• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წარმოსადგენი ან უბრალოდ წასაკითხი მაინც

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 10 იანვარი, 2013 1988

როცა მოგონება იზრდება იმხელა, რომ ხდება შენხელა, თითქმის

და ცდილობ შეტენო რომელიმე შენს ჩვეულ კუთხეში, როგორც ქუჩის ძაღლი

და ცდილობ გააუპატიურო ან გააუპატიურებინო თავი,

მოგდის ხელახლა პოზა, დრო, წამი, ადგილი მოგონების

და საზოგადოების მარწუხებში შევარდნილი ცდილობ არ გერქვას მოგონება

და სულ ბოლოს იღებ ტკივილამდე დასულ მოგონებას

და ადრი სხვა მოგონებებს, რომლებსაც ტაბუ დაადე და დაჩაგრე

და აგდებ ფეხთან, ისე, როგორც სნიკერსის ქაღალდს ან მარლბოროს კოლოფს

და აგრძებელ გზას შემდეგი მოგონების საძიებლად,

რომელიც ნაკლებად მტკივნეული იქნება შენი ხორცისთვის და სულისთვის

და ყოველივე ამის შემდეგ, როცა ყველა მოგონებას იტკენ და ტკივილიც მოგბეზრდება

და როცა სხვის მოგონებებს იტკენ და ისინიც მოგბეზრდებიან

და როცა ხვდები, რომ წყვილს ერთმანეთთან მხოლოდ სექსი აკავშირებთ და არა მოგონებები,

მაშინ იწყებ სიარულს ქუჩაზე (რომელზეც დიდ ხანს დადიოდი და საოცარ სევდას იწვევდა შენში), გამართულად და, თითქოს, ქუჩებიც გიკავშირდებიან.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული