• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

პერსონალური სნობი, ვუპის თეძო და ქართველი ლიბერალები

×
ავტორის გვერდი იაგო ხვიჩია 00 , 0000 3759

სნობი – ამ სიტყვას ხშირად გაიგონებთ ამ ქვეყანაში, კონტექსტი თითქმის ყოველთვის უარყოფითია. ამ სიტყვით მოიხსენიებენ ნებისმიერი პროფესიის და ნებისმიერი გატაცების ადამიანებს, მაშინ როდესაც უნდათ, ამ ადამიანის დაბალ კვალიფიკაციას გაუსვან ხაზი და თან ვერც მის შეხედულებას უპირისპირებენ რაიმე არგუმენტს, რადგანაც ამ შეხედულების სისწორეს თვითონაც აღიარებენ.

ვინმემ რომ არ დაგვაბრალოს ის, რომ ტერმინს ისე განვმარტავთ, როგორც ეს არც ერთ ლექსიკონში არ წერია, ჩემ ხელთ არსებული ერთ–ერთი უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან მოვიტან სიტყვა ,,სნობის,, განმარტებას:

,,სნობი – ადამიანი, რომელიც ცდილობს გამოიყურებოდეს არისტოკრატად ან დახვეწილ ინტელექტუალად და ცდილობს წარმოაჩინოს თავისი გამორჩეულობა,, – რაო რამე ხომ არ გეცნოთ, ხომ არ გგონიათ თქვენზეა ზედგამოჭრილი? არა? აი, მე კი მგონია ჩემზეა ზედგამოჭრილი, მაგრამ სულაც არ მრცხვენია... გავაგრძელოთ, ,,ქედმაღალი, ამპარტავანი და ამავდროულად ძალიან უნიჭო ადამიანი“. ხომ ამოისუნთქეთ, აკი გითხარით, ჩემზეა მეთქი ზედგამოჭრილი, თქვენ რა შუაში ხართ! ,,რომელიც ამაყობს თავისი მიკუთვნებულობით საზოგადოების რაიმე ჯგუფთან,, ხოო, ეგ უკვე სხვა საქმეა, ხომ ხედავთ, მაინც არ გეშვებით, რამდენჯერ გითქვამთ, რომ ტომ ვეიტსის ფანი ხართ. არადა, დიდი ხანი იზეპირებდით მისი ყველაზე ცნობილი ორი სიმღერის დასახელებას და საჭირო დროს მაინც არ გახსენდებათ, გინდათ გიკარნახოთ? ისა... რა ქვია მაგას....ეშმაკმა გაჟიმოს... მეც დამავიწყდა, არადა, ხომ იცით, ვგიჟდები ტომ ვეიტსზე, არ გჯერათ? თუ არ გჯერათ გეტყვით, რომ თავის დროზე ფრენკ ზაპპასთან მღეროდა და მერე ცოლის რჩევით დაიწყო სოლო კარიერა... ახლა ხომ გჯერათ?

რამდენჯერ  გიფიქრიათ, რომ ძალიან ნაკითხი ხართ, მონაწილეობთ იმ 50 წიგნის შერჩევაში, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ზოგჯერ ამბობთ, რომ 50 ცოტაა, 100 აუცილებელი წიგნი მაინც არსებობს და უკვე აღარც კი გახსოვთ, რომ არც ერთი მათგანი არ გადაგიშლიათ არასოდეს.

ან კიდევ რამდენჯერ დაგიჭერიათ საკუთარი თავი იმაზე, რომ სერგო ფარაჯანოვის ფილმები ,,საშინელი,, საყურებელია.

მოკლედ არ გავაგრძელებ ალბათ მართალი ხართ, 50 არ ეყოფა, 100 წიგნი მაინც უნდა წაიკითხოს ადამიანმა და სერგო ფარაჯანოვის ფილმები სულაც არ არის ცუდი საყურებელი, ხო, ვიცი... მანამდე ტარკოვსკი, ვისკონტი და ფრანსუა ტრიუფო მაინც უნდა მქონდეს ნანახი.

ახლა ცოტა სერიოზულად, რას ნიშნავს იყო სნობი? დაახლოებით იმას, რომ შენ არ მოგწონს საკუთარი ხელისუფლება ან ოპოზიცია, იმას რომ ნოღაიდელი სირი გგონია, იმას რომ გინდოდეს გაჟიმო ანჯელინა ჯოლი და არამც და არამც ვუპი გოლდბერგი, ან უბრალოდ იმას, რომ დილით ადრე ადგე და ღრმად ჩაისუნთქო.

 ერთი სიტყვით, იყო სნობი ნიშნავს იმას, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივია.

რატომ არის სნობიზმი ჩვეულებრივი მოვლენა? რა გამოარჩევს სნობებს სხვებისგან? ის, რომ მათი სურვილია მიეკუთვნებოდნენ საზოგადოების იმ ჯგუფს რომელსაც არ განეკუთვნებიან, მაგრამ ძალიან უნდათ იყვნენ ამ ჯგუფის წევრები.

და რა არის ამ სურვილში ცუდი – არც არაფერი, ან რატომ შეიძლება რომელიმე ჯგუფი იყოს წინააღმდეგი, თავისი რიგები ახალი წევრით შეავსოს. ახალი, მოდი, ასე ვთქვათ, ,,სნობური სისხლის,, გარეშე ნებისმიერ ჯგუფს დაემართება იგივე რაც დაემართა:

  1. საქართველოს საპატრიარქოს, რომელშიც იმდენად ჩაკვდა განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა, რომ განსხვავებული აზრის ქონა, შესაძლოა ანათემის საფუძველი გახდეს, პირველი ჯგუფისგან განსხვავებით ეს ჯგუფი გაურბის დებატებში ჩაბმას, ნებისმიერ მისთვის საჩოთირო შეკითხვას ,,მისტიურობის შარავანდედს,, ახვევს, და რაც მთავარია ამ ჯგუფში შესაღწევად აუცილებელია ფარისევლობის შერწყმა აბსოლუტურ რელიგიურ სიბნელესთან (გამონაკლისებიც არსებობს). ხო, რაც მთავარია, ჯგუფში შეღწევის შემდეგაც ხო გვჭირდება გარკვეული უნარ – ჩვევები უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, თუ ასეა მაშინ გაითვალისწინეთ, ეკო დეისაძის ერთ ერთი სიმღერის არ იყოს ,,რად გინდათ წიგნი, ისწავლეთ ლოცვა,,  შედეგი გარანტირებულია.

მაგრამ ამ ჯგუფს თავისი უპირატესობა აქვს, ის ყველასგან ღებულობს დახმარებას და პირველ ჯგუფზე გაცილებით უკეთ ესმის პიარი.

  1. ქართულ შოუ ბიზნეს, მაგრამ ამ საცოდავებზე წერაც კი მეზარება, ესენი უკვე სნობებსაც აღარ სჭირდება.
  2. ქართულ თეატრს, რომელმაც დაიჯერა თავისი დიადი წარსულის და გამუდმებით ტრიალებს ,,ცარცის წრეზე,,.
  3. ის შეიძლება სხვა ბანაკში აღმოჩნდეს.
  4. მან შეიძლება არჩევნებში სხვას მისცეს ხმა.
  5. მან შეიძლება ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს და საერთოდ ,,დაახვიოს,, ამ ქვეყნიდან.

შეიძლება ასევე მოხდეს სხვა რამე, მაგრამ ეს არ იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე სნობის საკუთარ გუნდში მიღება, მასზე დაყრდნობა და მისგან საკუთარი თანამოაზრის შექმნა, რადგან სნობები არიან ინტელექტის ჭეშმარიტი დამფასებლები, სნობები მნიშვნელოვნად განაპირობებენ ცივილიზაციის პროგრესს, ინტელექტუალები საზრდოობენ სნობების იდეებით, ინტელექტუალობისკენ გზაზე სნობობის ეტაპი უცილობლად გასავლელია, სნობები ხელს უწყობენ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, სნობებს უნდათ თანამედროვე ქვეყანაში ცხოვრება.

ერთი სიტყვით, გაუმარჯოს ქართველ სნობებს!!!

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული