• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

იდეალური წყვილი

×
ავტორის გვერდი სალომე ბარკერი 00 , 0000 2815

მოსაბეზრებელია იმის ატანა რომ ცდილობს მრავალფეროვანი იყოს, ჰგონია ასე უფრო მაკმაყოფილებს, არადა ჩემნაირ ზარმაც ქალს დიდი სიამოვნებით ამოხდებოდა სული მისიონერულ პოზაში. მოკლედ არც მისი ”თავისუფალი აზროვნება” მხიბლავს და არც ”თავისუფალი პოზები”.

">

ჩვენ ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

კვირაში სამჯერ ჯანმრთელი სექსით და ნელთბილი ურთიერთობით.

ცდებით თუ გგონიათ, რომ დაგეგმილი სამი აქტი გვაქვს, რომ ზუსტად ვიცით რომელ საათზე სად ვნახავთ, რომელიდან რომელ წუთებამდე იმოძრავებს ნელა, რომელიდან რომელ წამებამდე სწრაფად, მერე ის დაიძინებს და მე წამოვალ. ან მე დავიძინებ და ის წამოვა.

არაფერიც, ჩვენ ქუჩაში ხელჩაკიდებულები დავდივართ, მაგრამ არც იმდენად რომ გაგვიოფლიანდეს. ლუდს ვსვამთ ერთად, მაგრამ არც იმდენს რომ თავები დავკარგოთ. სექსი გვაქვს რამდენჯერმე მაგრამ არც იმდენჯერ რომ სული ამოგვხდეს. თუმცა მერე ყოველთვის ვეწევით და ერთად ვიძინებთ. თანაც მკვდრებივით.

ხომ გითხარით ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

მშვენივრად გვესმის ერთმანეთის და ისიც, რომ არ არის საჭირო ზედმეტი სენტიმენტები. თანაც ისეთი ბედნიერია გერლფრენდი რომ ჰყავს. და არა ვთქვათ შეყვარებული. პატარა ქვეყნის პატარა შვილის პატარა ღირსების ამბავია ალბათ. თორემ რატომ არის ცუდი თან გიყვარდეს ის ვისაც ჟიმავ?

ეგ იქით იყოს მოკლედ.

ამ ბოლო დროს ცუდად მიგვდის ურთიერთობა.

იმის ბრალი არაფერია პრინციპში, მე მომბეზრდა.

მართლა მოსაბეზრებელი ყოფილა ეს უპასუხისმგებლო ურთიერთობა, თვეში ერთხელაც რომ არავინ მიბრახუნებს მუშტს მაგიდაზე ყვირილით, სად დაეთრევი შე ბოზო ღამის 3 საათზე უჩემოდო.

მოსაბეზრებელია წვეულებაზე საკმაოდ გამომწვევ მზერას ვგრძნობდე სხვა მამაკაცისგან და ჩემი კაცი იმ მესამეს სთავაზობდეს თუ ეგრეა სამში ხო არ გვეცადაო.

მოსაბეზრებელია იმის ატანა რომ ცდილობს მრავალფეროვანი იყოს, ჰგონია ასე უფრო მაკმაყოფილებს, არადა ჩემნაირ ზარმაც ქალს დიდი სიამოვნებით ამოხდებოდა სული მისიონერულ პოზაში.

მოკლედ არც მისი ”თავისუფალი აზროვნება” მხიბლავს და არც ”თავისუფალი პოზები”.

ხომ გითხარით ჩვენ ერთი ჩვეულებრივი წყვილი ვართ.

უფრო ხშირად ის ათავებს, უფრო ხმამაღალი მე ვარ, უფრო უყურადღებო ისაა, უფრო ზარმაცი მე ვარ, უფრო ოფლიანი ისაა, უფრო უხასიათო მე ვარ, უფრო მძიმე ისაა, უფრო ზემოდან მე ვარ..

მოკლედ იდეალური წყვილი ვართ..

მაგრამ როგორც გითხარით ამ ბოლო დროს პრობლემები გვაქვს. მე რა, იმას აქვს.

იმაზე ფიქრმა დამღალა რომ ერთ დღესაც თავში დაარტყამს და ბეჭდით დამადგება. ისე კი არ გაიგოთ რომ გათხოვება მინდა, არავითარ შემთხვევაში, მინდა მოვიდეს და მითხრას რომ მისთვის ერთადერთი ვარ, ყველაზე კარგი და ბლაბლა, როგორც არის ხოლმე ფილმებში, რეჟისორებმა უფრო კარგად იციან მე რაღას ვიწვალო ახლა ამის მოყოლით.

ჰოდა მინდა მოვიდეს, ეს ყველაფერი მითხრას და მე კიდევ ისე შევხედო რომ ინატროს ნეტა მოვკვდეო. ვუყურო ასე გულისგამგმირავად დიდხანს, რამე სენტიმენტალური ფონიც კარგი იქნებოდა. ჰოდა ვუყურო ასე და ხმამაღლა ვისუნთქო. გავწითლდე შეურაცხყოფისგა და სიბრაზისგან და ბოლოს კბილებში გამოვცრა პასუხი: შე ნაბიჭვარო ეგ ჩემზე როგორ იფიქრე მეთქი. ის არ გეყოფა რომ მჟიმავ, ახლა გინდა საჭმელი გიკეთო და ყოველ დილით შენი დასიებული თვალები და გამოუხეხავი კბილები ავიტანო მეთქი?

მშვენიერი სცენა იქნებოდა მეთქი გავიფიქრე  (ამ დროს რომელიმე ცნობილი რეჟისორის გვარს ამბობენ და დააყოლებენ იმასაც კი შეშურდებოდაო) და ვუპასუხე, შე ნაბიჭვარო, როგორც იქნა აზრზე მოსულხარ, კი, თანახმა ვარ მეთქი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული