• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კეთილი გაკვეთილი

×
ავტორის გვერდი გერარდ რევე 00 , 0000 1713
თარგმანი: ანკა კალანდაძე
 
იყო და არა იყო რა, იყო ერთი საშინლად აუტანელი და საძაგელი ბიჭუნა. ის არავის უჯერებდა, ზედმეტად ზარმაცი და ჯიუტი იყო. არასოდეს ეხმარებოდა დედას ჭურჭლის რეცხვაში. ჩემო ძვირფასო, პატარა მკითხველო, გეთანხმებით, რომ ის მაგარი უვარგისი ვინმე იყო. მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ლამაზი და ისეთი  კოხტა, საყვარელი ტაკუნები ჰქონდა, რომ პირდაპირ ჭკუას დაკარგავდა ადამიანი. ამიტომაც, სანტა კლაუსი, რომელიც როგორც თქვენთვის ცნობილია, ბავშვების საუკეთესო მეგობარია, ჭკუას კარგავდა ამ ბიჭუნაზე. თუმცა ბიჭუნას არ აინტერესებდა სანტა, იმიტომ, რომ ის მოხუცი, მსუქანი და მელოტი იყო. და ბიჭუნამ უთხრა სანტას: „გაეთრიე, შე, გარყვნილო ბებერო! შენ საერთოდ არ არსებობ!“  წარმოიდგინეთ, როგორ დაღონდებოდა სანტა. მან გადაწყვიტა, რამე უნდა მოეფიქრებინდა,  რომ ამ ზარმაცი ბიჭუნასთვის ჭკუა ესწავლებინა.
 
კი ამბობდა ბიჭუნა, სანტა არ არსებობსო, მაგრამ, იმ ღამეს, როცა სანტა სტუმრად გვეწვევა ხოლმე, მან ბუხარში, საჩუქრისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი დატოვა. სანტამ ეს იცოდა და თავისი ცხენით ბიჭუნას სახლის სახურავზე დაეშვა. თქვენ ყველამ იცით, რომ სანტა შიშველ ტრაკს მხოლოდ ერთი კაბით იფარავს, როგორც რომის პაპი ან კარდინალი ალფრინკი. ჰოდა, აიწია ეს კაბა და ბუხრის საკვამურზე შიშველი ტრაკით დაჯდა, მაგრად გაიჭინთა და უზარმაზარმა მსხვილმა კურკლმა თავბრუდამხვევი სიჩქარით ჩაიფრინა საკვამური და პირდაპირ საზიზღარი ბიჭუნას ფეხსაცმელში მოადინა ზღართანი.
 
თქვენ ალბათ უკვე მიიღეთ პრიალა ქაღალდებში გახვეული საჩუქრები, ათასგვარი ნუგბარი, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. ჩემი არ იყოს, ალბათ თქვენც ძალიან მოგინდათ, იმ ონავრის სახის დანახვა. ესეც შენი „გარყვნილი ბებერი!“ 
 
აბა, ბიჭუნა, ფეხსაცმელი ხომ არ გიჭერს?
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული