• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ჯულიან ბარნსი – საკუთარი სიკვდილის ავტორი

×
ავტორის გვერდი The Timeout London 00 , 0000 2434

ბლიცინტერვიუ მწერალთან ჩაწერა ჟურნალმა  The Timeout London–მა

თარგმანი: პაატა შამუგია

 

ოთხი რამ, რაც აქამდე არ ვიცოდით ჯულიან ბარნსის შესახებ: ის, ახალგაზრდობაში, იყო ბეჯითი და მოუღალავი ონანისტი; არასოდეს ყოფილა ეკლესიაში; მამამისს მისთვის არასდროს უთქვამს: „მე შენ მიყვარხარ“; და ისე ეშინია გარდაცვალების, რომ ღამით ეღვიძება და ყვირის: „ო, არა! ო, არა! ო, არა!“

ეს ყველაფერი უკვე ვიცით, რადგან სახელგანთქმულმა ჯულიან ბარნსმა გამოსცა მემუარების წიგნი, რომელსაც "საკუთარი სიკვდილის წიგნს“ უწოდებს. მემუარებზე ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ჯულიან ბარნსი წელს ჩვენი რედაქციის (The Timeout London) რჩეულია და, ამასთან დაკავშირებით, ბლიცინტერვიუ მოვამზადეთ:

 

შენ Time Out-ის გმირი გახდი. რა შეგრძნება გაქვს? 

უკეთესი, ვიდრე საბჭოთა კავშირის გმირად გახდომის დროს მექნებოდა.   

 

შენთვის ვინ არიან ლონდონის გმირები?

პროფესორი ჯონსონი, ლონდონის სასულე ორკესტრის მუსიკოსები და რესტორნის მზარეულები.  

 
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შენი აზრით, მოხდა უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში?
 
ღრმა კრიზისი ბრიტანულ პროზაში. 
 
 
შენი საყვარელი მომენტი ლონდონში? რა მოხდა და სად, კონკრეტულად?
 
Camden Registry-ს ოფისი, პირველი სექტემბერი, 1979 წელი. დანარჩენი თქვენ გამოიცანით.
 
 
როგორ წარმოგიდგენია მომავლის ლონდონი? რა მოხდება და რა უნდა მოხდეს?
 
მეტი მცირე გამომცემლობა, მეტი მცირე, დამოუკიდებელი წიგნის მაღაზია და მეტი დიდი და დამოუკიდებელი მწერალი.

რას ნიშნავს შენთვის Time Out?

ერთხელ დავწერე ტრილერი, რომლის მთავარი გმირი ყოველთვის კითხულობდა Time Out-ს, ეგონა, რომ ეს მას პროგრესულად წარმოაჩენდა. მე კი მგონია, რომ ეს მას წარმოაჩენდა ძალიან საშუალო კლასის წარმომადგენლად.

 

დაასრულე ფრაზა: ლონდონი არის...

 
სხვადასხვანაირი.
 
---------------- 
 

ბარნსმა თავისი სიკვდილის სცენარი თავადვე შექმნა. როდესაც მას ექიმმა უთხრა, „მე შენთვის ორი ამბავი მაქვს, ბარნს – კარგი და ცუდი“, ბარნსმა იმწამსვე მოსთხოვა, სიმართლე ეთქვა.  „დრო რამდენი დამრჩა? – ჩაეკითხა ექიმს. „– რამდენი? რამდენი და, დაახლოებით 200 გვერდს ეყოფა. 250-საც, თუ სწრაფად იმუშავებ.“

ბარნსის ახალი წიგნი ზუსტად 250 გვერდისგან შედგება. 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული