მეთევზის ცოლის სიზმარი





visual-art

მეთევზის ცოლის სიზმარი




მიყვარს ფანჯარასთან შიშველი დგომა. განსაკუთრებით თუ წვიმიანი ღამეა. მინაში საკუთარ ანარეკლს ვხედავ. ამ დროს ნებისმიერი ბანალური ფრაზა უდიდესი სიბრძნის მატარებლად შეიძლება მოგეჩვენოს. თავში პატრიარქის ახალი ლექსი მიტრიალებს: როდის იქნება? როგორ იქნება?/როცა კითხვები გულში ისმება,/ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,/ღმერთის წყალობით/სულყველაფერი კარგად იქნება!/ არის ამ ლექსში რაღაც, ძენ ბუდისტური! მართლაც ვწყვეტ ფიქრს. ვწყვეტ ფიქრს იმაზე, რომ ოსკარი (საუკეთესო სცენარში) ტარანტინოს უნდა აეღო ("უსახელო ნაბიჭვრებისთვის") და არა იმ ჟურნალისტის სცენარს, ერაყის ომზე გადაღებული ფილმისთვის. ვწყვეტ ფიქრს იმაზე რომ... მერე ფანჯარას ვშორდები და საწოლთან მივდივარ. რას ვაკეთებ შემდეგ? ეს უკვე თქვენი საქმე აღარ არის. მინიშნებას მოგცემთ:

შუნგა - იაპონური ეროტიკული გრავიურებია, ფართოდ გავრცელებული შუასაუკუნეების იაპონიაში. შუნგა მხატვრების სექსუალური ფანტაზიების ხორცშესხმაა ხშირად აბსურდულ ფორმებამდე მისული. 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.