მე დავწექი





პოეზია

მე დავწექი




_

მე დავწექი.
დავწექი გულაღმა.
დავწექი მოწყვეტით, როგორც ბლოკბასტერის გმირი წვება ხოლმე
ფილმის მიწურულს,
როცა უკან ყველაფერი ფეთქდება.
დავწექი, როგორც ჩახმახი
და წამით, მთელი სამყაროს ხმები გადავფარე.
დავწექი როგორც ნისლი
დავწექი გმირულად, როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძე.
დავწექი, როგორც ბერლინის კედელი, შვებისმომგვრელად.
დავწექი რომ ვიყო ცის პარალელური.
მე დავწექი რომ ღვთაებებივით დავხუჭო თვალი.
მე დავწექი რომ დავივიწყო.
მე დავწექი რომ დავწვა,
დავწექი რომ დავწვე, ვიწვე, ვიწვალო და ვიწველო სიზმრები.
დავწექი, რომ მიწას გავუთანაბრდე.
დავწექი, რომ ვიბორგო და ვიტრიალო საკუთარი ღერძის გარშემო.
დავწექი, რომ გავიზარდო.
მე დავწექი, რომ წინ ვიყურო.
მაგრამ წინ მხოლოდ ჩემს ფეხებს ვხედავ.
მგონი, ჯობია ავდგე.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.