ხმამაო ჩვენო





პოეზია

ხმამაო ჩვენო




თარგმანი ინგლისურიდან –გიორგი წურწუმია,  გიორგი ხასაია

 

მამაო ჩვენო, რომელი სხლავ ცათა შინა,

წმინდა იყოს სახელი შენი,

სანამ რამე შეიცვალება. 

როგორც მოვედინ სუფევა შენი, ისე წავედინ

და ვერაფრით ვერ იქნება ნება შენი,

რადგან ვითარცა ცათა შინა,

ეგრე სადაა ქვეყანასა ზედა?

პური ჩვენი ყოველდღიური არსობისა მომეც ჩვენ

დღეში სამჯერ მაინც

და მომიტევენ ჩვენ ვნებანი,

ჩვენც ხომ მივუტევებთ საყვარელთა მათ ჩვენთა,

ვისგან ვნებასაც მოუთმენლად ველით ყოველდღე.

და მაინცდამაინც ნუ შემიყვანებ ჩვენ ცდუნებასა,

ზომაზე მეტად, ორშაბათიდან პარასკევამდე,

არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან,

რომელსაც შენს ძელვამოსილ სუფევაში

არავინ იცის რა ესაქმება,

საიდან მოხვდა

აი მინ


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.