ლოგიკის დენოტაცია





პოეზია

ლოგიკის დენოტაცია




რთულია მეგობრის გადაცემაში მიწვევა,

რომელშიც ის უნდა მოკვდეს მისგან უკითხავად.

რთულია შენს მეგობრებს გამოუცხადო:

ურთიერთობა იყო იმდენად სასარგებლო შენთვის,

რომ გამდიდრდი შემოსული ოცნებებით და ფანტაზიებით

და გაძეხი და იმდენად გაძეხი,

რომ ახლა მზად ხარ სადმე ქუჩის კუთხეში ყველაფერი უკან ამოიღო.

რთულია იყო ინტელქტუალურად გამართული და დახვეწილი ფერადი ტელევიზორი,

როდესაც ადამიანებს ასე უყვართ საინფორმაციო გამოშვებაში

გამოცხადებული საზარელი მკვლელობები საზარლად

და რომელიღაც მანიაკის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული

და სერიალები, რომელშიც ფრედერიკო მანუელს ეუბნება, რომ უყვარს

და რომელშიც მანუელაც ეუბნება მანუელს, რომ უყვარს

და რომელშიც მანუელი აღმოჩნდება ორივეს ნახევარძმა, ან ნახევარდა.

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.