N-ს





პოეზია

N-ს




აღმოვაჩინე, შენ თვითონ ხარ
პანდორას ყუთი,
სანსლავ ასოებს,
ძირითადად სარგებლობ ყ-თი

შენთვის ერთია ათჯერ შვიდი
და ცხრაჯერ ხუთი,
რუსულიც იცი,
ძირითადად სარგებლობ ხ-თი.

შენ იცი ფასი ყავის ქაფის _
რუსულად "პენ"-ის,
მომხმარებელო კოსმეტიკის,
აგრეთვე "ფენის".


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.