მკრთალად განათებულ ქუჩაში გავედი. ცხადად დავინახე, როგორ დავარდა მაგიდის ზედაპირზე დამა ყვავი. ის კარტი მე ვიყავი. ილუზიონისტის ხელიდან - პირდაპირ ამ სველ ქუჩაში მოხვედრილი.  

წვიმას თოვლი შეერია. ვიფიქრე, ალბათ სიკვდილისთვის საუკეთესო მომენტი ასეთი იქნებოდა, გაჩერებულიყავი ლამპიონის ქვეშ და აგეხედა ზემოთ. ზუსტად 30 წამში კი მოსულიყო ვამპირი და ყელში ჩაგფრენოდა. თანდათან დაიცლებოდი სისხლისგან და სინათლისგან. 

გზა გადავჭერი და მეტროში ჩავედი. ბაქანზე მარტო ვიდექი. მატარებელი უზარმაზარი გველივით გაჩერდა ჩემს წინ. ვაგონი ცარიელი იყო. შევედი თუ არა, დაიძრა. ვარჩევდი ადგილს და ბოლოს კუთხეში მივიყუჟე. ვიფიქრე, რომ შეიძლება ამ მატარებლის სული ვარ. მატარებელი დაიბადა და მე მასში შევედი. მომავალ გაჩერებამდე. გვირაბი კი დილეგივით არის. მასში შლიგინით ჩამწყვდეული მატარებლისთვის დრო იწელება.

ისევ გავჩერდით. ვაგონში ახლა მთვრალი ბიჭი შემოვიდა, მორიგი გზააბნეული სული. მან მიიხედ - მოიხედა და ბარბაცით იქით წამოვიდა, საითაც მე ვიყავი. „კარები იკეტება, შემდეგი სადგური...“ ხმა გაიწელა და სადგურის სახელი ვერ გავიგე. ბიჭი პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. თავი ჩაღუნა. მეტრო მიქროდა. ისევე გავაგრძელე ფიქრი, როგორ ამოუვიდოდა მეტროს სული, ჩემი სახით. მერე რამდენიმე წამით ისევ გაჩერდებოდა და სხვა სულებს მიიღებდა. მე კი სხვა სახით უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. ექსკავატორით ავიდოდი ცივ და უკუნ სივრცეში. შემდეგ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. და ცხადად დავინახე, როგორ დავარდა მაგიდაზე დამა გული და ეს კარტი უკვე მე არ ვიყავი.

ყურადღება მთვრალი ბიჭის ფეხსაცმელზე გადავიტანე. შავი, წვეტიანი, "ლაკის" ფეხსაცმელი, ცისფერი ჯინსი და ტყავის ქურთუკი ეცვა. მგონი ჩაეძინა. ჩამოშლილი შავი თმა სახეს უფარავდა... ლამაზია ტიპია - გავიფიქრე, მაგრამ სოფლელი. თითქოს ჩემი ფიქრი გაიგო, უცბად ამომხედა. მომაშტერდა და თვალი აღარ მოუშორებია. ისე მაკვირდებოდა, თითქოს სარკე ვყოფილიყავი. მატარებელი კი მიგრიხინობდა. 

მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. ვერ მივხვდი რის გაკეთებას აპირებდა. შარვალი გაიხსნა, ერეგირებული, უზარმაზარი, დაძარღვული ფალოსი ამოიღო... უცბად ჩემთან მოიჭრა და სანამ რაიმეს გაკეთებას მოვასწრებდი. პირდაპირ სახეში მატაკა, პირბადეზე, იმ ადგილას, სადაც წესით ტუჩები უნდა მქონოდა. მას პირბადის გახევა უნდოდა, ჩემი თავი ჩაებღუჯა და მთელი ტანით მაწვებოდა. 

შემდეგ დაიღრიალა. მისი ყლის თავი კალთაში ჩამივარდა. მან ჯერ თავის სისხლიან ფალოსს დახედა. მერე ჩემს გასისხლიანებულ პირბადეს და მიხვდა - მოვაჭამე. მე ეს ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული, რომ საშინელი სილა მომხვდა. აზრზე რომ მოვედი. ხელში დანა მეჭირა, რომელიც არც კი მახსოვდა, როგორ ამოვიღე ჩანთიდან და ის რომ თავისი ფალოსის ძვირფასი ნაწილის დასაღებად დაიხარა. დანა პირდაპირ მის ყელში აღმოჩნდა.

შემდეგ გაჩერებას ვუახლოვდებოდით. ფეხზე ვიდექი და დავცქეროდი იმ ნაბიჭვარს, ყლე ამოგდებულს, სისხლიანს. თვალები სიძულვილით ჰქონდა სავსე, ხროტინებდა. მე უცბად გავიღიმე, მაგრამ პირბადის გამო მან ჩემი ღიმილი ვერ დაინახა. ხელი დავუქნიე და მატარებელი გაჩერდა თუ არა "სეზამივით" გახსნილ კარში გამოვედი.

ვაგონში არავინ შესულა. მატარებელი გვირაბში გაუჩინარდა. ექსკავატორისკენ გავწიე. „მე ის მოვკალი, ნაბიჭვარი. ბევრი პორნოს ყურებამ იცის.“

- ჰეი, კანიბალ... - უცბად ხმა მომესმა, წრიპინა და ამავე დროს ბოხი. მივიხედ-მოვიხედე არავინაა.

- აქ ვარ, ქვემოთ...

დავიხედე და რას ვხედავ, იმ ტიპის ყლის თავი არ მომდევს.

- ხელში ამიყვანე, თორემ სიქა გამძვრა, იმხელა ნაბიჯებს დგამ...

- შენ ვინ ხარ?

- ვითომ არ იცი... ყლის თავი ვარ, შენ რაც მომკბიჩე.

გაოგნებული ვიყავი. მას პაწაწინა ხელები და ფეხები გამოზრდოდა. პირი ზედ კინკრიხოზე ჰქონდა. თვალები? თვალები არც შემინიშნავს. თუმცა ყლეს თვალები რაში სჭირდებოდა. დავიხარე და ხელში ავიყვანე.

- დღეს საღამოს რას აკეთებ?

მინდოდა გადამეგდო, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მეჭირა ხელში მოლაპარაკე ყლის თავი.

- მე შემიძლია სამი სურვილი შეგისრულო - მითხრა ამაყად და ისეთი სახე მიიღო, „მამაც გულში“ რომ შეშლილი ირლანდიელი იღებს, როცა ამბობს: „ირლანდია - ჩემია!“.

- მართლა?

- კი, გინდა მე გიპოვნივარ, გინდა ჯინი. შენ მე განმათავისუფლე და ახლა შენი მონა ვარ.

- ბედი არ გინდა, ჯინიც ყლე შემხვდა (...) შენი პატრონი მოვკალი?

- არა, ეგ დრაკონივით არის... ყოველ მოკბეჩილ ყლეზე, 10 თავი ამოსდის... - თქვა და უცებ გადაიხარხარა. - მოკვდა, აბა რა ქნა, იმხელა დანა გათხარე ყელში... ისე ღირსი კი იყო.

- მხიარული ტიპი ჩანხარ.

გაოგნებული ვიყავი. სისხლიანი, მწვანე პირბადე არც კი მომიხსნია. ჩემი სიტყვები მოგუდულად ისმოდა. 

- წამოდი ავიდეთ ზემოთ, დავსხდეთ სადმე და მოიფიქრე რა სურვილები გინდა აგისრულო. მანამდე კი მუტელში შეგიძვრები, რა... ჩემი ლამაპარი - ახლა შენი მუტელია!

- კიდევ რა გინდა - მუჭში მოვიმწყვიდიე და ხელი ძლიერად მოვუჭირე. 

- გამიშვი ბოზო, გავიგუდე!

პირბადე მოვიხსენი და ექსკავატორისკენ წავედი.

- რა გქვია?

- რაც შენ გინდა ის დამიძახე.

- კარგი... იკას დაგიძახებ, ჩემი ძველი შეყვარებულის სახელს. რაღაცით ჰგავხართ ერთმანეთს. 

- როგორც გინდა პატარავ.

- მე შენი პატარა არ ვარ, სირო!

- ყველა ქალი ერთნაირები ხართ. „არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!“

პირველად ვნახე, ყლის თავი ჰამლეტს ციტირებდა. იკა ჯიბეში ჩავისვი. 

- ტრაკში მაინც შეგიძვრები რა? - შემომთავაზა ისევ თავაზიანად.

ჯიბე შევიკარი და გავიღიმე.

- მოვიგუდე ბოზო. ვინღა აგისრულებს სამ სურვილს?

გარეთ გამოვედით. ქუჩა ცარიელი იყო. აქა-იქ ჩაივლიდნენ სველი მანქანები. თოვა გაძლიერებულიყო. იკა, ჯიბეში ჩემთვის უცნობ მელოდიას ღიღინებდა. ასიოდე მეტრი გავიარე და ბარში შევედი. ბარი ცარიელი დაგვხვდა. მაგიდასთან დავჯექი და ბარმენს მარტინი შევუკვეთე. იკა ჯიბიდან ამოვიყვანე და კალთაში ჩავისვი.

- აბა, მოიფქრე სურვილები თუ ჯერ კარგად გამოტყვრები, ვიჟიმაოთ და დილას მეტყვი?

- არა, არ მინდა მოფიქრება... ახლავე გეტყვი: პატარა, ლამაზი სახლი მინდა ოკეანის ნაპირას. რამდენიმე მილიონი დოლარი ანგარიშზე და...

- მესამე? მესამე სურვილი?

- მუტელში შემიძვერი და მესამე სურვილს მერე გეტყვი - ვუთხარი იკას და საჩვენებელი თითი თავზე გადავუსვი.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.