• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მუნიციპალური შენობის წინ

×
ავტორის გვერდი ანკა კალანდაძე 00 , 0000 2037
რომელიღაც მუნიციპალური შენობის წინ 
მომეჩვენა, რომ ქალი წველიდა ძროხას,
როგორც დისნეის მულტფილმებში სოფლელი ბებო
უზარმაზარი მრგვალი გავით,
მაგრამ ძროხა არსად ჩანდა.
5 ლიტრიანი წითელი სათლი
იქვე პატარა შადრევნიდან ამოევსო
ზედ მიმჯდარიყო და პეშვით ისხამდა 
წყალს ფეხებსშორის.
გვერდით მიმოდიოდნენ გრძელი, გარუჯული გოგოები მოკლე შორტებში
და ბიჭები მოშვებული ჰალსტუხებით.
ყურადღებას არც კი აქცევდნენ
იმდენად წარმოუდგენელი იყო,
რომ შუა ქუჩაში,
მითუმეტეს შავადშემინული მუნიციპალური შენობის წინ
ვიღაც მუტელს გამოიბანდა.
მხოლოდ ქუჩის გადაღმა მწვანე საზამთროთი სავსე
მწვანე მანქანის მძღოლს ჰქონდა დაჟინებული მზერა,
თანდათან ზიზღში რომ გადაუვიდა.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული