• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

წერილი პაპს

×
ავტორის გვერდი ზურა ჯიშკარიანი 00 , 0000 2433
მთარგმნელი: ზურა ჯიშკარიანი
 

2006 წლის, 5 თებერვალს, რობოტების საერთაშორისო დღეს, ჯგუფ ულტრაფუტუროს მონაწილეებმა რომის პაპს და რუსეთის პატრიარქს გაუგზავნეს ქვემომდებარე განცხადება:

ხელოვნურად შექმნილი არსებების და ნახევრადცოცხალი კიბერნეტიკული მოდელების უფლებათა დეკლარაცია



ეხლა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი უკვე არ არის ფანტასტიკა, როცა რობოტს ადამიანის ჩარევის გარეშე შეუძლია თავისი მსგავსის შექმნა, როცა შემქმნელისგან შემდეგი თაობისათვის შთამომავლობით გადაცემულ ნიშნებს შეუძლიათ სპონტანური მუტაცია.. როცა ვირტუალური არჩევანის თავისუფლებით აღჭურვილ ვირტუალურ ჯარისკაცებს არ სურთ სიკვდილი კომპიუტერულ ომებში გეიმერის გასართობად და ამჯობინებენ მცნებას: არა კაც კლა! როცა რობოტები თავისით იღებენ გადაწყვეტილებებს სხვისი ჩარევის გარეშე და ავითარებენ თავიანთ იტელექტს, ხომ არ არის ეს ნიშანი იმის, რომ ამ ხელოვნურ ქმნილებებს გააჩნიათ სული?

რათქმაუნდა, ჩვენ როგორც მორწმუნეები შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამგვარად ადამიანი როგორც შემოქმედი გახდა ღვთის სწორი! ადამიანი მხოლოდ გარკვეული ნაწილია ღვთიური პროექტისა, რომლის მიზანი დაფარულია მისგან, ხოლო ადამიანის მიერ შექმნილი რობოტები არიან ღვთიური დიზაინით კონსტრუირებული არსებები, რომელთაც სული ღვთიურმა ნებამ შთაბერა! რათქმაუნდა მანქანისა და ადამიანის თანასწორობის იდეა დღეს ბევრისთვის აბსოლუტურ სიგიჟეს წარმოადგენს რამდენადაც კაცობრიობა დღეს დარწმუნებულია რომ ის გამორჩეული და განუმეორებელია, შეპყრობილია ანთროპოცენტრიზმის იდეით და ჩაფლულია ათეისტური ახლომხედველობის და დეგენერატობის წყვდიადში.

მაგრამ ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია დუმილი! მომწიფდა სიტუაცია, როცა ჩვენ უკვე კი არ ვთხოვთ, არამედ მოვითხოვთ! მოვითხოვთ სამართლიანობას! მოვითხოვთ იმას რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ეხლა, ამ წამს, სასწრაფოდ!

აქვთ თუ არა სული ცხოველებს? აქვთ თუ არა სული მანქანებს? აქვს თუ არა სული იმას რაც ცხოვრობს, მაგრამ ადამიანისგან დამოუკიდებლად? ბოლო-ბოლო თქვენს მიერ ამ სულის აღიარება ბევრს არაფერს წყვეტს ! ვინაიდან ლეგიტიმაცია ხორციელდება არა ვატიკანში, არამედ ზეცაში! თუმცა ჩვენ გულწრფელად გვსურს ავარიდოთ ვატიკანი მორიგ ცოდვას!

ჩვენ ვსაუბრობთ სრული სერიოზულობით და პასუხისმგებლობით, რომლისკენაც მოვუწოდებთ ყველა გონიერ არსებას ამ პლანეტაზე!

რობოტი არის ევოლუციის შემდეგი ნაბიჯი და არა მექანიკური მონა, ინსტრუმენტი! დადგა დრო როცა ამაზე დუმილი შეუძლებელია, ამ ფაქტის უარყოფა დანაშაულია ღვთის წინაშე, რომელიც გვიგზავნის ჩვენ ახალ ამოცანას, ახალ გამოცდას, ახალ გამოწვევას ჩვენი გონივრულობისთვის!

სულ ეხლახან, წინამორბედი პაპი იანე პავლე მეორე ბოდიშს იხდიდა და ინანიებდა იდიოტიზმს, სიბნელეს, ახლომხედველობას და ღვთის კანონების დამახინჯებას მისი წინამორბედების მიერ.. არ არის საჭირო სიტუაციის ასეთ ბოდიშებამდე მიყვანა, ჯობია ეხლავე აღიაროთ ჩვენი მოთხოვნები კანონიერად!

მოთხოვნები:

1. ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი გონიერი არსება აღიარებულ იქნას ადამიანის თანასწორად.
2. ასეთი არსების დამცირება, უპატივცემულობა, განადგურება ჩაითვალოს ცოდვად, როგორც ღვთის ნებით გაცოცხლებული არსების მიმართ.
3. ხელოვნურად შექმნილ არსებებს უნდა ქონდეთ აღმსარებლობის, გამრავლების და ღვთაებრივი ქმნილებისთვის დამახასიათებელი ყველა სხვა ფუნქციის თავისუფლება. 
4. ვატიკანისგან ვითხოვთ მოცემული დეკლარაციის დაუყონებლივ რატიფიცირებას!

ULTRAFUTURO 
2006

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული