ჰაიკუ





პოეზია

ჰაიკუ




თაგმანი: ალექს ჩიღვინაძე

* * *

უსარგებლო, უსარგებლო
მძიმე წვიმა იღვრება 
ზღვაში.


* * *

იქ, სადაც ტალღა ოკეანისა კოცნის ქვიშას 
სანაპიროზე 
მარტოდმარტო ცხოვრობს პატარა, ცისფერი საჰაერო ბუშტი.


* * *

შემოდგომის მშვიდი საღამო
და ეს სულელები 
ჩხუბობენ.


* * *

როცა გასხივოსნდები, 
მიხვდები, რომ
ყოველთვის გასხივოსნებული იყავი.


* * *

მონუმენტი პარკში
ბრმების საზოგადოებისთვის
ნამდვილად დიდებული მონუმენტია.
იმიტომ რომ ის უხილავია –
ღმერთო, მინდა შევქმნა 
რაიმე ასეთი 
ჩემი ხელით.


* * *

მე ვგრძნობ 
როგორ მიისწრაფის 
მსოფლიო მთვარისკენ.


* * *

მოვიდა დრო აგიხსნათ ოქროს უსასრულობა
როგორც ანთებული სანთლების ბზინვა ქრება,
ქრება ფიქრიც, იმიტომ რომ ვიცი როგორია სიკვდილი.
ერთხელ მე მოვკვდი, უფროსწორად გული წამივიდა,
დავიხარე რომ დამეყნოსა ყვავილები, 
შემოხვეული კოსმეის ნაკვალევზე
დედაჩემის მყუდრო ყვავილნარში.
სწრაფად წამოვდექი, ღრმად ამოვისუნქე
სახეზე გავფითრდი.
შემდეგ რაც ვიგრძენი
ვიწექი მზიურ ველზე 
და დავინახე ოქროს უსასრულობა
კრავი - კრავთან
ბავშვი - კრავთან
მე - ღმერთთან, რომელიც იყო ყველა
და იყო ის ჩემში
იდგა მწვერვალზე 
და თეთრი დურბინდით უყურებდა მეხიკო სიტის.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.