• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რა არის გენოციდი?

×
ავტორის გვერდი კარლოს ანდრეს გომესი 00 , 0000 2524
თარგმანი: საბა ლეკვეიშვილი
 
მათი სკოლის დირექტორმა 
მითხრა, რომ არ შეიძლება პოეზია უხამსად ასწავლო,
ჰოდა, მეც ვკითხე ჩემს მოსწავლეებს,
“ასწიეთ ხელი, თუ გსმენიათ ჰოლოკოსტის შესახებ?”
მათი ხელები უნისონში აიწია, როგორც მომწამვლელი გაზი
და გასწორდა, როგორს SS-ის რაზმი
“კეთილი, დაუშვით ხელები!
ახლა, ასწიეთ ხელი, ვისაც გსმენიათ რუანდის გენოციდის შესახებ.”
ცარიელი მზერა, შეზავებული ცნობისმოყვარე უცოდინრობასთან,
და მთრთოლვარე ხელი, ნახევრად აწეული,
როგორც მარტოხელა გადარჩენილი, 
რომელიც წამოდგომას ცდილობს კიგალიში. 
“ლუზ, დარწმუნებული ხარ?”
“არა”.
“ასეც ვიცოდი.”
“კარლოს, რა არის გენოციდი?”
 
ისინი არ გაცლიან მოისმინო სიმართლე სკოლაში
და თუ ვინმე წამოიძახებს “შევეცი!”
არც კი შეუძლიათ “შეცემაზე” ლაპარაკი
მერე რა, რომ უფროსკლასელთა მესამედი
ორსულადაა.
 
საჯარო სკოლაში არ მაცლიან ვასწავლო 18 წლის გოგონას
როგორ გამოიყენოს კონდომი, რომელიც მას სიკვდილისგან
და იმ ობლისგან იხსნის, რომელიც უნდა გააშვილოს. 
“კარლოს, რამდენი 13 წლის ბავშვი იცი, რომელსაც HIV აქვს?”
“სიმართლე გითხრათ, არც ერთი. მაგრამ 
მე ყოველ ორშაბათს ვსტუმრობ თავშესაფარში, 
12 წლის ექვს გოგონას შიდსის დიაგნოზით .”
 
როცა სამი ბლოკის იქით, შესვენებისას, 
მეოთხეკლასელები მინეტს უკეთებენ პატარა ბიჭებს,
როცა მე ვიცნობ 11 წლის განგსტერს ბრონქსიდან, 
რომელსაც ნახევრად ავტომატური იარაღი დააქვს სასწავლებელში,
რათა სახლში ცოცხალმა მიაღწიოს,
თქვენ გინდათ, უხამსობაზე ცენზურა დამიწესოთ?!
 
“კარლოს, რა არის გენოციდი?”
 
თქვენი “მსოფლიო ისტორიის წიგნებში”
არ არის ემეტ ტილი და მედგარ ევერსი
არ ახსენებენ მეფე ლეოპოლდს და ალმასის საბადოებს
“პოლიტიკისა და თანამედროვე მსოფლიოს” წიგნებში,
ვერ იპოვით ვერც აპარტეიდს. 
 
“კარლოს, რა არის გენოციდი?”
 
თქვენ გაინტერესებთ,
რატომ იმალებიან ბავშვები მოზრდილთა სხეულებში,
რატომ იტყუებიან ღია ფერის კონტაქტური ლინზებით დაფარული თვალები,
რატომ აფეტიშებენ საკუთარი ტრაკის ზომებს,
და ერთდროულად სძულთ თავიანთი ტუჩები,
ჩემს მოსწავლეებს,
ჩე გევარა ისტ-ჰარლემელი რეპერი ეგონათ,
და ეს მუმია ჩემს მაისურზე,
დღემდე ბობ მარლი ჰგონიათ,
რატომ არ ვასწავლით მათ ფილის უიტლის?
სკოლები მოჩვენებათა ჩრდილებში აშენდა,
გაიფილტრა ინცესტსა და მფქველ კბილებში,
ჩამოისხა ექსტრავაგანტულ რიტუალებში.
 
“კარლოს? რა არის გენოციდი?”
 
“როსელინ, რამდენი წლის იყო დედაშენი როცა ის მოკვდა? 
Cuántos años tuvo tu madre cuando se murió?” 
“32-ის, ლამაზი იყო. Ella era bellísima.” 
 
რა არის გენოციდი?
 
რუანდელი მამა, 
რომელმაც თავი ჩამოიხრჩო
რადგან ეგონა, რომ შვილს
არცხვენდა.
 
რა არის გენოციდი?
 
მორინის, დედამ, სკოლის დაწყებამდე,
ვიდრე მეექვსე კლასში მივიდოდა,
კანის გასაღიავებელი კრემი მისცა. 
 
რა არის გენოციდი? 
ის, ლამაზ, ყავისფერ თეძოებს ისერავს,
რადგან არ ახსოვს, 
რას ნიშნავს განკურნება.
 
...რა არის გენოცდი?
...რა არის გენოცდი?
“კარლოს, ...რა არის გენოცდი?”
“ლუზ, ეს... 
ეს არის... გენოციდი!”
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული