• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მეტამორფოზი

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 2270
"Everything I leave behind me ... in the way of diaries, manuscripts, letters (my own and others'), sketches, and so on, [is] to be burned unread." Franz Kafka


არასოდეს ენდოთ ბუნებით ესკიმოსებს.

არასოდეს ენდოთ არცერთ ხორცის გამყიდველ ყასაბს.

არასოდეს ენდოთ ზებრებს. უზოლო ზებრებს.

არასოდეს ენდოთ მეთევზეებს დღიური საშოვარისთვის.

არასოდეს მენდოთ მე. რადგან ეშმაკი ვარ.

 

ჩვენ შეშლილები ვართ. შიზოფრენიით დაავადებულები.

ვერ გიტან როცა გიჟდები

და მიყვარხარ, როცა ვერ გიტან

და მეც მაგიჟებ.

 

და რად უნდა თევზს კბილები.

თევზმა ყველაფერი იცის.

ჩემო ძილის მეგობრებო,

ჩემო სიზმარში ჩაზიარებულო ნაწილებო,

ჩემო გამგებებო და არ გამგებებო,

ძლისპირის მძებნელებო,

გამაგრდით,

ახლოა აღთქმული ქვეყანა ზღაპრების,

სადაც ჩვენ კი არ გვესიზმრებიან სიზმრები,

არამედ სიზმრებს ვესიზმრებით.

 

ცხენიც ფიქრობს და ცხვარიც ფიქრობს.

თევზი არ ფიქრობს ექსპრესიონალურად.

პოეზიის მეექვსე მცნება: დააძინე ყველაფერი, მოგუდე ყველაფერი,

იფხიზლე თვალებით ფეხებამდე.

იფხიზლე გონებით

და მერე ყველა სხეულს მიუწექი გვერდზე.

 

ავე მარიას საოცრად გალობენ პარიზის ღვთისმშობელში.

ძლისპირი ღმერთის დაბადების ჩვენად.

რაისთვის დამიტევე ღმერთო რაისთვის,

იძახდნენ მათხოვრები და თავზე იცემდნენ როზგებს, რომელიღაც დღესასწაულზე.

იძახდნენ თავზე შეშლილი ფუტლიარები

ცხოვრების ტრაგედიით მონათლული ცირკის აკრობატებად.

 

და შენ ჩემო ხალხო. გამოეყავი მათ და დაბრუნდი უკან.

ჩასაქოლი არაფერი დარჩა ჩემში.

სისხლი არ მაქვს, რომ დაგალევინოთ

პური არ მაქვს, რომ გაჭამოთ

როზგი არ მაქვს, რომ გაგროზგოთ

მხრები არ მაქვს, რომ შეგიყენოთ მხრებზე.

 

ამღერებული ყველა სხვა ხმა როდია ხმა.

არ მოტყუვდეთ მეგობრებო ცრუ კოცნებით და ცრუ კოცონით,

მხოლოდ სისხლიან ქუჩებში მოჩქეფს ნამდვილი მუზების აქცია

და სიტყვების კორიანტელი.

ბილწი.

მრუში.

მლაშე.

ბლანტი.

საოდე.

სასახლე.

სამელნე.

უბრალოდ სათქვენე

სიტყვები.

 

ავე მარიას საოცრად გალობენ პარიზის ღვთისმშობელში

და რად უნდა თევზს კბილები,

თევზმა ყველაფერი იცის.

თევზი დაფრინავს, რომ თქვას.

 

ნუ გესმინება ჩემი ღმერთო.

ნუ გესმინება ჩვენი.

მე გავიპარები.

შენს მონობაში დავბრუნდები შიშველი,

ჩემი ტყავით იქ, ქვემოთ,

ქვემოთ.

უფრო ქვემოთ.

სადაც წერტილები მოჩანან წერტილებად.

და სადაც მხოლოდ წერტილებს ჰგონიათ თავი გოლიათები.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული