ენა - ვირუსია!





პროზა

ენა - ვირუსია!




მთარგმნელი: ალექს ჩიღვინაძე

სამოთხე არის იქ სადაც იმყოფები მაგრამ ის ოდნავ უკეთესია. მე იმ ბიჭს მატარებელში შევხვდი და როგორც ჩანს ის რაღაც გაუგებარ ტრანსში შევიდა და კვნესოდა: "აჰ... აჰ... აჰ...." ფრედმა თქვა: "მეჩვენება რომ ტკვილისგან ყვირის" ვუპასუხე: "ტკვილისგან ყვირის? მაშინ ენა - ვირუსია!" ენა - ვირუსია! მეგობარს ველაპარაკებოდი და ვეუბნებოდი: მინდოდა შენი ნახვა გეძებდი და ვერ გნახე ვერ გნახე. მან დაიყვირა: "ჰეი, მე მელაპარაკები თუ შენი შოუსთვის გადიხარ რეპეტიციას? რა? ენა - ვირუსია! მან თქვა: მე დედაშენს წერილი მივწერე და მოსამართლესთან ვაღიარე რომ ეს შენ იყავი. გავყიდე მანქანა და მივდივარ ფლორიდაში. იმიტომ რომ მე ყოველთვის გეუბნებოდი (რა სასიამოვნოა!) რომ მიყვარდი. და მეც (ეს მუშაოაბაა). განთიადისას დაგირეკე (რატომ?). და გაიხსენე როდის ვიყავი მტყუანი იმიტომ რომ გეუბნებოდი ვწუხვარ (მუშაობა). ენა - ვირუსია! სამოთხე არის იქ სადაც შენ ხარ მხოლოდ ის ოდნავ ოდნავ (კატასტროფა!) უკეთესია. (მუშაობა) შენ იცი მე არ მჯერა ისეთი ნივთის როგორიცაა ტელევიზორი. ისინი შენ ერთიდაიგივეერთიდაიგივე კადრებს გიჩვენებენ და როცა ლაპარაკობენ უბრალოდ მეტნაკლებად სინქრონიზებულ ხმებს გამოსცემენ. აი, რას ვფიქრობ! ენა - ეს ვირუსია! ერთხელ დამესიზმრა კუნძული, რომელიც მიცურავდა ზღვაში და მასზე ყველა ტელევიზორით იყო. ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა, რადგან ყვიროდნენ: ერთი შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩქარა შემომხდეთ! ყველაფერი კი იმის გამო რომ ისინი ზღვაში მცურავ კუნძულზე დასახლდნენ და ყველა მათგანს ჰქონდა ტელევიზორი. და ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა: ერთი შემომხედეთ! შემომხედეთ! ჩქარა შემომხედეთ! რატომ? სამოთხე იქ არის სადაც შენ ხარ მაგრამ ის ოდნავ ოდნავ უკეთესია.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.