ბავშვობაში ვოცნებობდი, ზომბი ვყოფილიყავი





ინტერვიუ

ბავშვობაში ვოცნებობდი, ზომბი ვყოფილიყავი




თარგმანი: პაატა შამუგია

––––––––––––––––––––––

ინტერვიუ კარლტონ მელიკთან

– თქვენი შემოქმედების პირველსავე ეტაპზე გაღიარეს, როგორც ანდერგრაუნდული მწერლობის ვარსკვლავი. ჯერ კიდევ ახალია „ბიზაროს“ ჟანრი, მაგრამ თანდანათან მეტად აქტუალური ხდება, თქვენი წიგნები ყოველთვის ხმაურს იწვევს (მაგალითად, თუნდაც "სატანბურგერი" კმარა). ეს მხოლოდ ზომბების თემატიკითაა განპირობებული, თუ სხვა უხილავი ნაღმებიც გიდევთ ქვეტექსტებში?

– არ მესმის, რაზე მეკითხებით. თავი ბრიტნი სპირსი მგონია. მე მწერალი ვარ და ვწერ. ზომბები კი ბავშვობიდან მიყვარს, ვოცნებობდი კიდეც, რომ ზომბად ვქცეულიყავი. საზოგადოების მოთხოვნილებაც გასაკვირი არაა, ყველას უყვარს სახიფათო შეგრძნებები. 

– ზომბები თქვენს ყველა რომანში ჩნდებიან. და საინტერესოა, რომ ეს ხდება არა სპეციფიკურ სიტუაციებში, რომელსაც  zombie fiction უწესებს ამ ჟანრს, არამედ ყოველდღიურ დეტალებშიც, მაგალითად თქვენს ერთ–ერთ ტექსტში კატას ჰქვია „ზომბი“, თავის მხრივ, ერთი თქვენი რომანი ზომბს ეძღვნება. როგორ ხსნით თქვენს აკვიატებას, რომელიც უშუალოდ ზომბებს უკავშირდება? 

– მე მომწონს „მკვდარი ცოცხლების“ იდეა. ბავშვობაში ზომბი–ფილმებით აღფრთოვანებულ ვიყავი. ვოცნებობდი ზომბების უკაცრიელ დასახლებაზე. კოლეჯში ზომბებზე ფილმებს ვაგროვებდი და ზოგი მათგანი ისეთი იშვიათობა იყო, რომ  თითოში 70 დოლარის გადახდაც მიწევდა. ზოგადად, სისხლი ჩემი შთაგონების წყაროა, არა აქვს მნიშვნელობა, ეს  ჭრილობა იქნება თუ მენსტრუაცია.  თუმცა, ზომბები სისხლის გამო  კი არ მიყვარს, ან უფრო მეტიც: ჰორორის გამო,  მე ის დრამატიზმის გამო მხიბლავს. საშიშად მომხიბლავია ადამიანური რასის გადაშენებაზე და მკვდრების სამყაროში ცხოვრებაზე ფიქრი.  

– რას წარმოადგენს ზომბი, რომელსაც თქვენ, როგორც მწერალი, გვიხატავთ? 

– ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ზომბი მნიშვნელოვანია, როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი. ძალიან მომწონს მკვდრების სამყაროს აღწერა. ცოცხლებისა და მკვდრების კონტაქტი, ორი უკიდურესად ახლო სამყაროს შეჯახება, შიშისა და აღფრთოვანების საზღვარი, სადაც აუცილებლად იწყება რაღაც ახალი, თუნდაც, ახალი გენერაცია, ახალი სამყაროს მუტაცია. 

– თქვენს ტექსტებში ზომბები ორ კატეგორიად იყოფიან: ტრადიციული დეპრესიული, „ემო“ ზომბები, ასე ვთქვათ,  საკუთრივ ზომბები. და პერსონაჟები, რომლებიც დაჰიპნოზებულნი და დაზომბებულნი არიან კონსუმერული მოთხოვნილებებით, კაპიტალიზმის უპირობო მიღებით. ამ უკანასკნელ გენერაციას „კულტურულ ზომბებს“  ვუწოდებდი.   პირადად თქვენ რა კავშირს ხედავთ ამ ორ მოვლენას შორის? 

– ჰო, ტრადიციული ზომბები მოწყენილი ტიპები არიან, დაკარგულები, არავისთვის საჭირონი, ადამიანიჭამია მუტანტები, ერთი სიტყვით, ძალიან საყვარელი ვინმეები არიან. კულტურული ზომბი ტრადიციული ზომბის მეორე მხარეა, ფაქტობრივად, დიდად არც განსხვავდებიან. t

– ახალ ზომბი–რომანს ხომ არ წერთ?

– თუ ახალ ზომბი–რომანს დავწერ, გპირდებით, რომ ეს იქნება ავტობიოგრაფიული.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ამ ვიდეოში კი ნახავთ ნაწყვეტს ფილმიდან The Ancient, სადაც ერთ–ერთ მთავარ როლს კარლტონ მელიკი ასრულებს:


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.