• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მე არ ვარ კაცი

×
ავტორის გვერდი ჰაროლდ ნორსი 00 , 0000 6253
თარგმანი: ალექს ჩიღვინაძე
 
მე არ ვარ კაცი იმიტომ, რომ არ მაქვს შემოსავალი
და ოჯახისთვის ახალი ნივთების ყიდვაც არ შემიძლია.
მე არ ვარ კაცი, რადგან არ მიყვარს ფეხბურთი,
ბოქსი და მანქანები.
მე მიყვარს გრძნობების გამოხატვა და
მეგობრებისთვის ბეჭზე ხელის თათუნიც მიყვარს.
მე არ ვარ კაცი და არ მინდა იმ როლის შესრულება,
ჩემთვის რომ შექმნა მედისონ ავენიუმ, "ფლეიბოიმ",
ჰოლივუდმა და ოლივერ კრომველმა.
ტელევიზია ვერ მასწავლის, როგორ მოვიქცე.
მე არ ვარ კაცი, რადგან ერთხელ როცა ციყვს ვესროლე,
დავიფიცე, რომ აღარასოდეს გავაკეთებდი ამას.
მე უარი ვთქვი ხორცზე.
სისხლის დანახვაზე გული მერევა.
მე ყვავილები მიყვარს.
მე არ ვარ კაცი. ამ პროექტის გამო ციხეში ჩავჯექი.
არ ვპასუხობდი მათ ვინც მირტყამდა და მეჩხუბებოდა
და საერთოდ ვერ ვიტან ძალადობას.
მე არ ვარ კაცი, რადგან ქალი არასოდეს გამიუპატიურებია.
მე არ მძულს ზანგები.
დროშის ფრიალი არანაირ ემოციას არ აღძრავს ჩემში.
მე არ ვფიქრობ, რომ უნდა მიყვარდეს ამერიკა,
ან უნდა დავტოვო იგი.
მეჩვენება, რომ ამ ყველაფერს უნდა დავცინო.
მე არ ვარ კაცი. მე ტაშს არ ვუკრავ.
მე არ ვარ კაცი. არასოდეს ყოფილა "ფლეიბოი" ჩემი საყვარელი ჟურნალი.
მე არ ვარ კაცი, რადგან ვტირი, როცა უბედური ვარ.
მე არ ვარ კაცი, რადგან არ ვგრძნობ, რომ ქალს ვჯობივარ.
მე არ ვარ კაცი. მე ხომ ლექსებს ვწერ.
მე არ ვარ კაცი. მე ვმედიტირებ მშვიდობასა და სიყვარულზე.
მე არ ვარ კაცი. მე არ მინდა გაგანადგუროთ.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული