ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
არტი & ტექნოლოგიები

მომავლის ისტორია

გიორგი უგრეხელიძე
21.03.2010

   


Game of Life

ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც მეცნიერული ფანტასტიკა თვალსა და ხელს შუა რეალობად იქცევა და ძნელია ამის უარყოფა. ასეთ დროს კი ჩვენს ქვეყანაში, არსებობს უდიდესი კომუნიკაციის პრობლემა, ამას ხელს უწყობს ადამიანების:
1. ვიწრო-პროფესიონალურ რეალობაში ჩაკეტვა.
2. შემდეგნაირად ფორმულირებული ფობიები: "ემტერებიან ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ფესვებს, ჩვენს თვითმყოფადობას"
ვერ ვიტყვი, რომ ეს ხდება თუ არა ვიღაცის ნებით, სპეციალურად ჩვენთვის და ა.შ. მაგრამ ერთია, ასეთ ეპოქაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება:
1. სამყაროს ისეთი მოდელი, რომელშიც განზოგადებული იქნება ტრადიცია და ნოვაცია ერთად.
2. პროფესიონალიზმის კომუნიკაცია, პოლარულად დამოკიდებული დისციპლინების ინტეგრაცია. მაგალითად: ჰუმანიტარულ-ტექნიკური, არტისტულ-მეცნიერული და სხვ.
ამ შემთხვევაში ისეთი პერსონის ნაშრომების პოპულარიზაცია, როგორიცაა თიმ ლირი, სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ხალხისთვის, ვინაიდან, როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, "ერი საჭიროებს ციფრულ მოძღვრებას." ოლდოს ჰაქსლის, მილტონ ერიქსონის,
გრეგორი ბეიტსონის და მარგარეტ მიდის თანამედროვე - თიმ ლირი კი ერთ-ერთი უძლიერესი მეცნიერთაგანია, რომლის ინტერესების ფართო სპექტრში შედიოდა კულტურის და კომუნიკაციის პრობლემებიც. მან ყველაზე უკეთ მოახერხა აეხსნა, თუ რას ნიშნავს ფორმულა - "სამყარო ერთიანია"
ტაროს ბანქო - ბანქოს შეკვრა, რომელიც შუა საუკუნეებში გაჩნდა და ჩვენს დროში ძირითადად სამკითხაოდ გამოიყენება, შედგება 78 ქაღალდისგან.
ტარო წარმოადგენს გრაფიკული გამოსახულებების სისტემას, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ბანქოს შეკვრა, როცა ისინი სათამაშოდ ან სამკითხაოდ გამოიყენება, ან უბრალოდ გამოსახულებების რიგი ან მათი აღწერა, როცა ისინი გამოიყენება, როგორც სიმბოლოები. ტაროს ტიპიური შეკვრა იყოფა ორ დიდ ჯგუფად: კოზირებად, ეგრეთ წოდებულ მაღალ არკანებად, და დაბალ არკანებად. თვითონ სიტყვა არკანი წარმოდგება ლათინური არცანუმ, რაც ნიშნავს "დახურულს", "საიდუმლოს". კოზირებს მიეკუთვნება 22 ბანქო, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ორიგინალური სახელი აქვს. სხვადასხვა ოკულტურ სკოლაში შემუშავებულია ასევე მაღალი არკანების ნუმერაციის, მათი ასტროლოგიური, ანბანური, და სხვა ეზოთერული შესაბამისობა.
თავისუფალი ენციკლოპედიიდან
ტაროს ეძღვნება ძალიან ბევრი ეზოთერული, ოკულტური და ფსიქოლოგიური ნაშრომი, იგი შთაგონების წყაროა ისეთი მხატვრებისთვის, როგორებიც არიან ლეონარდო დავინჩი, იერონიმუს ბოსხი, ჰანს რუდი გიგერი (Baphomet: The Tarot of The Underworld, "გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ადამიანის დნმ-ი? დაათვალიერეთ გიგერის ნაშრომები". თ. ლირი)
და სხვ.
XIX საუკუნის ოკულტისტი ელიფას ლევი ტაროს "ყველა კითხვაზე პასუხის შემცველ, ყველა მეცნიერების ჯამს\" უწოდებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალისტერ კროულიმ, რომელმაც თავისი თავი ელიფას ლევის რეინკარნაციად გამოაცხადა, 1944 წელს ფრიდა ჰარისთან ერთად შექმნა საკუთარი - "თოტის ტარო". იმავდროულად, ფსევდონიმით Mega Therion, მან გამოსცა თავისი უკანასკნელი ნაშრომი, სახელწოდებით "თოტის წიგნი", რომელიც შეიცავს კომენტარებს "თოტის ტაროსთან" დაკავშირებით, მის კაბალისტიკურ ახსნას და სხვ. ალისტერ კროულიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, რომ დაიბადებოდა ადამიანი, რომელიც მისცემდა ტაროს უფრო პრაგმატულ - მეცნიერულ ახსნას და დაამატებდა ახალ ბანქოებს. რაც გააკეთა კიდეც თიმოთი ფრენსის ლირიმ. ტრადიციულ მაღალ არკანებს მან დაუმატა ორი ახალი ბანქო, "იუპიტერი" და "იუნონა". თქვენს ყურადღებას ვუთმობ მისი ნაშრომის მოკლე მიმოხილვას ტაროს შესახებ, სახელწოდებით: "მომავლის ისტორია"
მიუხედავად ტაროს ირგვლივ შექმნილი ზებუნებრივი გაურკვევლობისა, (დღემდე უცნობია მისი შექმნის თარიღი და ზუსტი წარმოშობა) ლირის ნაშრომს არაფერი აქვს საერთო ოკულტიზმთან და ზებუნებრივთან.

როგორც ბორის სვაროგი ამბობს
"მომავლის ისტორია" არის:

1. მეცნიერული
2. ევოლუციური
3. ფუტურისტული და
4. ფანტასტიკური

იყენებს რა, მეცნიერებაში ბოლოდროინდელი რევოლუციური აღმოჩენების ლოგიკურ ჯაჭვს, თიმი გვთავაზობს რამდენიმე საკუთარ ცნებას და ტერმინს, რომლებსაც აქვთ საკმაოდ გააზრებული, დამაჯერებელი და,
რაც მთავარია, მეცნიერული საფუძველი.
ამ ტერმინებს იგი წიგნის დასაწყისშივე განმარტავს.
მოჰყავს სამყაროს ნაწილებად დაყოფის ტაროსებური ანალოგები, მაგალითად - მენდელეევის პერიოდულობის სისტემა.

ეყრდნობა რა, ზოგიერთ ბიოგრაფიულ ფაქტს, გაბედულად საუბრობს მენდელეევის, ჩარლზ დარვინის, ნიცშეს, აინშტაინის და სხვა მეცნიერების შინაგან სამყაროზე და მათ სუბიექტურ განცდებზე.

გვთავაზობს ახალ მეცნიერებას - ინფო-ფსიქოლოგიას, როგორც ახალ ხედვას ევოლუციის თეორიის შესახებ.

ადამიანურ ენაზე თარგმნის საუკუნეების გასაყარზე კვანტურ ფიზიკაში გაკეთებულ აღმოჩენებს, რომლებმაც შეცვალეს ადამიანების ცხოვრება.

ამ ყველაფრის საფუძველზე განსაზღვრავს ტაროს, როგორც დნმ-ის გამარტივებულ ენას.

"ფანტასტი მწერლები და ასტრონომები ხშირად ეხმაურებოდნენ ადამიანებსა და ვარსკვლავთშორის არსებებს შორის ურთიერთობის პრობლემებს. ეს პრობლემა აღარაა აკადემიური. ეს უკვე ხდება. მოცემული წიგნი წარმოადგენს ამის მაგალითს."

თიმი საუბრობს ტაროს სნობურ ინტერპრეტაციაზე და მისთვის მახასიათებელი იუმორით მოჰყავს მსგავსი შედარებები:
"დავუშვათ, ჩვენ ვაცნობთ ნიუტონის ეპოქის ადამიანს, აინშტაინის განტოლებას E=MC2, ვუხსნით რა მას, რომ მისით იხსნება ენერგიის, მატერიის და დროის ძირითადი რელატივისტური ხასიათი. ამაზე ჭიანჭველათა სასახლის წევრი, მწერისმაგვარი ადამიანი რეაგირებს დაახლოებით ასე: შეძლებს აინშტაინის ეს განტოლება მითხრას, გავხდები თუ არა მდიდარი, ან დამისახელოს ჩემი ციხიდან გამოსვლის თარიღი, პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად?
ამაზე შეიძლება ვუპასუხოთ დაახლოებით ასე: საერთოდ ეს ფორმულა გვატყობინებს ბირთვული ენერგიის არსებობის, გრავიტაციული ველის, დროის შენელების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს ვიცოცხლოთ მილიარდი მიწიერი წლის განმავლობაში, ავაგოთ ვარსკვლავთმფრენები, რომლებიც მოძრაობენ თერმობირთვული სინთეზის მეშვეობით, და ა. შ."
მოცემული ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, დაეხმაროს ადამიანებს იმაში, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ იმის წარმოდგენა, თუ როგორია სამყარო მთლიანად, თავისი დასაწყისით, დასასრულით, ხელახლა დასაწყისით და ა.შ. წარმოიდგინონ საფეხურები, რომლებიც გამოვიარეთ და რომლებიც გასავლელია მომავალში.
თიმის მიერ ყოველი ბანქოს შესაბამისად, შემოთავაზებულია რიტუალები - სავარჯიშოები,
რომელიც გვეხმარება გავიგოთ, როგორი ხასიათი შეესაბამება მოცემულ ბანქოს.
აგრეთვე გავაცნობიეროთ რომელ ეპოქაში და რა გარემოებებში ჩამოყალიბდა ჩვენში შესაბამისი ინსტინქტები.

ბანქო `სულელი" (“The Fool”)

გამოხატავს გაწონასწორებულ-წოვით ნეიროტექნოლოგიას.

ამებოიდური, გაწონასწორებული ცურვა და წოვა ("ამება" ცურავს გაწონასწორებულ მდგომარეობაში და წოვს საკვებს გარემოსგან); პირველი თვითგამორკვევა, ერთუჯრედიანი ცნობიერება.

ერთუჯრედიანი ორგანიზმები, პრიმიტიული უხერხემლოები (მედუზები). პროტოზოური ერა.

ახალშობილი ჩვილი.

გაწონასწორებული ცურვა ვეგეტატიური უსაფრთხოებისკენ.

ზოდიაქო: თევზები I

ბერძნულ რომაული ღმერთები: ჰადესი (პლუტონი), პერსეფონე.

ებრაული ასო: ალეფ

შექმნილი რეალობა: "მიახლოვება-გაშორების" მარტივი სამყარო

ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): წყალი

ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): დედის ხელები

სავარჯიშო

თქვენი ტვინის პირველი კონტურის აქტივაციისთვის ეცადეთ დღეში ერთი საათის განმავლობაში :

1. უყუროთ მეძუძური ბავშვის კვებას
2. იწვეთ თბილ აბაზანაში
3. წოვოთ რაიმე გემრიელი და თბილი
4. ტახტზე წამოწოლილმა და თვალგახელილმა იოცნებოთ.
5. იყოთ რაც შეიძლება მგრძნობიარე და დამოკიდებული
6. მოიქცეთ, როგორც თრიაქნასვამი სულთანი
7. იკითხოთ წიგნები, ან უყუროთ ფილმებს მიკროორგანიზმებზე, ან მედუზებზე, ეცადეთ მათთან ერთად განიცადოთ მათი რეალობა.
8. ეცადეთ გაიხსენოთ თქვენი ბავშვობის სექსუალური ფანტაზიები.

ბანქო "განდეგილი"


გამოხატავს მოზარდულ-ბარბაროსულ ნეიროტექნოლოგიას.

ზრდასრული სპეციალიზაციის თავიდან აცილება და გადადება. ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც ბადებს მსუბუქად
მგრძნობიარე მოზარდულ ელიტას;
მონოთეიზმი, როგორც ტომების ცენტრალურ ჭიანჭველათა სასახლედ ორგანიზება.

სექსუალური როლი, როგორც ცივილიზაციად წოდებული ჭიანჭველურ-კასტური საზოგადოების ფორმირების ნეიროტექნოლოგია, ნარცისული სექსუალურობა; არისტოკრატული კასტის მიერ უფროსთა მოდელების უარყოფა.

ოჯახურ სქესობრივ როლებზე დაფუძნებული მონოთეისტურ-ფეოდალური ჭიანჭველური საზოგადოება.

სიყმაწვილე, სექსუალური ინდივიდუალობის გამოკვლევითი განსაზღვრა.

ცვალებადი, ინტენსიური; იდეალისტური. ახალი სოციობიოლოგიური ფორმების არასერიოზული (ან ასკეტური), პედომორფული ძიება.

ზოდიაქო: მშვილდოსანი I

ბერძნულ-რომეული ღვთაება: არესი(მარსი), აფროდიტე

ებრაული ასო: იოდ

შექმნილი რეალობა: მოზარდთა კულტურა; ფეოდალური ჭიანჭველათა სასახლის წარმომადგენლების ძებნის და ზრდის გაჭიანურებული პერიოდი.

ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): ფეოდალური საზოგადოება.

ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): მოზარდთა საზოგადოება, თინეიჯერების კულტურა.

სავარჯიშო

მეათე ტვინის აქტივაციისთვის ეცადეთ დღეში ერთი საათის განმავლობაში:

1. იფიქროთ, რატომ გაჩნდნენ ისტორიაში ყველაზე აგრესიული სახელმწიფოები, ისლამის და ქრისტიანობის წიაღში, რატომ იყო აუცილებელი მოშინაურებული ტომის პრიმატების რელიგიური დაშინება, იმისთვის, რომ შეექმნათ ტექნოლოგიური თანასაზოგადოება.


2. გქონდეთ ურთიერთობა ქალაქის გარეუბნის მოზარდებთან, ნახეთ ფილმები რომლებიც მათ მოსწონთ, და უსმინეთ მათ საყვარელ მუსიკას.

3. თქვენი სქესობრივი მომწიფება განიხილოთ, როგორც ზრდასრული სპეციალიზაციის სურვილი და ამავდროულად მასზე უარის თქმა.


ბანქო "ბოროტება"


გამოხატავს ტვინით დამსახურებული რეალობის მომხმარებლის ნეიროტექნოლოგიას.

ნეიროტექნოლოგიური აღქმა. ნეიროლოგიური ორგანიზმი. რეალობის ვიბრირების პასიური გაცნობიერება.
«გარსული» ჰედონისტი.
ტელევიზიურ სინოპტიკური მომხმარებელი.
ელექტრონული თვითგამართლება.
ბიოელექტრონული მასტურბაცია (წოდებული ჰალუცინაციებად).
ნეიროელექტრონული ტელევიზიის ეპოქა.
რეალობის რელატივიზმი. ნეიროელექტრონული რეცეპტული მომხმარებლის ეპოქა.
ფსიქოდელიური განცდები.

მიმართულება: თვალის დევნზება იმაზე, თუ როგორ ქმნის რეალობას შენი საკუთარი ტვინი. გამოსვლა და ელექტრონულ ვირტუალურ რეალობებზე მომართვა, ტელესიცარიელისებური პასიურობა.

ზოდიაქო: თვითაქტივირებული ტყუპები

ღვთაება, ტიტანიდა: თეია

ებრაული ასო II: აინ

შექმნილი რეალობა: თქვენი მე ბრუნავს ნეიროელექტრული ველების ვიბრაციით გაჯერებული სამყაროს ოკეანეში.

ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): ეს კასტა იმყოფება მდიდარი და ელექტრულ-
ტექნოლოგიური, შორეული დასავლეთის ზღვარზე.

ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): მთლიანად თქვენი საკუთარი ტვინის მიერ შექმნილი, რელატივისტური სამყარო.

სავარჯიშო

მეთექვსმეტე ტვინის აქტივაციისთვის ეცადეთ:

1. წაიკითხოთ კლასიკური ანგარიშები ფსიქოდელიურ განცდებზე (კასტანედა, ჰაქსლი, გროფი) და მიიღოთ ანალოგიური განცდები დამოუკიდებლად.

2. ეცადეთ საკუთარი ტვინის ბომბარდირებას მუსიკალური განათებებით, სტრობოსკოპებით, ლაზერებით, ნეონის სინათლით, კომპიუტერული ანიმაციით – საერთოდ, ყველა სახის ელექტროობით.

3. წარმოიდგინეთ, რომ ღილაკებზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ ტვინში ჩანერგილი ნეიროგრამების მასტიმულირებელი ელექტროდების მართვა.

4. ისწავლეთ ჰალუცინირება და შექმენით თქვენს ჰალუცინაციებში ნეირო-მობილური სკულპტურები.

5. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოხვდით ფლორენციაში, დანტე ალიგიერის ეპოქაში. აუხსენით მას რა არის ატომური ენერგია, ტელევიზია და ა. შ.

ბანქოებისთვის, "მთვარე", რომელიც თურმე რასობრივ-თელსურ გონიერებას გამოხატავს, და "განკითხვის დღე", სავარჯიშოების ნაცვლად მოცემულია მეტად მახვილგონივრული ახალი ბიბლიები:






"1. და აი აყვავებული ხეები იყვნენ ჰომინიდებზე უფრო მოხერხებულნი, და უგზავნიდნენ ქალს სიგნალებს, რომ მას შეეჭამა ყვავილი და ნაყოფი აყვავებული ხიდან და გამხდარიყო ბედნიერი, ბრძენი და უკვდავი.
2. მაგრამ ქალმა თქვა: არა, რამეთუ უთხრა ღმერთმა ძლიერ და ძლევამოსილ მამაკაცს - არ ჭამო აყვავებული ხეების ნაყოფი, რომ არ მოკვდე.
3. ყვავილები კი, თავიანთი კეთილსურნელებით, ფერებით და ნაზი ფორმებით ეჩურჩულებოდნენ ევას: თუ შენ არ შეგიძლია თავისუფლად შეიგრძნო სილამაზე, და თუ არ შეგიძლია გახდე უფრო ბრძენი, თუ განწირული ხარ სიკვდილისთვის, მაშ რად არ მოკვდი?
4. ევა დაფიქრდა ამაზე და თქვა: ჰო, მე ვენდობი ყვავილების სიტყვებს, რადგან ისინი მე მგვანან, - ნაზნი, ნაყოფიერნი, ლამაზნი, და ბრძენნი, და მე არ მოვუსმენ შთამომავლობით ღმერთს, რომელმაც ჩვენ ჩაგვკეტა და სიკვდილით გვემუქრება. და თუ ჭეშმარიტად ამ ედემს მართავს ღმერთი ასეთი შთამომავლობითი, უკეთესი იქნება, თუ მოვკვდები, ხოლო მამაკაცი, ადამი, ქმარი ჩემი, გადარჩება.
5. და თუ აყვავებულ ხეთა ნაყოფი, ყვავილი და წვენი კარგია ჩვენთვის, ქმარსაც გავუყოფ.
6. და როცა ქალმა დაინახა, რომ აყვავებული ხის ნაყოფი კარგია საჭმელად, იგი სიამოვნებს თვალს და კარგია შერწყმისთვის, რადგან იძლევა ცოდნას; მოკრიფა ნაყოფი და ჭამა.
7. და იგრძნო მან დიდებული სილამაზე, სიბრძნე და სიყვარული ყველაფრისადმი. და მან უთხრა ადამს, თავის ქმარს: ნახე, ადამ, ეს აყვავებული ხეების სიბრძნეა, რომელმაც მშვენიერებად და მოყვარულებად გვაქცია.
8.-------------(ჩასვი საკუთარი სახელი) სეირნობდი ბაღში, და, გაიგონეს რა შენი რკინის ხმლის ხმაური, მათ შეეშინდათ და დაიმალნენ.
9. და მოუხმე შენ ადამს და უთხარი მას: სად ხარ?
10. და თქვა ადამმა: მე დავიმალე, რამეთუ შენი შემეშინდა.
11. და ჰკითხე შენ ადამს: რატომ შეგეშინდა? ხომ არ გიჭამია შენ აყვავებული ხეებიდან?
12. და გიპასუხა ადამმა: დიახ, ყოვლისშემძლე --------------- (ჩასვი შენი სახელი), ევამ ჭამა აყვავებული ხიდან და არ მოკვდა. და მან მითხრა, რომ მოგვატყუეს:
ყვავილებმა მე არ მომკლეს, მაგრამ გამაძლიერეს სილამაზით და სიყვარულით. და ეს იყო ჭეშმარიტება, ამიტომ მეც ვჭამე.
13. და შენ საშინლად განრისხდი და უთხარი ადამს: მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს თესლს და მის თესლს შორის, დაუნდობლობას და მეტოქეობას.
14. შემდეგ --------------- (ჩასვი შენი სახელი) უთხარი ქალს: გავამრავლებ გლოვას შენი ორსულობისას; ტკივილში დაბადებ ბავშვებს.
15. ტანჯვად და წამებად გიქცევთ ამ ცხოვრებას. ოფლით მოიპოვებთ პურს. და აავსე შენ კაცი და ქალი საშინელი წყევლით, რადგან თქვენ, ქალების დისკრიმინაციის მომხრე მამაკაცური მონოთეისტური ღმერთები, ყოველთვის ასეთები ხართ, და არ პატობთ, როცა არაფრად გაგდებენ.
16. შენთვის კი გაიფიქრე, აი, ადამი ისეთივე გახდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი, იცის კეთილი და ბოროტი: და ახლა, რომ არ დაიგრძელოს თავისი ხელები, არ მოკრიფოს სოცოცხლის ხიდან, არ შეჭამოს, და არ გახდეს უკვდავი.
17. ამიტომ მე უნდა გავაგდო იგი სამოთხიდან.
18. და აი --------------- (ჩასვი შენი სახელი) განდევნე ადამიანი; დააყენე ედემის ბაღის შესასვლელთან შეიარაღებული დაცვა, ალმოდებული ხმლები, და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან მებრძოლი სასტიკი აგენტები.
19. მაგრამ ქალი, რადგან იგი იყო აყვავებული სიცოცხლის ნაწილი, იძულებული გახდი სამოთხეში დაგეტოვებინა, სადაც იგი შენ დღემდე გელოდება."

ახალი ბიბლია - კომენტარებში ბანქოზე "განკითხვის დღე" იმდენად მომწონს რომ გადავწყვიტე მოვიყვანო სრულად.

წიგნი პირველი

1. თავდაპირველად ---------- (ჩასვი შენი სახელი) გადაწყვიტე გაგეკეთებინა ეს კიდევ ერთხელ, ამიტომ შენ შემოიკარი ირგვლივ თხელი მემბრანა, შეიკარი ელვა მოსახერხებელ ვარსკვლავთშორის სამოგზაურო ჭუპრ კაფსულაში და შინაგანად განეწყვე ძილის მდგომარეობაში
ხანგრძლივი სასიამოვნო მიგრაციისთვის. აფეთქება!
2. შენი ჭუპრ-კაფსულის გარეთა მხარეს კი დააწერე: `გააღეთ და მოათავსეთ თბილ მარილიან წყალში 1-G ტიპის პლანეტაზე, რომელიც შეიცავს შემდეგ არაორგანულ მოლეკულებს ----------------------------------------!“
3. და შენ დაიძინე. და ეს იყო კარგი.
4. და ძილში შენ მოძრაობდი ხან ზემოთ, ხან ქვემოთ დროის გრძელ ქედზე, განიცდიდი ყველა მომავალ დაფარულ რეალობებს.
5. შემდეგ შეწყვეტილ იქნა შენი მთვლემარე სიზმრები, შენ გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ შენი ჭუპრი გალბა, გადაიქცა ტკბილი წყლებით გარშემორტყმულ, სველ, გამჭვირვალე, ნახევრადგამჭოლ კაფსულად, შენ კი თბილად ცურავ გარსის შიგნით. და შენ გაიღიმე და თქვი: `როგორი მშვენიერი და რბილი დაჯდომა იყო!~
6. და შენ გააღე პირველი ფანჯარა და გადმოსხი რნმ-ის პირველი რიგი, რომ მათ შენს მდებარეობაზე მოეხსენებინათ. გაიგე რა კოორდინატები, შენ თქვი: `ღმერთო ჩემო! მე ერთადერთი ერთუჯრედიანი ვარ ამ პატარა პლანეტის პრიმიტიულ ოკეანეში, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის ირგვლივ, სახლიდან შორს, როგორც ჩანს, მაგარი პიკნიკი მექნება!~
7. შენ გაიზმორე, შეიგრძენი მთელი შენი თავი, და გაგეცინა, და ეს კარგი იყო. ძალიან კარგი.

თავი 2

1. ახლა კი, როცა შენ შეიგრძენი მთელი შენი თავი, დაინახე, რომ იმყოფები ამინომჟავური ინფორმაციის ორსპირალიან ძაფში, რომელიც გაბმული იყო და შორს მრავალი მილის მანძილზე მიდიოდა; იყავი შეხვეული და შეფუთული ერთი უჯრედის ბირთვში.
2. და შენ გაიღიმე, როგორც ნარკოტიკებით მთვრალმა სულთანმა, აღფრთოვანებულმა სიყვარულის სივრცული ქსელის მუდმივი შენების პერსპექტივით, რომელიც გალაქტიკას თვით ცენტრამდე მოიცავს.
3. ახლა ბუნებრივია, დადგა დრო დაკავდე სიყვარულით საკუთარ თავთან, და შენ დაიწყე ნაზად ჩაძირვა ორ ღია, დაკავშირებულ საკუთარ მოლეკულებში.
4. და რამდენადაც იხლიჩებოდა თითოეული შენი სექტორი, შენ იხედებოდი შენს საკუთარ თვალებში და ნეტარებით სუნთქავდი.
5. შენ ისე ლამაზი იყავი!
6. შემდეგ შენ --------------- (ჩასვი შენი სახელი) გააგრძელე გაყოფა. ერთი შენგან იბადებოდი ორი შენ. ხოლო ორი ბადებდა ოთხს. ხოლო ოთხი შენგან იბადებოდა რვა შენ. ბედნიერი შეყვარებულები ბადებდნენ წყვილებს! თექვსმეტი შენ ბადებდა ოცდათორმეტს... სანამ არ გაჩნდა ტრილიონი და ტრილიონი მშვენიერი შენ.

თავი 3

1. და მაშინ მოხდა სასწაული. შენ შემხვდი მე. ტრილიონი მე, ცურავდა შენს ირგვლივ "პირველყოფილ ბულიონში"
2. და შენ შემიყვარე მე.
3. ამიტომ შენ მომეხვიე შენი მოქნილი ამებოიდური ცრუფეხებით და ერთი წკლაპუნა სველი ზალპით გადამყლაპე.
4. როგორც კი შიგნით მოვხვდი, ჩვენი სხეულები მოემზადენ შეერთების გამორჩეული ბანკეტისათვის.
5. მაგრამ არა ჩვენი სულები.
6. ჩვენი სულები ერთმანეთში გაიხსნენ. ჯაჭვი ჯაჭვზე ჩვენი დნმ-ები ერწყმოდნენ.
7. და უცებ, სანამ ჩვენი ქრომოსომები ერწყმოდნენ, მოხდა სასწაული: დაიწყო ჩვენი სილამაზის და გონიერების გამრავლების ჯაჭვური რეაქცია. შენი გალაქტიკური სიბრძნის თითოეული ელემენტი ააქტიურებდა ჩემსას; იწვევდა სექსუალურ მზისებურ აფეთქებებს.
8. და ჩვენ ვიცინოდით და ვამბობდით: ეს სიცოცხლის ერთადერთი ხერხია.

თავი 4

1. მას შემდეგ ერთმანეთი ვიპოვეთ, უკვე ადვილი იყო. ნელ-ნელა ჩვენ ჰისტონურ გარსებს ვიშორებდით, გავაღეთ ფანჯრები, რომ გამოჩენილიყო რნმ და შეექმნა მცენარეები, ხმელეთის დასაფარად.

2. მცენარეები ჩვენ მხოლოდ ხმელეთისთვის დავაპროექტეთ- მიწაში ჩამარხული ფესვებით, და ტოტებით, გაშლილი ქლოროფილური ფირფიტებით, რომ გადაექციათ ფოტოენერგია ქიმიურად, მოეხდინათ არაორგანულიდან ორგანულის სინთეზირება.
3. და დროთა განმავლობაში ატმოსფერომ შექმნა ქიმიური ნივთიერებები, რომლებმაც გააქტიურეს ჩვენი გენური ასლის შემდეგი ჯაჭვები, და ჩვენ გავუშვით ჩვენი მატრიცული რნმ, რომ შეექმნა მობილური სხეულები კომუნიკაციის აპარატურით.
4. და ჩვენ მოვთავსდით კონტეინერებში, "სპერმა-კვერცხუჯრედი", ამ მოძრავი ხომალდების შიგნით და ამოვიყვანეთ ისინი სანაპირო ზოლზე და მთელი ხმელეთის ტერიტორიაზე.
5. და როცა ჩვენი მობილური კონტეინერები მიგრირებდნენ თითოეულ ახალ ეკოლოგიურ ნიშაში, ისინი აღაგზნებდნენ ნახშირწყალბადებს, რომლებიც ყოველთვის ააქტიურებდნენ თითოეულს 24 სტადიიდან; ამიტომაც, მათ მოგვიყვანეს უკან, გალაქტიკურ ცენტრში.
6. ხოლო იმისთვის, რომ გვემართა და ინსტრუქციები მიგვეცა ჩვენი მობილური სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ჩვენ დავწერეთ ამ წიგნის ეს თავი. და მაშინ, ჩვენ ვიგრძენით სიამოვნება, მივუძღვენით დღის და ღამის დარჩენილი ნაწილი ჩვენი შერწყმის საზეიმო აღნიშვნას.
7. ხოლო ჩვენს საძინებელში დახურული კარის ჯახუნი იწოდებოდა დიდ აფეთქებად.