ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
visual-art

არტეკის ნიმფები

ალექსი ჩიღვინაძე
28.04.2010

   


და ჩავწერე სიტყუაი იგი  "ა რ ტ ე კ ი" საძიებო სისტემა "გუგლის" ტექსტურ ველსა შინა და იმ წამსვე თვალწინ გადამეშალა ქართულ ფორუმებზე გაბნეული მამათა თაობის ტკბილი მოგონებები, საერთაშორისო ბავშთა ბანაკზე, სადაც ამ უკანასკნელს "პატრიოტთა ბანაკებთან" კავშირშიც განიხილავდნენ. ასევე შემხვდა ძალიან სასაცილო ფრაგმენტი ტურაშვილის წიგნიდან "იყო და არა იყო რა":

"არტეკი" საერთაშორისო პიონერული ბანაკი იყო და მართლაც მშვენიერი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, სადაც პიონერ-ხელმძღვანელებად მთელი საბჭოთა კავშირიდან (ძირითადად რუსეთიდან) უჯანმრთელეს გოგონებს არჩევდნენ. პიონერხელმძღვანელების უმრავლესობა ოცი-ოცდაორი წლის ქალები იყვნენ და შებინდებისთანავე მთელი "არტეკის" ტერიტორიაზე საშინელება ტრიალებდა, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო (მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდით) ამ საყოველთაო სიამოვნებაში მონაწილეობას ვერ ვღებულობდი და როგორც ჩანს, ნელ-ნელა გაბოროტება დავიწყე. ჩემს გაბოროტებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ რაზმის ხელმძღვანელმა, სადაც მოვხვდი, რატომღაც ქართულ ენაზე საუბარი აგვიკრძალა მე და ლევან ტრაპაიძეს და ამან ჩვენში საშინელი პროტესტი გამოიწვია. სერგეი ეიზენშტეინის ჯავშნოსან "პოტიომკინზე" არაფერი იმის მსგავსი არ მომხდარა, რაც ჩვენ "არტეკში" მოვიმოქმედეთ და ქართული ენის დასაცავად, ჩვენს მხარეზე, ყველა არარუსი ბავშვი გადმოვიბირეთ. როგორც ჩანს, არამზადობისაკენ მიდრეკილება იმთავითვე მქონდა და როგორც ამბოხების მეთაური, გაკავებულ მდგომარეობაში მიმგვარეს მთელი "არტეკის" დირექტორს.

"არტეკი" მაშინ თხუთმეტ უზარმაზარ ბანაკს აერთიანებდა, უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა სამხრეთ ყირიმში და მთელი "არტეკის" დირექტორი კი, რანგითა და მდგომარეობით, საკავშირო პოლიტბიუროს წევრებს დიდად არ ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ჩემი შეშინებული სახე, როცა დირექტორმა მაგიდას მუშტი დაარტყა და ჩემს მშობლებს სამსახურიდან მოხსნით დაემუქრა. ჩემი "არტეკიდან" გარიცხვის ბრძანება იქვე, ჩემს თვალწინ დაწერა და ერთადერთი, რაზეც გული დამწყდა, ჩემი ასაკი, უფრო სწორედ ზემოხსენებული უასაკობა იყო.

ამ ამბავს ასე დეტალურად და დაწვრილებით იმიტომ ვიხსენებ, რომ "არტეკის" ინციდენტიდან ათიოდე წლის შემდეგ, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა ასეთ მასიურ მოვლენად იქცა, მაშინაც მრავლად იყვნენ ადამიანები და ახლაც არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც სჯეროდა და სჯერა, უკვირდა და უკვირს, რატომ ითვლებოდნენ რუსები ჩვენს დამპყრობლებად, როცა მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ "რუს ქალებს ყოველთვის ჩვენ ვტყნავდით"

ნაწყვეტის განხილვას შეგნებულად ავარიდებ თავს და მკითხველს დასკვნების გაკეთების იმ სიამოვნებას არ წავართმევ, რასაც ამ ტექსტთან მიმართებაში "ფსიქოანალიზის" (რომელსაც, რა დასამალია და, თავად ავტორიც მიმართავს) გამოყენების შემთხვევაში მიიღებს. (ლოლ)

აქვე მოვიყვან ფრანგი ფოტოგრაფის, კლოდინ დორის ფოტოსერიას, რომელიც მან სწორედ თანამედროვე "არტეკის" ტერიტორიაზე გადაიღო.