ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
afisha

გამოფენა "შორის / INBETWEEN "

demo.ge
22.06.2010

   


გამოფენა ’შორის’ 2000-იანი წლების მხატვართა ნაწილს აერთიანებს. ესაა თაობა, რომლის პირადი მსოფლმხედველობა თუ მხატვრული პოზიცია ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ფორმირდებოდა. ბოლო 20 წელზე მეტია საქართველო პერმანენტული ტრანზიციის პროცესში იმყოფება. პერესტროიკის შემდეგ იდეოლოგიური ვექტორის დიამეტრალურ ცვლილებას სამოქალაქო ომების, ეთნიკური კონფლიქტების, ეკონომიკური არასტაბილურობისა და ქაოსის ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვა. ბუნებრივია, საზოგადოებრივ ფორმაციათა ცვლის დრამატულმა მოვლენებმა მხატვრულ აქტიობას, სახელოვნებო პროცესებსაც დააჩნია კვალი. 

’შორის’ - ფოკუსია, მორგებული მხატვარზე, რომელიც გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებლ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურული ველების პოლარობათა შორის დაძაბულობას იყენებს როგორც სტიმულს შემოქმედებითი აქტიობისათვის; ცდილობს ხელახლა, მხატვრული საშუალებებით გაიაზროს წარსული და მომავლის პერსექტივა, ურთიერთმიმართებანი დაბადებასა და სიკვდილს, ევროპასა და აზიას, ომსა და მშვიდობას, ინტიმურსა და საჯაროს, გონიერებას და ემოციებს და ა.შ. შორის. 

პოსტსაბჭოთა სიტუაციისათვის ახალი გამოსახვის ფორმების ძიება და სოციალური აქტიობა ალბათ ის ორი უმთვრესი ნიშანია, რაც გამოფენაზე წარმოდგენილ მხატვრებს მათი ესთეტიკური პოზიციისა თუ ინტერესთა სფეროების განსხვავებულობის მიუხედავად აერთიანებს. ყველა მათგანი წლების განმავლობაში ჩართულია სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების პროექტებში, სახელოვნებო სივრცის ინსტიტუციონალური გარდაქმნის, განსაკუთრებით - საგანმანათლებლო პროცესის რადიკალური განახლების პროცესში.

’შორის’ მონაწილენი მხატვართა იმ წრეს ეკუთვნიან, რომელმაც შეძლო თანამედროვე ხელოვნების ფორმები მიღებული თუ არა, ცნობადი მაინც გაეხადა საზოგადოებისათვის, ხელი შეეწყო თანამედროვე მხატვრული ენის, პრობლემატიკის დამკვიდრების რთული და, როგორც აღმოჩნდა, ხანგრძლივი პროცესისათვის. მათ შორის არიან ბოლო წლების ყველაზე სკანდალურ და პოლემიკურ ნამუშევართა ავტორები. 

გამოფენაში მონაწილეობენ:

თეკლა ასლანიშვილი

თეო ბიჩინაშვილი

გიორგი (გაგო) გაგოშიძე

ლადო დარახველიძე

გია ეძგვერაძე 

გიორგი კევლიშვილი

დავით კუხალაშვილი

ქეთო ლოგუა

ნატალი ნებიერიძე

მელანო სოხაძე

ვაჟიკო ჩაჩხიანი (Wat’s)

თორნიკე ჭაფოძე

გიორგი ხანიაშვილი

დასაწყისი:
2010 წლის 23 06, ოთხშაბათი, 19:00-ზე
დასრულების დრო:
2010 წლის 28 06, ორშაბათი, 7:00-ზე
მდებარეობა:
გალერეა "9" / Gallary ''9''
ქუჩა:
გუდიაშვილის ქ. 9, / Gudiashvili str. 9
ქალაქი/რაიონი:
Tbilisi, Georgia