(მე გაგიღრმავებ ცოდნას, ძვირფასო)





პოეზია

(მე გაგიღრმავებ ცოდნას, ძვირფასო)




მე გაგიღრმავებ ცოდნას, ძვირფასო, 

შენ მოიქეცი ოღონდ ქალურად,

და ბოლოს, გარჯა რომ დაგიფასო,

წამოგამღერებ მუსიკალურად.

 

არ ეტანები ღვინოს წვეთ–წვეთად

წრუპავ და თვალებს რომ აფახულებ,

ჰაეროვანო და ტანწერწეტავ,

შენში ჩამალულს ვხედავ ზაფხულებს.

 

გთხოვ, მაპატიო, ზოგჯერ უხამსად

რომ ვიგინები, თავს ვერ ვიკავებ,

მძულს ყველა, ტვინი რომ დაუხავსდა,

თავი შიგნიდან ვერ მოიქავეს.

 

ვინ ამბობს ჩემზე, ჰგავსო დონ ჟუანს

და მიჰყიდაო სული ავსულებს?!

შენ ხარ ოქტავა დოს და დოს შუა

და მე თუ არა, სხვა შეგასრულებს.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.