• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

 მეტრო

×
ავტორის გვერდი ილია დობაძიშვილი 00 , 0000 1770
A.
 
მსუბუქი როკ-ნ-როლი ესკალატორზე. 
პირობითი ცეკვა შიგნიდან 
LSD-ს უფასო წარმოსახვების ნიადაგზე. 
ლოყებივით ჩაცვენილი მხრები. 
ყელთან შეზელილი სუნთქვების ქარბუქი 
რომლებიც ატანენ კანში და იზმორებიან, 
სუნთქვები- დილის ჰიგიენა დაუცველი სუნთქვები. 
და შენიდან მარცხნივ კიბეებისპირა ცივ კედლებზე 
გაკრული  სხვადასხვა ფერის აფიშები 
და სუსტი ნიავით, ერთ კუთხეში ნაგროვები ეტიკეტები 
გეჩურჩულებიან,  გასულ ღამით   
საძინებელში მომხდარ მწიფე აფეთქებებს, 
ერთდროულად რომ იხუვლეს შენივე ტანის 
ნეტარ- ქვიშისფერი რევოლვერიდან. 
(ტანიდან რომელსაც მეჩხერი თმებივით 
ჩამოპარსეს ოცნებები და ჯერკიდევ   
არდაბადებამდე ამაოდ მაგრამ 
თავდაუზოგავად ლოშნიდა რელიგია.) 
 
B. 
 
მეტროში შესაძლოა მოხდეს ყველაფერი: 
მაგალითად ის, რომ 
ათასობით საყვედური დავიგუბოთ ფილტვებში 
და საკუთარი თავები დავხვრიტოთ ძილიდან. 
მერე ამოვზიდოთ სიზმრები 
ერთმანეთის გაუცხოეუბული თვალებიდან 
და გამოვიძინოთ პარალელურ ვაგონებში. 
მივიღოთ მონაწილეობა ჭიანჭველების დოღში 
და მოურიდებლად ჩამოვეკიდოთ მათში ყველაზე მოსაწყენს. 
ჩამოვეკიდოთ ასევე ერთმანეთის აბსურდებს, 
რომლებსაც დღითიდღე ვიმატებთ ნაოჭებივით 
შეგვემთხვას სიყვარული როგორც დაუგეგმავი სექსი 
Massive attack –  karmacomas   მჩატე ფონზე... 
 
მეტრო, მასიური რკინის საწოლია 
უცხო ენაზე მოყოლილი მარტივი სიზმრების, 
სადაც ვერასდროს ამოივსებ სიშიშვლეს დუმილით. 
წარწერა დაკაწრულ მინაზე; - ”ნუ მიეყრდნობით” 
იაფასიანი მგზავრობის ყოველდღიურობაა 
და რეალურ ცხოვრებაშიც გამიზნულად მიგითითებს 
უამრავ წვრილმანზე. 
და მაინც, ჩვენ მას ვეყრდნობით მშვიდად 
და ისეთივე უმნიშვნელოა ეს, 
როგორიც თანმიმდევრული ქარი მეტროდან - ზემოთ 
უგემოვნოდ ნაშენები კორპუსის ერთი ტეხილიდან მეორემდე. 
 
 
C. 
 
როცა ლიანდაგების ხრიწინს უკანასკნელად 
გაახმოვანებენ გვირაბის კიდურები, 
ბეტონის საშოს დატოვებს მატარებელი 
და საბოლოოდ გაიძრობს სიბნელის უსისხლო ზეწარს; 
ირგვლივ იფრენენ  სიმხურვალის სამკუთხედი პეპლები ნეგატივებში. 
და პირველივე ფანჯრის სიბნელის აპკს გახსნის 
ქვემეხის აკანკალებული ბირთვივით 
ნასროლი სხივი, 
სხივი, ხმაურით მოწყვეტილი 
მილიარდობით კილომეტრიდან. 
მე ცელანივით გრძელ წერილებს მივწერ არდახვედრილ განთიადებს. 
მე ვიქნები მუნჯი და ხავილით გიმღერებ 
თითის წვერებით თმის ძირებში ძილისპირულს. 
მე ვიქნები ლინგვისტი შენი სიზმრების 
და წყნარი მონოლოგი ძილიდან გამოსვლის. 
და სანამ შუქზე, როგორც არყოფნის დაზგაზე, 
გასვლისთანავე მოხდება ჩვენი ამოსუნთვების გადარჩევა, 
სანამ ტერფებიდან შემომძვრალი უხილავი ქვეწარმავლები 
შეუდგებიან ჩვენ ბრწყინვალე დამარხვას. 
*** როგორც ინდიელების ცეკვა ტყეში - ცეცხლთან, 
დენთიან თითებში გაჩრილი სიგარეტით, 
ვითამაშოთ ყველაზე ხმადაბალი ომი, 
სანამ გარიჟრაჟი ჩამოგვხსნის 
ღამეებით შეჭმულ ერთმანეთის სახეებიდან. 
 
ვიფანტებით როგორც ხელის გულზე უმიზეზოდ აკრული 
მიწის მარცვლები და ჰაერს ვანაყრებთ. 
 
D. 
 
სადგურზე- 
მიჭირავს წიგნი როგორც ხელკეტი 
და მისტერ თეოდორს ვაფურთხებ ფურცლებში; 
”ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, 
მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი, 
ესაა - თქვენი დედამიწა” ..  
 
_________________________
”ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, 
მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი, 
ესაა - თქვენი დედამიწა” ..                                 (ფ. მ. დოსტოევსკი)
 
 
 
 
უძილობიდან მეორე 
 
 
"განზე ვდგები და იმასაც ვხვდები, 
თუ რაოდენი თანაგრძნობაა ამ სიშორეში." 
ა. კამიუ 
 
 
ქალაქის გრუხუნში ჩვენ ორნი ვიყავით. 
თანაგრძნობა ინდუსტრიულ უბნებში 
ვისწავლეთ, და ადრეული 
ასაკიდანვე მიგვაჩვიეს 
შორიდანვე სიყვარულს, 
ზრდას - ამ მექანიკური გადადგილებისას 
თან ახლდა იძულებითი სიფხიზლე. 
ჩვენ არ შეგვეძლო - 
სიცილი.. 
 
 
ახლა როცა ამინდები 
ასე გამარტივდნენ, 
დატოვე ყველა მცდელობა. 
და კიბის უსახო საფეხურებს 
რომელზეც წვიმის გვამები 
პერიოდებივით კვეთენ ერთმანეთს, 
და ნიჟარებში გამომწყვდეულ ზღვის ხმებს წააგავნან. 
სუნთქვა შეკრულმა და საკუთარი მახინჯი ჩრდილით გადაღლილმა 
ააცილე მათ ნაბიჯები და გულისხმიდან დათვალე მანძილი. 
როგორც მზე ჩემი ფანჯრების ტკივილს რომ დაითრევს აღმოსავლეთიდან დასავლეთით. 
და ეს მონაცვლეობა გრძელდება და გრძელდება და გრძელდება. 
სანამ ყველა კედლის კუთხე 
არ იბრუნებს სიუხეშეს 
თავისივე დაღამებაში. 
 
3. 
 
ნუ დახურავ ფანჯრებს: 
სადაც ერთიანად მიპყრობს სიცარიელის განცდა. 
სიზმრები არსად ჩანან, და ეს უძილობაც 
დაუმსახურებელი სასჯელივით 
დაუძლეველია. 
საძინებელი ოთახი 
ყულფს დაემსგავდა. 
საკანია. სიბნელის ანატომია. 
სადაც ზღვის არსებობა მიუწდომელია. 
და თუ დალანდავ სადმე წამირად 
ის მოსკე-სტრემივით 
დაუნდობელია. 
დაუნდობელია. 
 
4. 
 
ხოლო როცა გაიღვიძებ;
და მწოლიარე, სინანულით, 
ჩემი პერანგის სახელოდებიდან 
დაძრავ თბილ ხელებს, 
წამიერი გაჩერებებით 
აივლი კისრამდე - 
მე გეტყვი რომ: 
“შენ დაბრუნდი” 
და შემეშინდება.
 
 
Insight 
 
ათასჯერ შეკეთებულ სკამზე მოქანცვით მთვლემს 
და დრეზდენში დახვრეტილი. რიგითი ებრაელივით დაუცველი ვარ.. 
ამ დაუმახსოვრებელ ქალაქში თავისუფლება არ არსებობს.. 
 
ნუ იხსენებ ხმებს. 
რომლებიც გადარჩენაზე საუბრით გშლიან.
 
შენ მშობიარობ გაზაფხულს. 
საკვამურების თავზე.. 
და მღვიძარემ აკრიფე ხელები ჩემი ტანიდან 
რაშიც არ ბუდობს კულტურა. 
აქ მხოლოდ ნიკოტინია შენი თითებიდან ჩემი პლევრას გავლით. 
უყურე ძილამდე  შენ უნაპირო თეძოებს 
ტელევიზორის ამ დაკაწრულ ეკრანში 
როგორ ემსგავსები ოკეანეს, 
იენ კერტისის ფონზე.. 
როცა მაკვირდები ფანჯრებით, 
რომლებსაც უმოწყალოთ გიმსხვრევს 
ქარი სახლიდან. 
როცა მაკვირდები, როგორ ვცხოვრობ 
უთოვლო იანვარის  ხეების  ქვეშ 
ამ ბიბლიური სანდლებით. 
როცა ჩამომყურებ ჩავარდნილი მკლავების მოძრაობებით, 
თუ  როგორ ვეწევი შენი ოფლიანი მუხლების  კოლიზეუმში  
ულიმიტო თამბაქოს. 
აანთე შუქი! 
სადაც მე არ გეძახი; 
არყოფნის თავშესაფარს. 
 
მერე გადაიღალე, 
ან ილოცე ჩემი კედლის მკვიდრში. 
რომ არ ისმოდე. 
 
გავდივარ ქუჩაში - 
ჰაკუსენის წაქცეული მარტის წვიმებით, 
საგანგებოდ გადაპარსული თავით, 
ორი გაცვეთილი ჩექმით, 
პიჯაკის გამორღვეულ ჯიბეეში გამთბარი ხელებით. 
და ჩავდივარ მეტროში. 
სადაც ჩემი შიდახედვის გაჩერებული ეგო, 
გრძელი გზის კითხვას მიმეორებს: 
-მივედით?
 
 
მხოლობითი პროცესი
 
1
 
ნაბიჯები მრუდეა!
და იანვრის სამშაბათებივით მოკლე.
ჩვენი სუნთქვაშეკრული წინათგრძნობა
დადის და დააბიჯებს ნაღვლიანი სადგურის,
ნაწლავებივით გადახლართულ ლიანდაგებზე.
სადაც ჩვენი ხელთათმანებში შესახლებული
თავისუფლების სიზმრები გვიქნევენ
შედარებით მსუბუქ ამინდებს.
...
ტანში ხელებივით მეზრდება საყვედურები.
დაუსრულებლობის კრუნჩხვებში მწოლიარე,
გარდაუვალო მევ!
რადიოგადაცემების შხრიალში
ვიჭრი დასჯადი სიყვარულის ჭიპლარს!
და ვდგავარ და გესალმები!
 
2.
 
დანისლული რკინის ქალაქი სადაც;
ღუზაჩაშვებული მყუდროება ბუდობს.
სადაც ვზიდეთ ამოუსვლელი მზის დაუსრულებლობა.
და ვატარეთ; მარტოობის რიფებზე დაძირულ,
თავის ქალებზე მიხრახნილი ჩამოსაკიდი
სურვილების მთელი ქარბუქი.
...
დავიხოცეთ წვიმისქვეშ.
და ავტირდით როცა ერთმანეთის
დაწოლილ თვალებში ამოვთხარეთ
მარადმწავანე გაზაფხული.
 
3. 
 
ხოლო როცა_
ღამის ჭლექიანი ხეებიდან,
ცხოვრების დრამატული ფრაგმენტებივით
დაცვენილი ფოთლების,
შრიალი-ქუჩებში გამოკეტილი , დაარწევს
წელშიმოტეხილი დერეფნის მტვრიან კიდეებს;
დაყარე ცხოვრება და უბრალოდ_
ჩამომხსენი!  ჩამომხსენი!
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული