• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
არტი & ტექნოლოგიები

ვებ-თეატრის ზოგადი კონცეფცია

×
ავტორის გვერდი ზურა ჯიშკარიანი 00 , 0000 2215
ის შეგრძნება რომ "გითვალთვალებენ" -- ჩვეულებრივი შეგრძნება გახდა. ნებისმიერი რეალური ტრაგედია მსოფლიოში შეიძლება იხილო ნეტში. და ხომ არ აქცევს ეს ამ ტრაგედიებს და დრამებს უბრალო კლიპებად YouTube-ზე? სარეკლამო რეალობებად, რომელიც უკარგავს რეალობას. შეიძლება თუ არა ტრადიციული თეატრალური დრამის წარმოჩენა ასეთ სამყაროში და როგორი იქნება ის, თუ მას წარმოვაჩენთ?
">
ვებ-თეატრი – ციფრული და ფიზიკური პერფორმანსის გადაკვეთაზე არსებული სივრცეა,  ადამიანური დრამა დანახული თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტილში და გადმოცემული, როგორც ცალკეული ლაივ-სთრიმინგები. სხვადასხვა პერსონაჟების თუ კამერების მიერ დაფიქსირებული ცალკეული კადრებით, პეიზაჟებით, სცენებით – მაყურებლის/მომხმარებლისთვის შექმნილ ინტერაქტიულ ვებ-გვერდზე.

სტანდარტულ თეატრალურ სივრცეს ანაცვლებს ინტერნეტ საიტი – სპეციალური ფსევდო-თეატრალური დიზაინით, რომელიც რამდენიმე ეკრანად არის დაყოფილი. ადგილები და ადამიანები, რომლთაც ამ ეკრანებში ვხედავთ, ჩვენი დრამის გმირები არიან. ისინი ხანდახან ფიზიკურად ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში არიან, ხანდახან კი სხვადასხვა ეკრანის გმირები  დრამის განვითარებასთან ერთად ერთმანეთის ეკრანებში ჩნდებიან. ამ შემთხვევაში მაყურებლისა და მსახიობის სივრცე რამდენიმე ნაწილად იყოფა და ნაწევრდება, ერთმანეთისგან პარალელურად მოძრაობს და მხოლოდ ვებ-თეატრი აერთიანებს ყველას ერთად თავის საიტზე. თუმცა მაყურებელი ამავდროს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყოველი ცალკეული დრამატული ნაკადის პერსონაჟი და თანამონაწილე შეიძლება გახდეს.

ის შეგრძნება რომ "გითვალთვალებენ" -- ჩვეულებრივი შეგრძნება გახდა. ნებისმიერი რეალური ტრაგედია მსოფლიოში შეიძლება იხილო ნეტში. და ხომ არ აქცევს ეს ამ ტრაგედიებს და დრამებს უბრალო კლიპებად YouTube-ზე? ან სარეკლამო რეალობებად, რომელიც უკარგავს რეალობას. შეიძლება თუ არა ტრადიციული თეატრალური დრამის წარმოჩენა ასეთ სამყაროში და როგორი იქნება ის, თუ მას წარმოვაჩენთ? ხომ არ არიან ადამიანები უბრალო ციფრული ფანტომები, მონაცემების გროვა, რომელიც მათზე გროვდება ასეთი სახის კამერებსა თუ ციფრულ არქივებში?

ეს რამდენიმე ძირითადი კითხვაა, რომლის კვლევა აინტერესებს ვებ-თეატრს.

ვებ-თეატრს უნდა კლასიკური თუ თანამედროვე დრამა თეატრალური სცენიდან გადმოიტანოს ყოველდღიური ცხოვრების დრამატიკაში და გადმოსცეს თანამედროვე ვებ ტექნოლოგიების გამოყენებით.

წარმოაჩინოს, როგორც არა ერთი მთლიანი ისტორია, არამედ როგორც დანაწევრებული ცალკეული ინფორმაციული ნაკადების ერთობლიობა, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული საწყისი და ბოლო, არამედ სულ “მიედინება” ყოველდღიურობაში.

ამრიგად ჩვენი მიზანია – ყოველდღიურობის დრამატულობის თუ აბსურდის ჩვენება ჩვენივე მოფიქრებული ინტერაქტიული თეატრის მეშვეობით.

მთავარი მიზანია დავიცვათ მკრთალი ზღვარი ჩვეულებრივ “რეალითი-შოუსა” და თეატრალურობას შორის – ეს ეფექტი კი “სთრიმინგების” [ყოფიერების ნაკადების] პარალელური თანხვედრით მიიღწევა.

თეატრს ეძლევა აბსოლუტურად სხვა განზომილება – გეოლოკაციურად დანაწევრებული თეატრი თავისი არაჩვეულებრიობის ელემენტს შეიტანს ქალაქის ყოველდღიურობაში, იქნება აბსოლუტურად მოძრავი და რაც მთავარია ინტერაქტიულობის მაღალი ხარისხით. ვებ-გვერდი ამ ყველაფრის გამაერთიანებელი ბაზა იქნება.

ფსიქოგეოგრაფიული, მოძრავი პიესა უცნაურ დოკუმენტალისტურ ესთეტიკას შექმნის. თეატრი, როგორც ურბანული ცხოვრება. ცხოვრება, როგორც ინტერაქტიული თეატრი;

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული