• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ყველაფერი მიედინება

×
ავტორის გვერდი ვაკო ნაცვლიშვილი 00 , 0000 2870

 

წყალს
(წყალს)

სად მთავრდება ეს ლექსი?
გითხარი ავადმყოფობის რამდენიმე მეტაფორა.
წყალო, შენ არასდროს წაიკითხავ ყოველ ჩვენგანს.
წყალო, ყოველთვის საკუთარ თავს აგრძელებ.
სულელური სიცილი, როდესაც ოიდიპოსი ბრუნდება.
ჩვენს ხელებში დახურული კარებია.
თეოლოგი იღებს ქვას;
ქვისქვეშიდან გამოაქვს ღმერთის სურათი.
მე ვარ დიდსულოვანი, ავზნიანი.

 

მნემოზინე
(სისხლს)

დაგინახეს, როგორ გამოხვედი ენიდან.
რაც ჯერ არ მომხდარა: შენ შეხვდი ქალებს,
ღვინით სავსე თასებით ხელში.
, დაიტირეთ ფართო დარბაზებში მისი წაშლილი წერილი.
ჩვენ დავალაგებთ ამ ოთახს,
შენს სახეს, როგორც წესია.
მან თქვა შენი სახელი, მე ვამბობ შენს სახელს.
ჩვენ, შესაძლოა, მილიონები, ვამბობთ შენს სახელს.

 

ღვინის რეკლამა
(ღვინოს)

რამდენი ვარსკვლავი ქრება, როცა ეოსის თითები
შეეხება მთვარის ჭიქას! სუსტი სინათლე ამოავსებს
დოქის სიღრმეს. მიეცემა მოთმინება სულსწრაფს,
გამბედაობა _ მშიშარას,
სისუფთავე _ წყალს,
სიმორცხვე _ უკმეხს,
მგზავრი _ სასტუმროს,
სინაზე _ ჰაერს,
მარილი _ მშიერს.
იგი არ გაზავდება საწამლავში.
იგი დაგიბრუნებს ყველა წაშლილ მოგონებას.
იგი უნდა გაუნაწილო მეგობრებს და ნათესავებს!
იგი დაგეხმარება, აპატიო და დაივიწყო.
იგი გაშლის შეუძლებელ ვარდს თოვლში. 
დაე, იტირეთ, ძმებო, თუკი ვერასდროს ნახავთ!

 

***
(სპერმას)

შენ უფრო მეტი ხარ, წამოდი, წამოდი,
წამოდი, წამოდი, წამოდი, წამოდი, წამოდი, წამოდი,
წამოდი,  წამოდი, წამოდი. წამოდი, წამოდი,
წამოდი, წამოდი, წამოდი, წამოდი,  წამოდი. მოისმინე,
მისი ხმა მშვენიერია. მოისმინე მისი თბილი სიმღერა,
რომელიც გადაკვეთს თვალებს, ლოყებსა და პირს,
კისერს და დადგება, დასრულდება იძულებით,
როგორც წინადადება. ხოლო ნაკვალევი დატოვებს
არასწორ მიმიკას სიხარულზე ან მწუხარებაზე.

 

მარსელის წერილი
(შარდს)

ვერ ასწრებენ დამთვარებას, ქრებიან.
რას ამბობენ? რას ამბობენ, როგორ უახლოვდებიან დაკარგულს,
და გაუცხოვებულს?
როგორ მოიშორებენ სხვა სიტყვებს, როგორ დაივიწყებენ?
უმჯობესია, დაამახინჯო.
უმჯობესია, აღწერო და დაამახინჯო.
მარსელის ხელნაწერი,
თეთრ ზეწარზე, უკვე ჩაწერილი.
ვინ მოაწესრიგებს ხელნაწერს
მიღმა დარჩენილ სანაგვეს? ვინ შეაგროვებს
კატასტროფის ნამსხვრევებს ხელნაწერს მიღმა? არაფერს ამბობენ
სიტყვები, შეგიძლია, აიღო, ამოატრიალო, დაათვალიერო.
ვერ ასწრებენ დამთავრებას, ქრებიან,
მარსელ, პატარა გოგო,
ასეა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული