ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება " /> demo.ge - <span class="Apple-style-span" style="border-collapse: collapse; color: rgb(51, 51, 51); font-family: 'lucida grande', tahoma, verdana, arial, sans-serif; font-size: 11px; line-height: 15px; -webkit-border-horizontal-spacing: 0px; -webkit-border-vertical-spacing: 0px; ">ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება</span>
ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
afisha

ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება

demo.ge
28.04.2011

   


პროექტი "დროის ჩაუწერელი მონაკვეთი"-ს ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისში,  7 მაისს 17 საათზე გაიმართება სემინარი სახელწოდებით "ცნობიერების ატვირთვის ხელოვნება", რომელსაც ჩაატარებს ზურა ჯიშკარიანი. სემინარი ეხება შემდეგ თემებს: ცნობიერების ატვირთვის ჰიპოტეთიური თეორიები, ინფორმაციული უკვდავება და თანამედროვე ხელოვნება.


----------------------
ტიმ ლირი წერდა,რომ ოდესღაც ჩვენ დავტოვეთ ზღვა [აკვარიუმი] და გადავედით ხმელეთზე [ტერარიუმში], ხოლო დღეს ნელნელა ისევ განვიცდით მუტაციას და გადავდივართ ახა სამყაროში - კიბერიაში.

გაგვაუკვდავებს თუ არა ქსელი?
შეიძლება თუ არა ადამიანის მთელი ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე ჩაიწეროს და სამუდამოდ შეინახოს გონივრულ კიბერნეტიკულ სისტემებში მულტიმედიური ინფორმაციის სახით? ცოცხალ ორგანიზმებსა და ბაქტერიებში დნმ-ს კოდის სახით?

რა პოტენციალი აქვს თანამედროვე 3D ავატარებს, ჩატ-ბოტებს, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს - რომ ახლო მომავალში ჩვენს ციფრულ რეპრეზენტაციებად მოგვევლინონ?

შესაძლებელია თუ არა Second Life-ს ტიპის თამაშები ახალი დროის ციფრულ საიქიოდ გადაიქცეს? სადაც ჩვენი ციფრული კლონი, რეპლიკანტი მარადიულად გააგრძელებს ცხოვრებას და განვითარებას?

შესაძლებელია თუ არა ადამიანის ცნობიერების [მოგონებების, ხასიათის..] გადატანა სხვა-არაბიოლოგიურ მატარებლებზე?

რა არის ცნობიერება, იდენტობა და როგორ შეიძლება ამ თემებთან "თამაში" თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით?
შეიძლება თუ არა ეს თამაში გადაიქცეს ხელოვნებად? 
შეიძლება თუ არა ცნობიერების ატვირთვა გადაიქცეს თანამედროვე ევოლუციურ თეატრად, სადაც სცენა, მაყურებლები და მთავარი გმირი - უკანასკელი ფრონტირი - საკუთარი [და არა მარტო საკუთარი] ცნობიერებაა.
----------
გამოფენის კურატორები: ელენე აბაშიძე, ნატუტა ბაგრატიონი,
ანი ჩორგოლაშვილი

ამის გარდა თვითონ გამოფენა " დროის ჩაუწერელი მონაკვეთი" გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.

პროექტი დაფინანსებული ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
(+ 995) 32 959 658 
(+ 995) 57 729 471 
(+ 995) 58 900 400
tsereteli@gmx.net
ccat.memory@gmail.com
www.cca.ge