ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

მასტურბაცია ცეცხლმოდებულ შენობაში

ალექსი ჩიღვინაძე
08.05.2010

   


როდესაც აზროვნების სულ სხვა სიბრტყეში იმყოფები, საქართველოში შექმნილ გარემოში ცხოვრება და რეფლექსია არსებულ სიტუაციაზე, იგივეა რაც "მასტურბაცია ცეცხლმოდებულ შენობაში". დღეს რელიგია არა მხოლოდ ნარკოტიკია, არამედ ნარკობიზნესი. უმრავლესობისთვის კი, რომელიც ემხრობოდა ფაშისტური ორგანიზაციების (მმკ, სმმ) პოზიციას, პათოსს, ქმედების ფორმებს, რელიგიას აღიქვამს როგორც საქმეს, ერთადერთ მისიას. ქართველი ახალგაზრდები, ისეთივე თავდავიწყებით გაერთობოდნენ კლუბებში, შეიყნოსავდნენ კოკაინს, (ამის საშუალება რომ ქონდეთ) როგორც ახლა დადიან ეკლესიებში და სუნთქავენ საკმეველს. რელიგიური ფუნდამენტალიზმი ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული პროცესების ნორმალიზების უკუპროპორციულად დაიწყებს ქრობას. საჭიროა ამ პროცესებში საკუთარი ადგილის დადგენა! საჭიროა მივხვდეთ, რომ ხელისუფლების, ოპოზიციის, ეკლესიის მიღმა, არსებობს გართობის და ცხოვრების დიდი, ლამაზი, უალტერნატივო საშუალება. ამის თანდათან გაცნობიერების საშუალებების მოძებნაა საჭირო. " If I can't dance, I don't want your revolution!" (Emma Goldman) ასე რომ მეტი აქტიურობა. მაგ: სახრახნისით ამოვკაწროთ მღვდლების ჯიპებზე სიტყვები: "ნეტარ არიან ღარიბნი"; მოვისაქმოთ mcdonalds-ებთან! მერის არჩევნებზე კანდიდატად წარვადგინოთ ვარდისფერი გოჭი. ვიცეკვოთ და გავმართოდ წარმოდგენები ბანკებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების წინ! დავიწყოთ არალეგალური კოსმონავტიკა! აღმოვაჩინოთ იესო, კრიშნა, ბუდა, მთებში, რადგან ყველაზე დიდი ტაძარი ბუნებაა! და იკვლევდე თანამედროვე ტექნოლოგიებს, ნიშნავს იყო ღმერთის ძიებაში და ასე შემდეგ... ასე რომ მეტი სილაღე! მეტი სულიერება! მეტი კრეატიულობა!