ლიტერატურული სასამართლო





კატეგორიები

ლიტერატურული სასამართლო




პერფომანსი ჩატარდება არტ - პროექტის „ ლიტერატურული სამართლის ‘’ მიხედვით. 
პროცესი წარმოადგენს საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ლიტერატურის ან თვითონ ავტორისადმი დამოკიდებულების კარიკატურას და ატარებს ირონიულ-პაროდიულ ხასიათს. პერფომანსის ძირითადი მიზანია ხაზი გაუსვას ადამიანის ( ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემოქმედის ) ერთ-ერთ ძირიდად უფლებას _ გამოხატვის თავისუფლებას. ეს პროცესი არის ერთგვარი პროტესტი, იმის ჩვენება რომ დაუშვებელია ხელოვნების გასამართლება და შემოქმედის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა.

განსასჯელები: 

გიორგი კეკელიძე 
პაატა შამუგია 
შოთა გაგარინი 
ერეკლე დეისაძე 
ჯაბა ზარქუა 
დათო ჩიხლაძე

 
9 ივლისი, დასაწყისი 6 საათზე
 
მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი ( გუდიაშვილის ქ.7 )

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.