• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

(ვსვამ შენს თვალებს)

×
ავტორის გვერდი გივი ალხაზიშვილი 00 , 0000 1709

“ჩვენც დავნებდეთ სიყვარულს”…
ვერგილიუსი

 


ვსვამ შენს თვალებს,
ხმასაც,
ფრენის წუთს რომ იხანგრძლივებ წამღერებისას…
სიყვარული კი ეახლება თავის ვიწროებს
და ყოველ ჯერზე ახალია..
პოულობს სხივი ჭუჭრუტანას…
მგონი მზეც კი ვერ შეედრება იმ წუთს,
ჩვენით რომ ივსება,
და ძარღვებში სიმღერით დადის.
… და ყოველ ჯერზე ახალია…

30. 12. 2009 წ

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული