• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

26(1) 

×
ავტორის გვერდი რომან ცხოვრებაძე 00 , 0000 1652

ვიღვიძებ
საათებს წუთები აკლიათ
მეცნიერულად დამუშავებულ კვების რაციონებს
ვიტამინი 'ბედნიერება'
ახალი ამბების წამყვანის ტუჩების მოძრაობები
ქმნიან წამიერ სკანდალებს
აქ
იაფ კარადებზე შემომჯდარ
ქსეროქსის აპარატებს
A4 ფორმატის ფურცლები
არასოდეს აკლდებათ.

ნელი მატარებლებიდან სწრაფი კვების წერტილებს
შორის
გამოგონებულ თაობას
ახურავს კეპი წარწერით
I (გული) NY
და სტარბაქსის მუყაოს ჭიქებით
პოსტ-ინსომნიას ისევე დაუნდობლად ებრძვიან
როგორც
კოხტად გაპარსული პრაქტიკული მამები
ირაციონალურ გრძელწვერა ბარბაროსებს
ისტორიულ ნარატივებში.

ჭარბწონიანი ბიბლიოთეკარები 'კეთილი გულებით'
იღიმებიან მონიტორებთან
და საფოსტო ყუთებს დღეში
7-ჯერ
ამაოდ ამოწმებენ,
საღამოს გარეუბნების
კვადრატულ ოთახებს უბრუნდებიან
და მონოტონურ არსებობას
ონლაინ ფილმებით,
სამასგვერდიანი ფერადი რომანებით
და მსუბუქი ვახშმებით
ანეიტრალებენ.
(ხელფასიდან ხელფასამდე)

გულიდან-გულზე გადამდები
სულიერი ავადმყოფობის,
ბოლო
N-თაობის მოდელი
ანადგურებს სიტყვას 'შენ'
და google საძიებო სისტემაში
შემყავს ბევრჯერნაფიქრი
სიტყვების ემო კომბინაცია
'How to suicide without pain'
(დაახლოებით 28,800,000 შედეგი 0,22 წამში)
ვიძინებ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული