• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

MIDDLE CLASS BLUES

×
ავტორის გვერდი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი 00 , 0000 2078

თარგმანი: დათო ბარბაქაძე


არაფერი გვაქვს სამდურავი.
გვაქვს საქმე.
ვართ მაძღარნი.
ვჭამთ.

იზრდება ბალახი,
ეროვნული შემოსავალი,
ფრჩხილები თითებზე,
წარსული.

ცარიელია ქუჩები.
ჩინებულია ხელშეკრულებები.
დუმან სირენები.
ეს უკვე დავიწყებას ეძლევა.

გარდაცვლილებმა დატოვეს ანდერძი.
წვიმამ იკლო.
ომი ჯერ არ გამოცხადებულა.
ეს არაა საჩქარო.

ვიკვებებით ბალახით.
ვიკვებებით ეროვნული შემოსავალით.
ვიკვებებით თითის ფრჩხილებით.
ვიკვებებით წარსულით.

არაფერი გვაქვს დასამალი.
არაფერი გვაქვს წასაყრუებელი.
არაფერი გვაქვს სათქმელი.
გვაქვს.

საათი მომართულია.
ურთიერთობები მოწესრიგებულია.
თეფშები წყალში გავლებულია.
ბოლო ავტობუსი ჩავლილია.

ის ცარიელია.

არაფერი გვაქვს სამდურავი.

რაღას მოველით?
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული