ამერიკა ჰაერში





პოეზია

ამერიკა ჰაერში




თარგმანი ინგლისურიდან გ. წურწუმია, გ. ხასაია
 
(თუ ადამიანს ჭკუა მოეკითხება,
უნდა დაგმოს ორივე-
საერთაშორისო ტერორიზმიც და სახელმწიფო ტერორიც,
ერთი მეორეს შესანიღბად
რომ არ გამოიყენონ)
 
ისინი ამტკიცებენ, რომ ტერორისტი
ვიღაც ველური არაბია,
და არა ამერიკელი ტერორისტი ავღანეთში.
არც კუკლუქს-კლანი არც სკინჰედები
არც ის ვინც ზანგების ეკლესიებს აფეთქებს,
არც ის ვინც სიკვდილმისჯილთა საკნებში მიგვერეკება,
ის არც ტრენტ ლოტია
და არც დევიდ დიუკი ან ჯულიანი
ან შუნდლერი, ან ჰელმსი
 
ის არ ყოფილა პიჯაკში გამოწყობილი გონორეა
თეთრი დაავადება
რომელიც შავებს ხოცავდა
 
რომელიც ატერორებდა ადამიანთა უმეტესობას
და საღი აზროვნების უნარს სიამოვნებით ართმევდა
ისინი ამბობენ  (ვინ ამბობს? ვინ ლაპარაკობს
ვინ უხდის მათ
ვინ იტყუება
ვინ ინიღბება
ვინ იყო მონათმფლობელი
ვის გამოქონდა დოლარები ვირის უკანალიდან
ვინ სუქდებოდა პლანტაციებით
 
ვინ მოუწყო გენოციდი ინდიელებს
ვინ ცდილობდა შავი ნაციის ამოხოცვას
ვინ ცხოვრობს უოლ-სტრიტზე
ვინ დაგკიდა ყვერებით
ვინ გააუპატიურა დედაშენი
ვინ გაასამართლა მამაშენი ლინჩის წესით
ვის ქონდა ასანთი, ვინ წაუკიდა ცეცხლი
ვინ ქირაობდა მკვლელებს
 
ვინ ეშმაკი ლაპარაკობს ღვთის სახელით
ვინ არის ყველაზე დიდი
ვინ არის ყველაზე კარგი
ვინ ემსგავსება ქრისტეს
ვინ შექმნა ყოველი
ვინ არის ყველაზე ჭკვიანი
ვინ არის უდიადესი
ვინ არის უმდიდრესი
 
ვინ გეუბნებათ, რომ მახინჯები ხართ, თავად კი ყველაზე ლამაზები არიან
ვინ ადგენს ხელოვნებას
ვინ ადგენს მეცნიერებას
ვინ დაამზადა ბომბები
იარაღები ვინ დაამზადა
ვინ ყიდულობდა და ყიდდა მონებს
ვინ გიწოდათ მათი სახელი
ვინ თქვა რომ დამერი შეშლილი არ ყოფილა
 
ვინ|ვინ|ვინ
ვინ გაძარცვა პუერტო-რიკო
ვინ გაძარცვა ინდიელები, ფილიპინელები, მანჰეტენი
ავსტრალია და ჰებრიდები
ვინ დააძალა ოპიუმი ჩინელებს
ვინ ფლობს მათ შენობებს
ვინ არის ფულიანი
 
ვინ დაგცინით
ვინ გადებთ ბორკილებს
ვინ ფლობს გაზეთებს
ვინ ვაჭრობდა მონებით
ვინ არის მთავარსარდალი
ვინ არის ყალბი პრეზიდენტი
ვინ განაგებს
ვინ არის ბანკირი
 
ვინ|ვინ|ვინ|
ვის ეკუთვნის მაღაროები
ვინ გიმრუდებს ტვინს
ვისა აქვს პური
ვის ჭირდება მშვიდობა
ომი ვის ჭირდება შენი აზრით
 
ვინ ფლობს ნავთობს
ვინ არ შრომობს
ვისია მიწები
ვინ არ არის ზანგი
ვინ არის ყველაზე ყველაზე დიდი
ვისია ეს ქალაქი
ვისია ჰაერი
ვისია წყალი
 
ვინ ფლობს შენს ქოხს
ვინ ძარცვავს და იტაცებს და თაღლითობს და კლავს
და ტყუილს სიმართლედ ასაღებს
ვინ გიწოდებს უშნოს
ვინ ცხოვრობს სასახლეში
ვინ ჩადის უდიდეს დანაშაულს
ვინ გადის შვებულებაში როცა მოუნდება
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ზანგი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ებრაელი
 
ვინ მოკლა ყველაზე მეტი იტალიელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ირლანდიელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი  აფრიკელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი იაპონელი
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ლათინოსი
ვინ|ვინ|ვინ|
ვინ ფლობს ოკეანეს
ვინ ფლობს თვითმფრინავებს
ვინ ფლობს სავაჭრო ცენტრებს
 
ვინ ფლობს ტელევიზიას
ვინ ფლობს რადიოს
ვინ ფლობს წარმოუდგენელ სიმდიდრეს
ვინ ფლობს მფლობელებს, რომლებიც არ არიან ნამდვილი მფლობელები
ვინ ფლობს გარეუბნებს
ვინ ხრავს ქალაქებს
ვინ ადგენს კანონებს
ვინ გახადა ბუში პრეზიდენტი
ვის ჯერა რომ კონფედერატიული დროშა უნდა ფრიალებდეს
ვინ ლაპარაკობს დემოკრატიაზე და ამ დროს ტყუის
ვინ/ვინ/ვინვინ/
 
ვინ არის გამოცხადებული მხეცი
ვინ არის 666
ვინ გადაწყვიტა
რომ იესო ჯვარს ეცვათ
ვინ არის შენიღბული ეშმაკი
ვინ გამდიდრდა სომხების გენოციდით
ვინ არის ყველაზე დიდი ტერორისტი
ვინ შეცვალა ბიბლია
ვინ მოკლა ყველაზე მეტი ადამიანი
 
ვინ ჩადის ყველაზე მეტ ბოროტებას
ვის არ უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა
ვის აქვს კოლონიები
ვინ მიიტაცა ყველაზე მეტი მიწა
ვინ მართავს სამყაროს
ვინ ამბობს რომ კარგია და ბოროტს ჩადის
ვინ არის ყველაზე დიდი ჯალათი
ვინ|ვინ|ვინ|       ^^^      
 
ვინ ფლობს ნავთობს
ვის უნდა უფრო მეტი ნავთობი
ვინ გაიძულებს სიცრუე დაიჯერო
ვინ|ვინ|???
ვინ შვა ბინ ლადენი იქნებ ეშმაკმა
ვინ აფინანსებს CIA - ს
ვინ იცოდა რომ ბომბი აფეთქდებოდა
ვინ იცის რატომ ისწავლეს თვითმფრინავის მართვა ტერორისტებმა
ფლორიდაში, სან დიეგოში
 
ვინ იცის როგორ გადაიღო აფეთქება ისრაელის ხუთმა მოქალაქემ
რამაც შეარყია მათი წარმოდგენები
ვინ იყენებს ნავთობის საბადოებს და უარს ამბობს მზის ენერგიაზე
ვინ ამზადებს საკრედიტო ბარათებს
ვინ სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით
ვინ დატოვა დემონსტრაციულად რასიზმის წინააღმდეგ გამართული კონფერენცია
ვინ მოკლა მალკოლმი, კენედი და მისი ძმა
 
ვინ მოკლა დოქტორი კინგი, ვის აწყობდა ეს?
ხომ არ მიდის ეს კვალი ლინკოლნის მკვლელობასთან?
ვინ შეიჭრა გრენადაში
ვინ შოულობდა ფულს აპარტეიდით
ვინ აქცია ირლანდია კოლონიად
ვინ დაამხო მოგვიანებით ჩილე და ნიკარაგუა
ვინ მოკლა დავიდ სიბეკო, კრის ჰანი,
მათ ვინც მოკლა ბიკო, კაბრალი,
ნერუდა, ალიენდე, ჩე გევარა, სანდინო,
 
ვინ მოკლა კაბილა, მან ვინც მოკლა ლულუმბა, მონდლანი, ბეტი შაბაზი,
პრინცესა მარგარეტი, რალფ ფიზერსტონი, ლითლ ბობი
მან ვინც დაამწყვდია მანდელა, დორუბა, ჯერონიმო,
ასატა, მუმია, გარვი, დეშილ ჰემეტი, ალფეუს ჰატონი
ვინც მოკლა ჰიუი ნიუტონი, ფრედ ჰამპტონი
მედგარ ევერსი, მიკი სმიტი, უოლტერ როდნი
 
ეს იგივე ხალხია ვინც ცადა ფიდელის მოწამლვა
ვინც დიდხანს ჩაგრავდა ვიეტნამელებს
ვინც ჯილდო დააწესა ლენინის თავზე
ვინც ებრაელები ღუმელში შერეკა
და ვინც მათ ამაში ეხმარებოდა
ვინც თქვა ”ამერიკა უპირველეს ყოვლისა”
და ვინც თვალი დახუჭა გეტოებზე
ვინ|ვინ|ვინ|
 
ვინ მოკლა როზა ლუქსემბურგი, ლიბკნეხტი
ვინ ამოხოცა როზენბერგები
და ვინ გაყინა,
აწამა, მოაკვლევინა და გააქრო ადამიანები
ვინ გაზიდა სიმდიდრე ალჟირიდან, ლიბიიდან, ჰაიტიდან,
ირანიდან, ერაყიდან, საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ლიბანიდან,
სირიიდან, ეგვიპტიდან, იორდანიიდან, პალესტინიდან
 
ვინ დააჭრა ხელები კონგოში ადამიანებს
ვინ შექმნა შიდსი ვინ გაუვსო ინდიელებს საბნები მიკრობებით
ვინ მოუწყო ”გოდების გზა”
ვინ ააფეთქა მეინი
და წამოიწყო ესპანურ-ამერიკული ომი
ვინ დააბრუნა შარონი ხელისუფლებაში
ვინ  უმაგრებდა ზურგს ბატისტას, ჰიტლერს, ბილბოს
ჩან კაი-შის
ვინ|ვინ|ვინ|
 
ვის მოუვიდა აზრად, რომ პოზიტიური დისკრიმინაცია ხელს შეუწყობდა
სამხრეთის რეკონსტრუქციას, ახალ კურსს, ახალი გამოწვევებს,
დიადი საზოგადოების ჩამოყალიბებას
ვისთვის მუშაობს ტომ-ტრაკა კლარენსი
ვინ იცის რა კლიზმაა კონდოლიზა
 
ვინ გადაუხადა კონელის რომ სათამაშო ზანგი გამხდარიყო
 
ვინ მიანიჭა გენიოსის ჯილდო Homo Locus 
       Subsidere-ს
ვინ ჩამოაგდო ნკრუმა, ბიშოპი
 
ვინ მოწამლა რობესონი
ვინ ცდილობს ციხეში გამოამწყვდიოს დუბუა
ვინ გამოკეტა ჯამილ ალ ამინი, როზენბერგები, გარვი,
სკოტსბოროელი ბიჭები, ჰოლივუდური ათეული
 
ვინ მოუკიდა ცეცხლი რეიხსტაგს 33-ში
ვინ იცოდა რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრი უნდა დაბომბილიყო
ვინ გააფრთხილა ტყუპებში მომუშავე 4000 ისრაელი
იმ დღეს სახლში დარჩენილიყო
რატომ გაერიდა შარონი?
ვინ|ვინ|ვინ
ცეცხლის ალში ეშმაკის სახე გამოჩნდა გაზეთები წერდნენ
ვინ ვინ     ვინ ვინ
ვინ შოულობს ფულს ომით
 
ვინ შოულობს ფულს შიშით და ტყუილით
ვის აწყობს სამყარო როგორიც არის
ვის უნდა სამყარო იმართებოდეს იმპერიალიზმით  და ნაციონალური ჩაგვრით
და ტერორით, შიმშილით და სიღატაკით.
ვინ განაგებს ჯოჯოხეთს?
 
ვინ არის ყველაზე ძლევამოსილი
 
იცი ვინმე ვისაც ღმერთი უნახავს?
 
ეშმაკი კი ყველას უნახავს
 
როგორც ცეცხლში გახვეული ბუ, რომელიც ფეთქდება
შენს ცხოვრებაში, შენს გონებაში, შენს შიგნით
(როგორც ბუ, რომელიც ცნობს ეშმაკს)
მთელი ღამე მთელი დღე, ყურს თუ დაუგდებ, როგორც ბუ
რომელიც ცეცხლში ფეთქდება. ჩვენ ცოფიანი ძაღლის ყმუილივით
გვესმის საზარელ ცეცხლში დასმული კითხვები -
ჯოჯოხეთის ცეცლიდან ამორწყეული მჟავა
ვინ  და ვინ  და ვინ (+) ვინ ვინ ^ 
 
ვიიიინ  ვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიინ!
 
ამირი ბ. 10.01

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.