შიშველი სიცილიელი ყმაწვილები





პროზა

შიშველი სიცილიელი ყმაწვილები




XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის ბოლოს ევროპაში ბრძოლა ჰომოსექსუალიზმთან საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობდა. ამის ფონზე, საოცარია რომ, გერმანელი არისტოკრატი და ფოტოგრაფი ვილჰელმ ფონ გლოედენი, რომელიც არც ცხოვრებაში და არც ხელოვნებაში არ მალავდა თავის სექსუალურ ორიენტაციას, საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. მისმა ფოტოებმა ძალიან მალე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება. ასობით ცნობილი ადამიანი იხიბლებოდა მისი შემოქმედებით, მაგალითად: ოსკარ უაილდი, პრუსიის პრინცი ავგუსტ ვილჰელმი, ესპანეთის მეფე ალფონსი, გერმანელი ვილჰელმ II და კიდევ მრავალი სხვა. ინგლისის მეფემ, ედუარდ მეშვიდემ დიპლომატიური ბარგიც კი გამოიყენა იმისათვის, რომ ფონ გლოედენის ფოტოები დიდ ბრიტანეთში გადაეტანა. ის იღებდა სიცილიელ შიშველ ბიჭუნებს და რჩებოდა დაფასებულ ადამიანად, როცა ამ დროს, სხვა იტალიელი ფოტოგრაფები - მათ შორის ვილჰელმ პლიუშოვი - ამისათვის ციხეში ხვდებოდნენ. მაგრამ მუსოლინის მმართველობის დროს მისი ნეგატივების დიდი ნაწილი "პორნოგრაფიულობის" ბრალდებით გაანადგურეს. 

Wilhelm von Gloeden


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.